ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘მზე’

Charlotte Gainsbourg და რუსი ბაბუშკა

Posted by vekoo on დეკემბერი 12, 2010

პოსტის წაკითხვამდე ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ეს ვიდეო ჩართეთ და თან მოუსმინეთ  ^_^ გმადლობთ ))

არ ვარ, მაგრამ თუნც მომაკარით შოვინისტის, რასისტის, კაცთმოძულისა და ატოლერანტულობის იარლიყი, ჩემ ზიზღს ვერაფერი დაფარავს გადაღრძუებული რუსი ბაბუშკების მიმართ. 

.

შესავლის მაგიერ : საერთოდ, წესრიგის დამცველი ნაკლებად, მაგრამ როცა საქმე ბაცილებსა და ბაქტერიებს ეხება, ჰიგიენის დამცველი ადამიანი ვარ. თუმცა, ეს ხელს არ მიშლის, რომ მოხუც ადამიანს, რომელიც ჰიგიენასთან აშკარად მწყრალადაა ხელი შევაშველო წამოდგომისას, როცა სხვები ზიზღით უვლიან გვერდით თუნცაც მაშინ, როცა ამას თვითნ არ მთხოვს.

BUT

ამას წინ 135 ნომერი სამარშუტო ტაქსით მივდიოდი მაღლივში. ჩემთვის ვიჯექი ფანჯარასთან ერთადგილიან სკამზე , Charlotte Gainsbourg-ს ვუსმენდი და შემოდგომის მწველი მზე, მუსიკა, შარლოტას მშვიდი ხმა და გარეთ შემოძარცვული გარემო ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, მოსიარულე მანქანები და ხალხი უცხოპლანეტელები მეგონა და მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი. თან სეზონისთვის უჩვეულოდ ისე სასიამოვნოდ თბილოდა, ლამის სიამოვნებისგან კრუტუნი დამეწყო და იქვე ჩამძინებოდა.

ამ იდილიაში ვარ და უცებ სააკაძის მოედანზე გაჩერდა ჩემი კოსმიური ხოლმალდი და ჩემი დასაჯდომი ადგილის გამო გვერდულად ვხედავ ყავისფერებში გამოწყობილ მოხუც ქალს,  რომელიც გაჭირვებით ადგავს [მგონი] ორივე მოტეხილ ფეხს, წვალობს და ძლივს ამოდის თავის გადასარჩენად. 

შინაგანი ემოციების გამო პოზიტივით ვიყავი გაჟღენთილი და მხოლოდ სიკეთის კეთება მინდოდა

გაუაზრებლად მომივიხედე – თავისუფალი ადგილი თუ არ იქნებოდა, მე დავუთმობდი. ამ დროს ვიღაც ღვთისნიერი ამოსვლაში დაეხმარა და ისიც იქვე მძღოლთან პატარა სკამზე მოკალათდა და Fail : |

ისეთი, ისეთი , ისეთი საზიზღარი წიკვინა რუსული ხმით დაიწყო ლაპარაკი, უცებ დამაბრეხვა მე9 ციდან ცოდვილ დედამიწაზე : ((

მე გვერდიდან ყურებაში ვერ დავინახე მისი დაჭმუჭვნული რუსი სახე. არა, რასისტი არ ვარ, მაგრამ მაღიზიანებს, როცა მახსენდება, რომ აი ამ ქალს მთელი თავისი მახინჯი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული. ვინ იცის რამდენი ჩვენგანის ბაბუა თუ პაპა ხერხავდა ყოველ დილა-საღამოს.
რამდენთან იყოფდა ბინძურ სარეცელს.
ახალგაზრდობაში როგორი “მოთხოვნა” იქნებოდა მასზე და ერთი სიტყვით, როგორი წარსული ექნებოდა . 

ნუ, მე როლებში შევიჭერი და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ასე არ იქნებოდა!

ხოდა, კეთილი არ ინება და არ ისწავლა ქართულად მეტყველება.

საშინელებაა როცა ვხედავ, რომ უბნის კუთხეში “სემიჩკის” გამყიდველ მოხუც ქალსაც ყველა რუსულად ელაპარაკება, ჩემ ძმას რუსი ექიმი ყავდა – იმასაც რუსულად ვეკონტაქტებოდით და უამრავი ასეთი შემიძლია გავიხსენო. არადა ზუსტად ვიცი, რომ ის გარემოვაჭრე თუ არა, წიოწ თამარა საქართველოშია დაბადებულ/გაზრდილი და უკვე 60 წელზე მეტისაა და ქართული ჯერ ისევ არ იცის სათანადო დონეზე.

რატომ ვართ ქართველები ასეთი მეტიჩრები, რომ ჩვენ საკუთრებებს ვაკნინებთ და ფეხქვეშ იატაკის ტილოსავით ვეგებით მავანთთ.

ჩემს წარმატებულ უფროს მეგობარს, რომელიც უცხოურ ფირმაშიც მუშაობს, ყავს ფრანგი თანამშრომელი, რომელმაც ინგლისურიც იცის. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ელაპრაკება ინგლისურად, რომ “თუ ქართველმა ინგლისური ასე კარგად ისწავლა, ფრანგული არაფრითაა მასზე ნაკლები და ფრანგულიც ისწავლოსო”

ნუ, მესმის, მთლად ასეთი მიდგომაც არაჯანსაღია. მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან II უკიდურესობაში ვვარდებით და ოქროს შუალედს ვერასოდეს ვიცავთ.

აბა, ვინ ჩემი ფეხებია აწ უკვე ბინძური მოხუცი რუსი ბაბუშკა, რომ მარშუტკაში ამოსული პრიკაზებს არ იძლეოდეს და ისიც რუსულად არ წიკვინებდეს გამყინავი ხმით.

დაბერდა და ეხლა აღარაფერი შეუძლია და თავს გვაცოდებს, არადა იყო/იქნებოდა დრო ზევიდან უყურებდა ქართველ გოგოებს და ეხლა მათ შვილებს დახმარებას თხოვს. 

იმ დღეს ნელიკო რაღაც სტატიას განვიხილავდით ფბ-ზე . და გაუკვირდა, რატო ხარ ასეთი სასტიკი, ბავშვმა მაინც რა დაგიშავაო. მაგრამ ასეთი ვარ და მორჩა. :დ

ხო, კიდე მინდა ბევრი კაცი ვიყო – ბევრი ენა ვიცოდე და ამ სიმღერას ვმღეროდე ^_^

P.S. რუსულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გააჩნია სად და როდისა, თუმცა, უკვე ქართველები საღამოს წვეულებაზეც კოქტეილის კაბის მაგივრად დაეხეული ჯინსებით დადიან  😐

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , | 6 Comments »

ამბავი ესე როგორ ჩამიხუტა ღრმად მზემ გულის კუნჭულში და დამარტყა

Posted by vekoo on ივნისი 24, 2010

არადა არ ცხელოდა ძალიან, მაგრამ ვარაზისხევიდან სანამ I კორპუსამდე ავედი 3 ჯერ გავხდი ცუდად .

ახალი გაკეთებული მეორეიარუსიანი გზა რომ უნდა გადამეკვეთა და ტროტუარზე გადავსულიყავი მაშინ ვიგრძენი, რომ ვერ ვიყავი რიგზე, გზა მაინც გადავჭერი და სანამ “ბახუსოთერაპიასთან” მივიდოდი, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, თვალებში დამიბნელდა, “დამიბრჭყვიალდა” და ყურებში საზიზღარ ხმაზე წუილი მესმოდა.

ჯერ მეგონა, რომ მანქანების ხმა იყო, მაგრამ ბოლოს მივხვდი მარტო მე მესმოდა ეს წუიილი.

ჰოდა, გადმოვჭერი ის ახალი გზა და მივედი ტროტუარამდე და ეგრევე აჩიკო, სადმე დამაჯინე-მეთქი და ესე გრაციოზულად ჩამოვჯექი inside out- upper intermadiate წითელ წიგნზე : D თან მოკლე ვიწრო კაბა მეცვა და მაღალ ქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელები. ბარდიურზე რომ ჩამოვჯექი იმდენი გრძნობა კი მქონდა შერჩენილი, რომ ფეხები ერთმანეთთან მიმედგა, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, ძლივს ვსუნთქავდი და არაფერი მესმოდა .

მერე ცოტა ხანში გადამიარა და ავუყევი ზევით გზას. აი, სულ 20 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ მივხვდი ისევ მეწყენობოდა და ჩამოვეკიდე აჩოს.

მერე ვეღარ გავძელი და შუა გზაში მარჯვნივ რომ პააატარა სკვერივითაა და 2 ცემენტის ფილაა იქ ჩამოვჯექი, იქამდე უკვე მკვდარივით მივედი თვალდახუჭული. ვიჯექი ვიჯექი და ისევ გადამიარა.

აჩომ ვსო, ასე აღარ გვაწყობს, ტაქსით ავიდეთო . არადა 1 სთ დრო მქონდა და ისედაც სადმე ვაპირებდით დაჯდომას. მეთქი ტაქსი არ მიდნააა. ჯერ ისე არ მოვკვდარვარ, რომ ეს აღმართი ფეხით ვერ ავიაროთქო.

წამოვედით ისევ იქიდან და კიბეებამდე ვერ მივაღწიე და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი მოაჯირზე ჩამოვჯექი და ისევ გადამიარა . : |

გავაგრძელეთ ისევ გზა. მაგრამ იმ სავალ მონაკვეთს უკვე მზე ურტყავდა და 5 ნაბიჯში ისევ ვიგრძენი როგორ გადამეფარა თვალებზე სიბნელე, ამიჭრელდა და ყურებიც დამიგუბდა.

სასწრაფოდ მივაჭერი კიბეებთან და არც დამიხედავს ეგრევე დავიფარე დიდი წიგნი და დავჯექი . ცოტა ხნის მერე მიმოვიხედე და წითელ ქვიშებში ვყოფილვარ : D ირგვლივ სულ წითელი იყო ყველაფერი : D

მერე ცოტა ისევ მოვმჯობინდი და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი : ( უცებ დამაჯინა აჩომ I კორპუსის სკვერში, მეხვეწა საჭმელს მოგიტანო, მაგრამ ვერ ვჭამ სიცხეში საჭმელს და ბოლოს ისევ ჩამოსასხმელი ნაყინი მომიტანა. სანამ გზის იქიდან მოიტანდა და იმხელა ეზოს გადმოჭრიდა ისე დადნა ის ნაყინი, ისე უფრო მესიამოვნა, თან თავისიც მე შემაჭამა : D

მერე ცოტა მოვედი ხასიათზე : D

ხოდა, მერე ვბჭობდით რა მეშველებოდა მე აჩო რომ არ მყოლოდა .

-არც არაფერი . მარტივი პასუხი გვაქვს ხოლმე ამ კითხვაზე ყოველთვის : )))

როგორც მივხვდი, უჭმელობის ბრალი იყო ყველაფერი, კარგა ხანია სახლში საჭმელი არ მიჭამია, სულ ფასთ-Fუდებზე ვარ და მარტივ სალათებზე. ფაქტიურად დიეტაა : D არა, წონისთვის კი კარგია და ვიზუალურად იდეალური ტანი მაქვს : P მაგრამ ჯანმრთელობას ვინადგურებ და ექიმმა ჰაუს არჩილმაჩემმა  ჩამიტარა ლექციები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. შენ დედაჩემის ხელი გაკლიაო : D მეთქი, დედაჩემს რას უწუნებთქო? დედაშენზე გემრიელ და მრავალფეროვან საჭმელს აკეთებს, პროსტა ვერ ვჭამ როცა ცხელათქო .

მერე წამიყვანა საააშინლად ამომიტენა მუცელი ცომეულით და ნუგბარით : D ამასობაში თავისუფალი დროც გავიდა და დავიძარით Big Ban-ისკენ …


გაგრძელება იქნება .



Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 17 Comments »

შოკოლადად ვიქეცი : D

Posted by vekoo on მაისი 2, 2010

შოკოლადი მინდა, გემრიელი , შავი შოკოლადი , მომწარო–მოტკბო გემოს რომ გიტოვებს პირში .

მოხალული  მიწის თხილის გემო მინდა შოკოლადში, მსუყე შოკოლადში.

ვაიმე, როგორ მიყვარს შოკოლადი , რაღაცა მეჭედვინება ეხლა . ახლა არ მინდა, მაგრამ მაინც ასეთი ემოციით ვწერ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, ძალიან, ძალიან მიყვარს შავი შოკოლადი.

კაკაო და რძეც მიყვარს, რძიანი შოკოლადიც .  მზისგან შოკოლადისფრად შეღებილი სხეული და მზე მიყვარს ზღვაზე მოთამაშე.

შოკოლადისფერი ხარო ხშირად მეუბნებიან, ტკბილი ხარო , მწარე ხარო ესეც უთქვამთ … აი, შოკოლადი ხარო ის კი არასოდეს  : ))

აუ, არადა რა მაგარია შოკოლადად ცხოვრება, შეხედავ, ძალიან გინდა, პირში ჩაიდებ და ჩაგადნება და სიამოვნებას განიჭებს.

შოკოლადი მინდა .

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 9 Comments »