ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘მთა’

ქორწილი უჩემოდ

Posted by vekoo on თებერვალი 5, 2010

“წინ წასული მელაო, უკან ჩამორჩებაო” – ძველი ხალხური ანდაზა.

ზუსტად ეს სიტყვები აღმოხდა დედაჩემს წეღან დეიდასთან ლაპარაკს რომ მორჩა ტელეფონზე. მოკლედ გეტყვით რა ხდება:

ერთმა ჩემმა ნათესავმა, – გელამ, რომელსაც ყველა კონჩხოს ვეძახით, (ალბთ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარია) ცოლი მოიყვანა. ამ ზედმეტ სახელის ეტიმოლოგია საიდან მოდის ვერ ვხვდები, ალბათ კუთხურად ნიშნავს მეტისმეტად გამხდარს : D

ძაან მაგარი კაცია კონჩხო, ჰოდა ცოლი მოიყვანა და ეს რომ გავიგე უკვე გამიხარდა. თან წინა დღეებში ჩემი ძმის ნათლიის ქორწილში ვიყავი, იმანაც ცოლი მოიყვანა და მაგრად დამევასა იქაური სიტუცია : D მაგარი ვიხალისე სადღეგრძელოებს შუა “ტანცი-მანცებზე” : D

ხოდა, დაჟე რამოდენიმე მიზეზი მქონდა, რის გამოც მაგრად მიხაროდა წასვლა:

1- ჯერესერთი, კონჩხო სოფლიდანაა წარმოშობით და ქორწილსაც იქ გადაიხდიდა და ამ ზამთარში ხარაგაულში ჩასვლა ერთი დიდი ბედნიერებაა, თან იქ სულ თოვლია ამ დროს Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 4 Comments »

Posted by vekoo on თებერვალი 2, 2010

გუდაური

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი მთიანი რეგიონია, რომელიც ზამთარში უამრავ დამსვენებელს სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი თბილისიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ორი საათის სავალზე, ზღვის დონიდან 2200 მ.

ზამთარში აქ არჩეულებრივი სასრიალო ტრასები და მცხუნვარე მზეა.

მოგზაურობა თბილისიდან გუდაურამდე მანქანით ჩვეულებრივ 2 საათს გრძელდება. კურორტი ცნობილია მაღალი ხარისხის სათხილამურო შესაძლებლობებით.

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ‘ლებიოდკის’ მეშვეობით ადიოდნენ.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო”, ამჟამად „გუდაური”). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

და მთავარი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუკი დასასვენებლად შეჩერებას “მარკო-პოლოში” გადაწყვეტთ, სულ რამოდენიმე დღის წინ რადიო-სადგურებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ სასტუმროში ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს მომსახურე პერსონალი არ შეუშვეს, რადგან მათ ვერ გაიარეს Face Control o_0


ასე რომ, თუ გინდათ უკან “გამობუნძულება” ( : D ) და იქვე მდებარე მაგალითად, “მთის ქოხში” ღამის გათევა არ მოგიწიოთ, მიაქციეთ შესაფერისი ყურადღება საკუთარ ვიზუალს.

Posted in ეს უნდა იცოდე, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 4 Comments »

ჩემი სულის ნავსაყუდელი

Posted by vekoo on იანვარი 6, 2010

სოფელი- ჩემთვის 2 დღიანი სულის დასასვენებელია ეს ადგილი

თუ ბავშვობაში კვირაობით შემეძლო იქ ყოფნა, დღეს უკვე 2-3 დღეში სახლში მინდა დაბრუნება.ის ორი დღეც “გამოყრუებული ვზივარ, შენ გგონია ეს გამოყრუება არ მომწონს?საჭიროც კია გადატვირთული დღეების მერე სხეულის მოდუნება, ბუნების სიმშვენიერით დატკბობა , ყველაფერს გარიდება, ასფალტისა და გამონაბოლქვიდან, ინტერნეტიდან დასვენება.მე ძალიან დავიღალე უკვე, გამოვიფიტე რასაც ქვია, ამიტომ, ამ შაბათ-კვირას სოფელში წავედი. ზუსტად ვიცოდი იქ აღვიდგენდი დაცლილ ენერგიას .ვერ მოგატყუებ მსოფლიოში ულამაზესი ადგილიათქო , იმიტომ რომ მასზე თვალწარმტაც ადგილებშიც ხშირად ვყოფილვარ მაგრამ რაც არის არს , თავის ხიბლს ვერ დავუკარგავ დუშეთის რაიონს.იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? უსაქმურობა.ჩემთვის მარტო წავალ ხოლმე სადმე შორიახლოს ( ან თუნდაც შორს) შემაღლებულ მდელოზე, იქიდან რომ ხელის გულივით გადაშლილი მოჩანდეს გარემო და ასე ბუნების სიმშვენიერით ვტკბები.არ მჭირდება ამ დროს არანაირი მუსიკა თუ რამე გასართობი დანადგარი.უბრალოდ ვუყურებ სივრცეს და ვარ ასე ჩემთვის.მართლა საათობით შემიძლია ასე ჯდომა.(რატომღაც, ის მიტყდება ხოლმე გვიან საღამოს იქიდან რომ ვბრუნდები და ხალხი მხვდება, ხო ვიცი არაა, ჭორიკნებითაა სოფლები (( და არამრტო)) სავსე – “ამხელა გოგოს მარტოს იქ რა უნდოდა ამ შუაღამესო ” იტყვიან, მაგრამ იმდენად დიდია ჩემში ლამაზი ხედების , გაშლილი სივრცის სიყვარული, რომ მაპატიე და მაგარი მკიდია უკვე ვინ რას იტყვის.ზოგჯერ, წავსულვარ და რვეული წამიღია და ფანქარი ან შავი კალამი, – მიყვარს შავი კალმით წერა.ჩემ აზრებს ვწერ ხოლმე, მერე ძირითადად მარტო ერთხელ ვკითხულობ და ასე, რჩება ისტორიას გახუნებულ ფურცლებზე დაწერილი ჩემი სიტყვები.მრისხანების დაძლევაშიც მეხმარება ჩემი საყვარელი ადგილი. იქ მივდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. სამწუხაროდ – კარგიც. როცა იქ ვარ ყველაფერი ამქვეყნიური უკვე ამაო მეჩვენება.ქვეყნიერებაზე მარტო მე და ის მთები ვართ ჩემ წინ რომ გადაშლილან.

ციოდა ახლა სოფელში როცა ვიყავი, თან ტალახი იყო და იქ ვერ ავედი.

სამაგიეროდ, ეკლესიაში ვიყავი. ესეც ეზო :

დაუმუშავებელი სურათია და მაინც რა სიმშვიდეა მასზე აღბეჭდილი.

სულ საფლავებითაა ეზოც და ეკლესიაც შიგნით სავსე.      ტაძარში ეხლა ზევიდან ხალიჩებია გადაფარებული და  მლოცველები ზევიდან დგანან. როგორი შეგრძნებაა შენ  ქვეშ რომ ძვლებია ხომ გამოგიცდიათ? : )))

ეს ყველაზე კარგად შემონახული საფლავი იყო და  ამიტომაც, მეც ის გადავიღე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ფარნიშვილი – რა იცოდა ამ საცოდავმა თუ ბედნიერმა, რომ მისი სამარხი ინტერნეტშიც მოხვდებოდა.

ასეა, დროც იცვლება და რაც ერთ დროს შეუძლებლად მიაჩნდათ, ეხლა პატრა ბავშვსაც კი ეჯერება.

ესეც ჩვენი ეკლესიის სამრეკლო :

ჯერ ისევ რეკონსტრუქციის პროცესშია, ულამაზეს ჩუქურთმებს აკეთებენ ზედ.

ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე სურათებია ეს ყველა.

ბოლოს, სიცივისაგან გათოშილს რა ჯობია სოფლის სახლში დაბრუნებას, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი ასდის.

უკვე საღამოც მოსულა…

მივუჯექი “ფეჩს” და სითბოთი გართული ყველაფრის ავ-კარგიანობაზე ვფიქრობდი.

ესეც ჩემი თბილი ბუხარი:

მის გვერდით ისე უცებ ჩამეძინა , რომ ვერაფერი გავიგე, რომ გამომეღვიძა 8 საათი ხდებოდა და მე კი ღამის 1 მეგონა. ისევ მეძინებოდა.

გამიშალეს სითბოში ლოგინი და ტკბილად დამეძინა კვლავაც.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 5 Comments »