ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ნათია’

ორმხრივი

Posted by vekoo on იანვარი 22, 2011

“დატკბი იმით, რომ ეს მონატრება ორმხრივია”–ო .

მომწერა და რა ჩარა მაქვს, რომ არ დავუჯერო …

საშინლად შენ ხასიათზე ვარ … ”  , – მივწერე მე  .

და დამირეკა . როგორ ველოდი ამ ზარს, როგორ მინდოდა მისი ხმის გაგონება .

ვილაპარაკე, ვალაპარაკე,  ველაპარაკე და დავმშვიდდი .

განვიკითხავ მათ, ვინც აძაგებს ყოველ საათში ერთხელ დარეკვას : რა თავის მობეზრებააო…

არადა , ზუსტად ეს მჭირდება ეხლა მე :  ყოველ საათში კი არა, ყოველ წუთას მისი ხმის გაგონება.

ეს უძველესი დრაFტი 2010 წლის 21 მარტით თარიღდება. და რა შეიცვალა მას მერე? ბევრი არც არაფერი: _

კვლავაც უზარმაზარი ხარჯები მობილურზე და მუდამ დასატენი ტელეფონი.

P.S. ფბ-ზე ერთი საყვარელი დღე გავიხსენე და ახალი ალბომი დავდე )) მე და აჩოს გვიცნობთ, ნათია სიყვარულოვნასაც, ის ბიჭი კი ჩემი ძმაა – სანდრო 

ერთი გიჟური ღამე

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 4 Comments »

ზღაპარი გრძელდება – სკოლა მთავრდება

Posted by vekoo on მაისი 20, 2010

ორივე ფეხით ვართ გახვეულნი მახეში , თანაც ისე, რომ ჩემით ვერ ვხვდებოდი და მარის რომ არ დავეტაგე ვერც ვერასოდეს გავიგებდი ალბათ. როგორ არ ეცადა  ჩემი მარადმწვანე მარიანა ჩემთვის თვალი აეხილა და დავთანხმებოდი ერთიან განმათავისუფლებელ მოძრაობაში თავმჯდომარის რბილ სკამს, მაგრამ სანამ უგემრიელეს შოკოლადის ჩხირებით არ მოვითაფლე.

Me, chocolate and MY Sweetheart on LINE

ძალიან შემიწუხდა სახე : დ საქმეები გვეძლებოდა , მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მაინც ყველაფერი გამოგვივიდა მე და მარის და გაქცევა შედგა : გაინტერესებს მეტი? დააჭრე აქ Read the rest of this entry »

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 11 Comments »

ნათია

Posted by vekoo on მაისი 12, 2010

ხშირად მეუბნებიან, რომ  არასოდეს შემიძლია ვაღიარო ჩემი შეცდომები და ესაა ჩემი უდიდესი პრობლემა .

ე  კი ვთვლი, რომ ჩემი  ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გრძნობებს  არასაკმარისად გამოვხატავდი გარშემომყოფებთან .

ეს პოსტი დაკარგულ მეგობრობას მინდა მივუძღვნა : )))  ამ სურათებს რომ გადავხედე, დამენანა ასე ერთი ხელის მოსმით გადასაგდებად მოგონებების მორევში და ამიტომ, ისევ მე ამოვატივტივებ ; )  დანარჩენი კი  დროის საკითხია .


მე ისევ მიყვარს ეს გოგო

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 11 Comments »

ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში

Posted by vekoo on აპრილი 13, 2010

“თუ გიყვარვარ, დალიე”, “ასე გიყვარვარ ?” ან სულაც ” არ გიყვარვართ? ” – ესაა კითხვები, რითიც ხშირად დალევას აძალებენ … ასეთ დროს ჩემი ტრადიციული პასუხია: “შენ ჩემ სიყვარულს ღვინოთი/არყით/სულ ერთია როგორ ზომავ?”  და შეძლებისდაგვარად ვიშორებ დალევას.

ეს სურათი ახსოვს აქ ვინმეს?

ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა მე და აჩოს 14 აპრილს, სიყვარულსაც კი ერთი დღით დავასწარით , უფრო მაგრები ვართ : დ

ჰოდა, დღეს 14 გვეგონა 13ს ნაცვლად და ჩვენთვის აღვნიშნეთ .   პირველივე ჭიქა მე გავხსენი სადღეგრძელოთი… სადღეგრძელო ქვია, თორე მარტივი ნატვრა იყო , ნატვრა, რომელიც ორივეს დიდი სურვილი გვაქვს აგვიხდება ,  უბრალოდ იმედების გამართლება ვისურვე და სიმბოლურად ოდნავ მოვწრუპე … ( ვსო, მოკვდა ის დრო ვეკო რომ დიდი მსმელი იყო : დ )

ჯერ აჩოზე მიდგა , რა თქვა აქ არ დავწერ, რას ვგრძნობდი არც იმას …   არ ავწერ არც სიტუაციას , მარტო ჩვენ ორნი …  ბოლოს, მე თვითონ ვუთხარი ის ფრაზა, ასე რიგად რომ არ მიყვარდა ხოლმე სხვა დროს … :

ვეკო: “ვნახოთ აბა, როგორ გიყვარვარ და  როგორ დალევ ” : )))

აჩო: ” შენ გგონია, ვერ დავლევ? მთლიან ბოთლს დავცლი ”

ვეკო: ” რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ  : )) ”

მოიყუდა ბოთლი და ვუყურებდი როგორ ჩადიოდა სითხე, იცლებოდა ბოთლი და აჩო არ ჩერდებოდა : დ  ლოთი რომ არაა ვიცი, ისიც ვიცი, რომ დალევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ბოთლს არაყს თუ მოიყუდებდა და ამოუსუნთქავად დალევდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ძაან რომანტიკულად აღვწერ მე ეხლა ამას, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ … რძიანი რა, სიყვარულით გაჯერებული .

აჩო კი სვავდა იმ ბოთლს და თვალის დახამხამებაში ჩაცალა…

–”აი, ნახე როგორ მიყვარხარ ” .

“სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია”–ო, უთქვამთ დიად სტანდარტებს  და გადამეკეტა : დ  მთლიანის ჩაცლა ხუმრობა ხო არაა :დ

ხოდა, დამჯდარს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე შემიბუჟბუჟდა ჩემი ჭუკლი :პ

გადასარევი სიმთვრალე გაქვს აჩოს, მთვრალ ხალხს იმენა ვერ ვიტან ორგანულად, მაგრამ აჩოსთვის  გამონაკლისს ვუშვებ :პ

გა–და–სა–რე–ვი ! ! !

ისედაც მხიარული ბიჭია და საერთოდ გაგიჟდა , ნუ, პოზიტიურად გაგიჟდა,  ვუყურებდი და მიხაროდა ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი … პატარა  ონავარი ბიჭივით უკიაფებდა მაყვალივით  თვალები.

გაგრძელება აღარაა საინტერესო :პ

ჯუსტ სურათები.

ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ , დღევანდელი სურათია და ამ თარიღისათვის სიმბოლური :პ

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, კარგად ვიმხიარულეთ. არაფერი ჯობია, როცა გვერდით მხიარული ადამიანი გყავს, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე და ამასთანავე ბავშვივით გადარეული. და თუ +ამას მთლიანი ბოთლი არაყიც ექნება დალეული, სუნს აიტანს კიდე როგორმე კაცი : დ

აქვე ჩავაკვეტებ გუშინდელ ჩვენ ვოიაჟსაც,  უკვე ბერი ნახავდა, რომ მე, აჩო, მარი და ნათია ციყვებში გახლდით პრეშეკრებისეულ შეკრებაზე .

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დილით მაღლივში ჯერ მე, მარი და აჩო შევხვდით, იქ ჩვენთვის ვიპოზიორეთ : აჩოს სიყვარულში არ ვუტყდებოდი და მე–10 სართულიდან  გაღებული ფანჯრიდან გადაკიდებას დამპირდა : დ

მერე ცოტა მოვთაფლე, მთავარ სკამზე დავაჯინე და გაიტრუნა ბიჭიც :დ

ეს რაღაც  სურათი განსაკუთრებულად მომწონს

ბოლოს ნათიაც შემოგვიერთდა და ციყვების გასაცნობად წავიყვანეთ . ჩვენ სამს ერთი ფორუმი გვაერთიანებს, მარიც  მაღლიველია და ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ნათუშკები კი ფაქტიურად, იმ დღეს გავიცანი ლაივში , ძალიან საყვარელი  გოგოა, შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა ( სად გამახსენდა ეხლა ნეტა ეს სიტყვა : დ )

რაღაცა, ბოლო 2 დღეა მშვენიერი განწყობა მებედება, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 14 Comments »

ვერ გამიგეს…

Posted by vekoo on მარტი 30, 2010

აღარც ვიცი რა დავწერო, ან ღირს თუ არა კიდე ჩემთვის აქ წერა, რადგან უკვე  ვატკინე რამოდენიმე ადამიანს გული ჩემი პოსტებით.

მე ვიმოქმედე პრინციპით : “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” . ჩემ შემთხვევაში  :  “მოვნახე იდეა, დავწერე პოსტი, პოსტი გახდა  წაკითხვადი, ე.ი. მე გავიმარჯვე” .

ყველა ბლოგერისთვის პირდაპირ ვთქვათ და საოცნებოა, წეროს ისეთი თემები, რომელიც გამოიწვევს დიდ რეზონანსს მკითხველში,   გააკეთებენ ბევრ კომენტარს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შენ შენი შესასრულებელი შეასრულე. ამ ყველაფრის გაკეთება კი მხოლოდ რამე ისეთით, არაცხოვრებისეულის დაწერით, ისეთით, რაც ჩვენ გარშემო ხშირად ხდება, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს  მაგრამ რომ დაიწეროს, ნამდვილ “პატარა რევოლუციას” მოახდენს მავანთა ტვინებსა და გაგებებში , აი ესაა.

ჩემი დანაშაული მარტო ისაა, რომ მე მეცნიერის თვისებები შევითავსე : დ მოვინდომე, რომ თავად შთამებერა სული ახალი სიცოცხლისათვის,  – ვნახე ჩემი მეგობრის (როგორც თავად ეხლა ამბობს ყოფილი “მეგობრის” ) ერთი პატარა წინადადება ” სიყვარული არ არსებობს, მე ასე ვთვლი”  და შემდეგ ამ წინადადებაზე ავაგე მთელი  ისტორია.

მოდით, ყველაფერი გახსნილად ვთქვათ,  იმის დაწერას, რომ ჩემი აზრით ზევით მოყვანილი რამოდენიმე სიტყვა მართლა ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგი იყო , მართლა ვაპირებდი.

სწორედ ამ სიუჟეტზე მქონდა გონებაში აგებული პოსტი, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს ხშირად ისეთ აბსურდულ დასკვნებამდეც კი მიიყვანს, როგორსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ იტყოდა.

შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა აზრები და ამ დროს მე უკვე ჩემ სტიქიაში ვიყავი …  თვითონ პოსტში მე დავწერე არც ისე ბევრი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ  მე უკვე არა იმ წინადადების ავტორი, არამედ ზოგადად ადამიანი-X  დავხატე,  დავახასიათე, როგორც მარტივად რომ ვთქვათ,  უძღები გოგო , რომელიც იყენებს კაცებს, რადგან თვითონ დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა  და ა.შ.

მერე კომენტარებიც  მოყვა ამ პოსტს, ზოგი განიკითხავდა ამ გოგოს, ზოგიც, თანაუგრძნობდა  , უმეტესმა კი განიკითხა …   მე მათ ვეთანხმებოდი და ჩემ სინანულს ვაჩვენე ამ ადამიანი-X–ს დეგრადაციაზე.

შემდეგ ვნახე ის ჩემი მეგობარი და ვუთხარი, რომ მქონდა ბლოგი, სადაც მასზე დავწერე პოსტი და შემოსულიყო და ენახა. იმენი კი ვერ მოვიფიქრე, რომ იქ მასზე დაწერილი მარტო ის წინადადება  იყო და დანარჩენი სრულიად ჩემი  ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ჰოდა, შემოვიდა, წაიკითხა, ყველაფერი თავისად მიიღო , გაუტყდა აქ რატომ წერ ამ ყველაფერს და პირში არაფერს მეუბნებიო.

მე მასზე ათმაგად გამიტყდა, მართლა ცუდად გამომივიდა,– ადამიანი მასზე პოსტს ელოდებოდა და ხელთ რა შერჩა. რაც წაიკითხა თავის თავზე მიიღო და მომიძულა მლიქვნელობისა და ორპირობის გამო…

ეხლა კი , არც კი ვიცი რა ვაკეთო, ახალი პოსტიც კარგა ხანია აღარ დამიდია აქ, რაღა აზრი აქვს საერთოდ რამის წერას, თუკი ბლოგის პოპულარობის და მკითხველების დაინტერესების გამო, უახლოეს ადამიანებს ვაყენებთ სულიერ ზიანს, ვაკარგვინებთ ჩვენდამი ნდობას და ვკარგავთ მათ?!

ნუთუ, ჩემი გამართლება საერთოდ არ შეიძლება? “ბლოგისთვის დავწერე ეს ყველაფერი და ყველაფერს შენ თავზე ნუ მიიღებ, შენ მხოლოდ მუზა იყავი , ბიძგი მომეცი იმ სტატიის დასაწერად მეთქი ” და “შენც კაი ჟურნალისტი არ მყავდე, რა სტატიებს წერ ჩემზეო” : |  არც ვამტყუვნებ, გასაგებია, რომ არ იცის რა არის ბლოგინგი, არც ის იცის რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.   ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მერე კი ეკონომიურზე ჩავაბარე რიგი მიზეზების გამო და დღემდე მივტირი იმ დროს,  რეპორტაჟებს რომ ვაკეთებდი და “დებატ–კლუბში” ვმონაწილეობდი . ის იყო ჩემი ცხოვრება, რომელიც მე ძალიან მომწონდა და ოცნებად მქონდა  “გავმხდარიყავი ეკა ბერიძესნაირი ჟურნალისტი”  . ეკა ბერიძე ცხრაას ხუთში იყო პოპულარული და ჯერ კიდევ იქიდან მოვდივარ მე ჟურნალისტობაზე ოცნებით. ბერიძე შემდეგ ინგა გრიგოლიამ შეცვალა, ოღონდ იმ დროისთვის მეც და ჩემი  მიზნებიც უფრო დაიხვეწნენ და შემდეგ უკვე “გრიგოლიაზე მაგარი ჟურნალისტი უნდა გავხდე” ამას ვფიქრობდი : დ

მთავარი კი ის იყო, რომ  მთელი ცხოვრება საკუთარი სიმართლის დაცვა მიწევდა და მინდოდა, ეს საკუთარ ცხოვრების საქმედაც გამეხადა. ჰოდა, ჩემ თავს ამ ბლოგზე მივეცი გარკვეულწილად ბავშვური ოცნებების ახდენის საშუალება და გამიტყდა, როცა დაქალი  შენც ჟურნალისტი არ მყავდეო აგდებულად ამბობს, გასაგებია, რომ გაბრაზებულია, რომ უტდება რაც გამომივიდა, რომ გავუკეთე.

მაგრამ, დავიჯერო, მართლა არ შეიძლება ჩემი გაგება?

მართლა არ შემიძლია მეგობრობა?

თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემო მკითხველებო?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 30 Comments »