ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘პარკი’

მარტის კატები

Posted by vekoo on მარტი 29, 2011

ეძღვნება ყველას, ვისაც უზასავია

შენი უფლება, ხელები იქნიო, მთავრდება ჩემ ცხვირთან (ც) ჭკვიანი კაცი.

მიუხადავად ამისა,  ძალიან ბევრჯერ იძულებული ვხდები, რომ სხვისი ქცევიდან გამომდინარე ვაკეთო რაღაცა .

განმარტებისთვის მცირე შესავალი:

მწვანე ამენთო თვალებში, ჩემი ოთახის ფანჯრიდან აყვავებული ატმის და გარგრის ხე მიცინის, ვარდისფერი ტოტები ლამის ოთახში შემომივარდნენ, ხელებგაწვდენილნი მოიწევენ ჩემკენ და არ შემიძლია გულგრილად ვუყურო.

აივნიდან კვირტებად აფეთქებულ ალუბალს ვხედავ, ცა ცაზე ცისფერია, ამ დროს სახურავზე ასვლა და ვერცხლისფერ საგებზე წამოწოლაზე მეტად არაფერი მინდა. ფანჯარაც სულ ღია მაქვს და გაზაფხულის სუნთქვას ვგრძნობ, ღამ–ღამობით კი უკვე მართლა მესმის რომელიღაცა ჩიტის გალობა.

სად ვცხოვრობ ამ სამოთხეში? უცნაური უბანია, ქალაქის ცენტრისგან სულ 10 წუთით დაშორებული, მაგრამ განაპირას, მტკვრის სანაპიროსკენ, სკვერებთან ახლოს.

რა გამაჩერებს სახლში ასეთ ამინდში, მინდა გარეთ გავიდე და ფეხით მოვიარო ყველა ლამაზი ადგილი, ძალიან მიყვარს ნარიყალა, მეტეხი, კუს ტბა,  და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი რუსთავის პარკიც კი.

მმმმ, მინდა ველოთი გასეირნება.

შესავლის შემდეგ:

მაგრამ არის ერთი პრობლემა: ვისთან ერთად წავალ მე ბუნების წიაღში?

– რა თქმა უნდა, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.

პრობლემაც ამაშია: ვინაიდან და რადგანაც მეგობრები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში ჩემთან ხეტიალს, ვრჩებით მე და აჩო.

და აქაა დამარხული ძაღლის თავიც.

არ მინდა და აღარც შემიძლია მასთან ერთად ავიდე თუნდაც ვაკის პარკის თავზე “ქალთან”, სულ ზევითა კიბიდან გადმოვკიდოთ ფეხები და დავტკბე სიცარიელითა და სისავსევით. ან ვისეირნო აყვავებულ/ამწვანებული ხეების ქვეშ, ან ელემენტარული, დავსხდეთ სადმე სკვერში და მიწის თხილი ვაკნატუნო.

! არ მინდა კარის მეზობელმა, მამაჩემის თანამშრომელმა, დედაჩემის ნათლიისშვილმა, ჩემი ძმის ძმაკაცებმა, ყვავი ჩხიკვის მამიდამ ამ დროს ჩვენს დანახვისას ბინძური აზრები ააფუთფუთოს ტვინში.  : |

! არ მინდა იპოდრომზე შევხვდეთ ფორუმელ “მეგობრებს” და ჩამოყალიბებული სტერეოტიპის გამო, რომ წყვილები ასეთ ადგილებში მხოლოდ საზასაოდ [და არა მარტო საზასაოდ] დადიან, მე გამიტყდეს რომ ისინი იქ შემხვდნენ.

! არ მინდა ნარიყალაზე ასული მეც იმ წყვილების რიგში მოვექცე ჩამოსვლისას შემხვედრი ხალხი ამრეზით რომ უყურებენ – წმინდა ადგილს ბილწავენო.

ხალხის აზრი დაიკიდეო, რაში გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენო –  ბევრი მეტყვით, ვიცი.

მაგრამ ეს დაკიდებაც მამძიმებს და არ შემიძლია ავიდე იმ მთის წვერზე და იქ საათობით გაუნძრევლად ვიჯდე, რომლის ქვეშაც ბუჩქებში შეყუჟულები გოგოები ბიჭებს ლოკავენ და ბიჭები ბორცვებს უზილავენ …

რაღაც რეპორტაჟი იყო ადრე: “გაღიზიანებთ თუ არა წყვილი, რომელიც ქუჩაში კოცნის ერთმანეთსო?” . ჩემი პასუხი იყო – არა!

მაგრამ ეხლა დავფიქრდი და რაღაც სტანდარტების შემოღება და თუნდაც, იძულების წესით მათდამი დამორჩილებაც აუცილებელია, თორე პოსტის დაწერის შემდგომ პარკში ვაპირებ ველოთი გასეირნებას და ნამდვილად არ გამიხარდება რომელიმე მოხვეულ ორღობეში მარტის კატებივით ერთმანეთში შეზრდილ წყვილს რომ გადავაწყდები.

  1. პარკი და ველოსიპედი

  2. მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

  3. ქუჩაში რომ მიცნოთ …

  4. ვიდეოპოსტი რუსთავის პარკში

  5. 127 hours

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , , , , , | 15 Comments »

მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

Posted by vekoo on მაისი 13, 2010

მწვანე, მწვანე პოსტი იქნება . ბევრი ბალახით და კალიით. არა, კალია არაფერ შუაშია , უბრალოდ წინადადებას მოუხდა  : D ადრე ბლოგზე ვწერდი ჩემ ჰობიზე –  ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შორს და შორს დიადი მიზნებისაკენ : D ჰოდა, ბევრი დააინტერესმა ამ პოსტმა ჰორიზონტალურ და ჩახლართულ განზომილებაში მყოფ წყვილებზე და მეც გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი პარკში : ))

ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D  მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი  ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და  მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.

მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა  : D

ეს ის ადგილია, სადაც  ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ )  მართალია  ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))

Read the rest of this entry »

Posted in პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 16 Comments »

პარკი და ველოსიპედი

Posted by vekoo on აპრილი 18, 2010

თბილი მინდა დავწერო რამე, ჩემ ველოსიპედზე მინდა დავწერო, ჩვენ პარკზეც მინდა წერა, რომელშიც “გოგო რომ ჩავა და რომ ამოვა უკვე სახელი აქვს გატეხილი” თურმე , ჩვენ მტკვარზე მინდა დავწერო, ჩვენ  ხრეშიან ბილიკებზე  პარკში …

ამისთვის კი სურათები მჭირდება, სურათები, რომლებიც ვერ გადავიღე– ციფრული უფლისციხეშია და  უკვე გორს გამოსცდა და მოდის … ამიტომ მობილურით ვიღებდი…

პარკის შუაში მტკვარი ჩამოდის, შორიდან შეხედავ და ბანაობა მოგინდება, მაგრამ ახლოს არ უნდა მიხვიდე …

მაგრამ მე მაინც მომწონს , მაინც მიყვარს მტკვარიც და პარკიც .

დღეს ქარი ქროდა, დღეს მტკვარზე ტალღები დათარეშობდნენ, დღეს პარკში ქარმა თმები ამიწეწა, დღეს პარკში შეყვარებულ წყვილებს ქარისგან  შესცივდათ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ …

პარკი სიყვარულის ქალაქი მგონია … “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე ვერ წავედი და სიყვარულის ქალაქში მაინც გამესეირნა  : ))

ვისეირნე ველოსიპედით, ბევრი ვიარე, ვიარე ასფალტზე, ვიარე მიწაზე, ვიარე ბალახზე და წითელ ხრეშზეც, ისეთ ადგილებში ვიარე, შეყვარებული წყვილებიც დავაფრთხე …

ვიარე მუსიკის თანხლებით, ბევრს მოვუსმინე, ბევრიც ვისმინე, ადრეც ვუსმენდი და ეხლაც მიყვარს ქარის ხმა ყურში რომ ჩამწუის … გზის პირას ულამაზესი ხედებია , ცალი ხელი გაშვებული მაქვს და ჩემთვის მივქრი …

არა, რაღაცა უმარილო გამოდის ეს პოსტი სურათების გარეშე …

მომავალ კვირას ისევ წავალ … კვირას ან ხუთშაბათს … ციფრულს წავიღებ და დავაფიქსირებ მზეზე შეყვარებულ ახალ აფეთქებულ კვირტებს და  ჩახუტებულ წყვილებს , ნიავისგან აღელვებულ ბალახს და ქარისგან წარმოქმნილ ტალღებს …

მე ვნახე და თქვენც უნდა განახოთ : ))

Posted in განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 14 Comments »