ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘პრობლემა’

პრობლემა მაქვს.

Posted by vekoo on სექტემბერი 4, 2014

ვიცი, რომ ვინ ვინ და მე არ უნდა ვიწყებდა პოსტს სიტყვებით “სხვათა შორის”, მაგრამ 

სხვათა შორის, როგორც მივხვდი, ძლიერი, მძაფრი ემოციები მჭირდება თურმე, რომ ახალი პოსტი დავწერო.

თან განვლილი პერიოდის შეჯამება მინდა, თან ჩემს სულიერ მდგომარეობაზეც მინდა დაწერა, მაგრამ კარგად ვიცი, რომ “როცა ვულკანი ფეთქავს, მის შორიახლოს არ უნდა გაიარო”,  ამიტომაც “რასა ვიქმ” თემატიკას თავს ავარიდებ.

არადა, ასეთ ხასიათზე მყოფს არც ჩემი მდგომარეობის აღწერა მეხერხება ადეკვატურად.

საერთოდაც, ისიც არ ვიცი რატომ ვწერ ამ სისულელეს, იმიტომ რომ სათქმელს ყველანაირად თავს ვარიდებ.

მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი მაინც გამოქვეყნდება, მერე რა თუკი ყველას უშინაარსოდ მოეჩვენება, მახატია.

აი, უხეშობამ იჩინა თავი და მესიამოვნა, საერთოდაც ეხლა ვაზებისა და ყველანაირი მსხვრევადი ჭურჭლის გროვა რომ დამილაგოს კაცმა, სათითაოდ და საოცარი გულმოდგინებით, ნელა-ნელა შევუდგებოდი და ისე შევალეწავდი ყველას კედელზე.

ვერ გაიგებთ თქვენ მე რა მჭირს, ცუდ განწყობაზე ვარ.

14 წლის ემო გოგოს პოსტს გავს ეს ჩემი ნაბოდვარი, მაგრამ მასაც აქვს არსებობის უფლება, ძალიან მომბეზრდა ეს დაკერილი სიფათები და ყურებამდე გახეული პირი .

მინდა ვიყვირო – ცუდ ხასიათზე ვარ! 

პრობლემა მაქვს. 

Advertisements

Posted in ყოველდღიური | Tagged: , , , | Leave a Comment »

S.O.S. პრობლემა მაქვს

Posted by vekoo on ივლისი 14, 2011

when you have problem,just sing,your favorite,song,problem is,batter than,your voice

არ ვიცოდი რა ცუდი ყოფილა, როცა ვიღაცაზე მთლიანად დამოკიდებული ხარ, როცა შენი ბედ-იღბალი მთლიანად მის ხელშია – ზუსტად გამოვთქვი: ჩემი ბედ-იღბალი მის ხელებშია და მე სერიოზულად მეშინია.

ასეთი აღელვებული და შეშინებული არასოდეს მახსოვს ჩემი თავი, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანად – ვზივარ, ვწევარ თუ დავდივარ ყველგან ის და მისი მოვალეობა მახსენდება და ცუდად ვხდები, მინდა გავიქცე რეალობისგან და არასოდეს ვიფიქრო შედეგზე … თუ რა გამოუვათ …

გუშინდელამდე ამას ასე თუ ისე ვახერხებდი,- ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი გასაჭირი, გუშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და ‘გავსკდი’.

მგონი უკვე კონკრეტიკის დროა, თორე დარწმუნებული ვარ, ისეთ ვიღაცას მოიაზრებთ ჩემი წერის მუზად, ვინც არაფერ შუაშია არაფერთან და პირიქით, მამშვიდებს და მხარში მიდგას.

ე.ი. საქმე ეხება ჩემ საქორწილო კაბას.

საიდან დავიწყო არც კი ვიცი, უამრავი ხარვეზია, რომელიც დროზე უნდა გამოსწორდეს და არ ვიცი ბოლომდე გამიქაჩავს თუ არა ნერვები. ადამიანს, ვისთანაც შესაკერად მივდიოდი მთლიანად ვენდობოდი და ამ ეტაპზეც იგივე ჭკუაზე ვარ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება რამდენად გამიმართლდება იმედები.

რა მაქვს საწუწუნო? რამოდენიმე მიზეზია, რომელიც დროსთან ერთად გაჩნდა და მეტ-ნაკლებად ქრონოლოგიურად აქვე ჩამოვწერ.

  1. თანხა – თავდაპირველთან შედარებით ჯერ ორჯერ გაიზარდა, შემდეგ კი 1/3ედით მოიმატა. ანუ 266% გახდა თავდაპირველთან შედარებით. ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით ამ ფასად ვაპირებდი, მაგრამ უკვე მორიგებული ‘სტავკა’ ასე რომ იზრდება  უკვე უსიამოვნო მომენტია. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ ზღაპრული გამოვიდოდა  : ))

  2. ვადები –           1) ე.წ. ‘პრიმერკებისათვის’ შეთანხმების მომენტში ასეთი წინადადება იყო, რომ მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც დამჭირდებოდა  მისვლა. ეხლა დაახლოებით 10ჯერ მაინც ვიყავი უკვე და კაბის ჯერ ნახევარიც კი არაა დამთავრებული.                                                                                                                                                                         2) კვირაში უკვე თავისუფლად ასწრებდნენ შეკერვას – 2 კვირა უკვე გადის და ჯერ შედეგს ვერ ვხედავ.

  3. დამოკიდებულება დიზაინერთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თვითონ მკერავი აგდებულად ეკიდება ჩემ შეკვეთას. მაქვს განცდა, რომ უბრალოდ დროს წელავს და ერთ მონაკვეთზე რომ ძაფს გადაატარებს იმის მოსაზომადაც კი მიბარებს.როცა აკა იქაა და რამეს შევჩივლებ მაქსიმალურად მისმენს და ითვალისწინებს ჩემს სურვილს, მაგრამ ის ქალი … ერთი სული მაქვს იმ კაბას როდის გავიძრობ და იქიდან გამოვვარდები ხოლმე. უსიტყვო და მორცხვი ტიპი არ ვარ რომ არ ვუთხრა უარყოფითი ჩემი აზრი  და დამოკიდებულება ვინეს. მაგრამ უნიკალური ფრაზა: ‘ჯერ ყველაფერი ხო კეთების მომენტშია და ეგ როგორ იქნება ჯერ’ უკვე ნერვებს მიშლის.  და საერთოდ მიკარგავს იმ კაბის ჩაცმის სურვილს.

  4. დეტალები ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა ყოფილიყო. ორი მნიშნველოვანი დეტალი საერთოდ სხვანაირი მინდოდა. 1) კორსეტი – კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო , ამას ყველაფერს ისე გავაფორმებთ, რომ საერთოდ არ გამოჩნდებაო. და ეჭვი მაქვს არ მომეწონება არც ეს ორნამენტებით გაფორმებული და მერე უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ვიზავ. 2) ქვედა ნაწილის სილუეტი – უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ შესაცვლელია.კიდე არის რაღაც რაღაცები, რაზეც არ მინდა თავი კიდე ძალიან დებილად დაგანახოთ და არ დავწერ. მეც არ ვიცი კატეგორიულად რატო არ ვითხოვ რამეს როცა იქ ვარ ხოლმე, მაგრამ ვჩუმდები ერთი უბრალო და ელემენტარული ფრაზის გამო : ჯერ კერვის პროცესია და ყველაფერი ისე იქნება, რომ მოგეწონება, როგორ შენ გინდოდა.თუ ბოლოს მართლა ასე არ იქნება მერე მომიწევს მეც ვიმოქმედო.

ამის წამკითხავ ნებისმიერს გაუჩნდება შთაბეჭდილება ეს სად მივიდაო, მაგრამ ასე არაა, სოლიდურ ადამიანთან მივედი შესაკერად და წინა პოსტში ვახსენე კიდეც. [ https://vekoo.wordpress.com/2011/06/28/palmebis-chrdili-da-saqorwilo-kaba-vol2/ ] ძალიან ცუდია, რომ ჯერ შედეგი სახეზე არაა და უკვე უკმაყოფილო ვარ, ყველაფერი კი ისევ და ისევ დამოკიდებულების ამბავია – აკა რომ როგორც არის ისეთი დამიკიდებულებით არ იყოს ჩემ მიმართ, კარგა ხნის წინ გამოვართმევდი უკან ფულს და სხვასთან მივიდოდი, მაგრამ ეხლა მე მომწონს მისი მუშაობის სტილი, რასაც ვერ ვიტყვი მის ერთ_ერთ მკერავზე.

ძალიან მინდა შემდეგი პოსტი იმედიანი იყოს …

სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო – ნათქვამია კიარადა, ბლოგერის ყბაში ჩავარდნას თავის გატეხვა გერჩივნოსო და მართლდება : )) სამაგიეროდ, თუ ყველაფერი მართლა ისე გამოვიდა როგორც მაიმედებენ, ამაზე მეტი უფასო რეკლამა რა იქნება :დ

Posted in ამოხეთქა, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 20 Comments »

"ხმა ჩამივარდა" : ( დამეხმარეთ !

Posted by vekoo on იანვარი 11, 2010

მეც რომ დავწერო უბედურებაზე არ შეიძლება? თუ მარტო სამხიარულო პოსტებით უნდა იყოს სავსე ჩემი ბლოგი?

ჰოდა, ვიტყვი : გულნატკენი ვარ !

გულნატკენი და იმედგაცრუებული!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ( კიდე დავწერდი ძახილის ნიშნებს, მარა … : D )

ყველა უბედურებათქო რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი, მარა ზოგი მეც მემართება, ან ისეთი, რომ სხვებს ალბათ, არც დაესიზმრებოდათ და გაგეცინებათ კიდეც ჩემსას რომ შეიტყობთ : (

საერთოდ, სკაიპით ჩეთაობა ერთ დროს ჩემს Favorite plural activities-ებში შედიოდა, არ მახსოვს, მარა skype me-თ არ ვმჯდარვარ არასდროს, ეგ მაინც ვიცი ზუსტად : D ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ვიღაცამ გამაბრაზა და მაგის ჯინაზე სულ 10 წუთი ვიყავი , მარა მერე მწარედ ვინანე იმდენი და ისეთი ჯურის “ადამიანები” (უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვი, ვაი ადამიანები) შემომიცვივდნენ : D

ეს იყო პეტერბურგში, ათას ცხრაასში…

უფრო სწორად, ეს იყო ადრე …

ეხლა კი, skype-ში სულ დამალული ვზივარ, არც სტატუსებს ვანახლებ და არც არავინ მაწუხებს.

შემწუხებელი აღარც არავინაა, ახალი skype მაქვს, მხოლოდ საჭირო და საქმიანი ხალხი გადმოვიყვანე და ტვინის მზილავებისათვის ძველი იდ-ც შევცვალე და მისი აღსადგენი იმეილი და მისი პაროლიც, რომ ხელი არასოდეს გამქცეოდა : D

ხოდა, ახლა ვარ ჩემთვის მუდამ invisible და ჩემი სტატუსიც :


achiko says: au rogor miyvarxar ro icode dzegls damidgavdi sheni siyvarulistvis

Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 8 Comments »