ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘რუსთავი’

პლიუსი+მინუსს=ნიუსს

Posted by vekoo on აპრილი 20, 2011

პოსტი ეხება “პლიუსებს”, “მინუსებს” და შესაბამისად, “ნიუსებს”.

პლიუსი = სასიხარულო ამბავს.

მინუსი = სამწუხარო ამბავს.

და მე რითი დავიწყო: კარგით თუ ცუდით? ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო – ნათქვამია. ამიტომაც, მეც ცუდით დავიწყებ.

მაშ, ასე:

მინუსი:

გუშინ მაღლივიდან მოვდიოდი და ტრანსპორტში საფულე დავტოვე : (( აი, ის საფულე თავის დროზე ძველი რომ დამეკარგა და ახალი რომ ვიყიდე. ოღონდ, ის განსხვავებაა, რომ მაშინ იმ საფულეში 100 ლარი მედო და ამაში 10 ლარზე მეტი არ მდებია.

სამაგიეროდ, ყველანაირი საბუთი კვლავაც შიგნით მქონდა : (( და ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ საბუთები ძალიან მჭირდება : (( ბანკშის შენობაშიც კი პირადობის გარეშე არ მიშვებენ. როგორ მხდის სულს ის ფაქტი, რომ იმ ჩალუქულ ლიფტში ყოველ დღე მე–11 სართულზე უნდა ვიარო.

ჰოდა, გავაყოლე ჩემი უსაყვარლესი საფულე ქარს : (( აჩოს ნაჩუქარი რომ იყო ყველაზე მეტად იმიტომ დამწყდა გული. თან +ამას მერამდენედ უნდა ვიგრძნო თავი უკანასკნელი იდიოტივით : (

“ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : | ” – ნაწყვეტი 1 ივნისსს დაწერილი პოსტიდან. პროსტა, ის განსხვავება იყო, რომ ეხლა ვიცოდი სადაც დამრჩა : ((

აი, ასე მოშხამულ ხასიათზე წავედი ლიბერთის ტრეინინგზე.

და ყველაზე კარგი ამბავი ხომ ისაა, რაც კარგად სრულდება:  შუა ტრეინინგზე დამირეკა ბატონმა დავითმა მერიის ადმინისტრაციიდან, ლამის ფეხზე წამომდგარმა ვუპასუხე, სულ ზრდილობებად ვიღვრებოდი . და რაში ყოფილა საქმე: ვერიკო, შენ წეღან იმგზავრე n ნომერ მარშუტკაში, სადაც დაგრჩა საფულეო და უცებ ვერ მოვწვი რატო იცოდა :დ სტაჟირებას რომ ვიწყებდი გასაუბრებაზე შემიყვანა თავისთან და თავისი ნომერიც მომცა, რომელიც ჩაკეცილი საფულეში ჩავდე. ჰოდა, ვიღაცას უპოვია ჩემი საფულე და იმ ნომერზე დარეკა :დ სულ მადლობები ვუხადე, ჩავიწერე მპოვნელი მძღოლის ნომერი და გავსქურე უკანა გზაზე დასახვედრად : )) ნუ, მართალია სიჩქარეში ტაქსისტმა ლარიანი მომატყუა, მაგრამ მთავარია, მივუსწარი დროზე და ჩემი საფულე დავიბრუნე : ))

ნეტა, 10 ლარის მაგივრად 100 ლარი რომ მდებოდა მაინც დამიბრუნებდა მპოვნელი? : ))

ეხლა გადავიდეთ

პლიუსებზე:

დღეს აჩომ რუსთავში ჩამომაცილა და “აი, ეს მაღაზია ბავშვობიდან მომწონდა, სულ ძაან მაგარი სამკაულები იყიდება, სკოლიდან რომ მოვდიოდი სულ ვათვალირებდი–მეთქი”. ხოდა, შევედით და ჩემთვის სამაჯური ამარჩევინა : )) ლამაზი და დახვეწილი, ოღონდ ძალიან ისეთია, გამოსასვლელ სამოსზე გასაკეთებელი, ზე თესლ :დ მყარი ლითონის, ნაწილი შავად კრიალებს და ერთ მონაკვეთზე რელიეფური ორნამენტები აქვს  თეთრი თვლებით გაფორმებული.

ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ, არცერთი სამაჯური არ მაქვს, არადა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ზაფხულში: სქელები და შავ–თეთრები ან ფერადები. მაგრამ მე რაც ვნახე არცერთში მაჯა არ მეტეოდა ხოლმე : (( :დ

სამაგიეროდ, ეხლა ისეთებზე ბეეეეევრად უკეთესი მაქვს, პერსონალურად ჩემთვისაა დამზადებული მჯერა ^_^

სურნელოვანი ჩხირები

მერე იქვე მაღაზიაში სურნელოვანი ჩხირები ვიყიდეთ, გადავუქოთეთ ქალს კალათა :დ ყველა კოლოფი სათითაოდ დავსუნეთ და ისე ვარჩევდით, მე სურნელს ბოლოს უკვე ვეღარ გვრძნობდი და აჩო არჩევდა. ერთი ყუთი სულ აიღო და დანარჩენებიდან 10–10 ცალი ამოვიღეთ. ბოლოს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა :დ

“ერთმანეთს რომ ვეფლირტავებოდით იმ დროს მახსენებს, შენ რომ გელაპარაკებოდი ხოლმე სულ მენთო ოთახში ეს ჩხირებიო” – საყვარელი.

ესეც ჩემი დღის “პლიუსი” და “მინუსი”, რამაც საბოლოო ჯამში სასიამოვნო “ნიუსი” გამომაცხობინა.

Advertisements

Posted in ვეკო და აჩო, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , | 8 Comments »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »

ვიდეოპოსტი რუსთავის პარკში

Posted by vekoo on ივლისი 12, 2010

პაემანზე შეყვარებული ველოთი რომ დაგადგეს როგორია ? ვტესტავთ აჩოს რეაქციას 😀 ვსო, გავედი ))

დავიწერე სტატუსად და გავედი … მას მერე ვიცი ბევრი ელოდებით სურათ-ვიდეოიან პოსტს.

ხოდა, იხილეთ ჩემი არა მარტო კულინარული, არამედ “ვულკანიზაციური” , “სანტეხნიკური” თუ “ველოსიპედისტური” ნიჭი.

მოკლედ: ამბავი ესე იმისა, თუ როგორ გავისეირნეთ პარკში ველოთი . ეს პარკი უკვე გაგაცანით “მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები” ამ პოსტში და ბევრი უბრალოდ აღფრთოვანდა სიმწვანით …

ვიდეოს ბოლოს ბონუსად მზის ჩასვლა მტკვარზე )) არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა .

ხო, აქ კიდე ნახავთ როგორ შემიძლია 3 წამში ავაწყო გადამძვრალი “ცეპი” , შეაფასებთ ჩემს “შუმახერულ” სკილს ველოსიპედზე და ნახავთ ჩემს დაცვარულ მაისურს. ხო, კიდე რას … ნავებს და რუსთავის პარკს ))

აი, დაპირებული ვიდეოც )) მომენტებში აჩიკოს მგონი ობიექტივი ეშლება : D :*

Posted in პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 9 Comments »