ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სამსახური’

ერთი ჩვეულებრივი დღე

Posted by vekoo on აპრილი 17, 2015

ჩემი ერთი სტანდარტული დღის გრაფიკი

სადღაც 9 საათისკენ ან ცოტა უფრო ადრე იღვიძებს მარიამი, ლოგინშივე მიირმევს ბუნებრივ რძეს.

მე მინდა ავდგე , თავს მივხედო, მოვწესრიგდე და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, არ მიშვებს და უნდა, რომ სულ მასთან ვიყო და ვეთამაშო ხოლმე.

ვცდილობ აჩო გავაღვიძო და მარიამი მას დავუტოვო, მაგრამ ძირითადად  მაინც ჩემთან უნდა და არაფერი გამოდის.

მე წუთებს ვითვლი 10-ს ნახევრამდე, რომ ძიძა მოვიდეს.

10-ს ნახევარზე მოდის ძიძა, ამ დროისთვის მე ვიცმევ, ოთახს ვაწესრიგებ და ელენიკოს ვაღვიძებ და 11-ს წუთებზე გავდივართ სახლიდან ან

1) მე , აჩო და ელენიკო და ერთად  მივდივართ ბაღში

ან

2) აჩო და ელენიკო და მე ცალკე

ან

3) მე და ელენიკო ბაღში და აჩო – ცალკე.

თუ სამივე ერთად გავდივართ, ელენიკოს მერე აჩის მივყავარ სამსახურში უკვე 12-ს ნახევრისკენ  და თვითონ გაუყვება გზას დედამისის სახლისაკენ, რათა დაისვენოს ძალიან დაღლილმა (ჩვენი ტარებით) და წესიერად ისაუზმოს  2 საათამდე – მერე კლინიკაში მიდის.

4-მდე მე სამსახურში ვარ, და ძირითადად უფრო ადრე გამოვდივარ ხოლმე და მივქრივარ ჩემი გოგოშკასაკენ – ხან ერთისკენ ბაღში და ხან მეორესკენ – სახლში.

და აი აქაა მთავარი მსოფლიოს მეცხრე საოცრება და შავი ხვრელი – სად მიდის ჩემი დრო სახლში, თუკი ის არ იხარჯება არც ოჯახისთვის საჭმლის კეთებაში და არც სახლის საფუძვლიანად დალაგებაში (?!).

აი, ამ კითხვაზე პასუხი მე უბრალოდ არ მაქვს.

მერე საღამოს ან ვსეირნობთ, ან იქვე მოლში გავდივართ. უფრო მოგვიანებით,  როცა აჩოც და ელეც ბრუნდებიან შინ, ისინიც შემოგვიერთდებიან ხოლმე და მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

ძილის წინ ვინაწილებთ ბავშვებს – მე მარიამს ვაძინებ და აჩო ელენეს უტარებს ძილისწინა პროცედურებს – ხელ-პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა, მერე ჩაეხუტება და მამა-შვილი ერთად იძინებს : ))

მორჩა, ესაა ჩემი ტიპიური ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი დღე.

ა, ხო, დამავიწყდა, როცა ღამე ყველას ძინავს, მე რატომღაც მაინც მეღვიძება და აუცილებლად აჩოსაც ვაღვიძებ, რათა დერეფანში შუქი გამორთოს ხოლმე 😀

შაბათ-კვირას რა ხდება თუკი დაგაინტერესებთ, მერე იმაზეც დავწერ პოსტს.

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 1 Comment »

2013-ს რივიუ

Posted by vekoo on იანვარი 15, 2014

ცოტა კი დამიგვიანდა, მაგრამ 2013 წელს შევაჯამებ.

ზამთარი 2013 წელი.

დავდექი თხილამურებზე, თან ისე, რომ სეზონის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად ვსრიალებდი.  2013 წლის ზამთარში ულამაზესი დღეები მაქვს გატარებული გუდაურში, – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ელენიკოს დედაჩემს ვუტოვებდი და ჩვენ მივდიოდით თოვლიანი მწვერვალების “დასალაშქრად”.

გაზაფხული 2013 წელი.

ამ დროს უკვე მეტისმეტად შემაწუხა ორსულობიდან შემორჩენილმა ზედმეტმა 18მა კილომ და სინდისმა და დავიწყე კალორიების თვლა, დღეში საშუალოდ 1000-1200 კალორიის მიღების შემდეგ ყოველ კვირა უპრობლემოდ ვიკლებდი 1 კგ-ს. ამ შემართებამ 2 თვე გასტანა  და ამ 2 თვეში 10 კილომდე დავიკელი წონაში.  მერე უკვე ისე მომეწონა -10კილოიანი მე და პლიუს ამას, ახალი ჰობი გამომიჩნდა, რომ მოვდუნდი, თუმცა კი ორგანიზმი მაინც განაგრძობდა კლებას ზომიერად კვების ხარჯზე.

1 წელში “შემოლაგებულ ცხიმებს” რომ მოვერიე, გადავწყვიტე 4 წლის განმავლობაში განუხორციელებელი მიზანი ამესრულებინა და ისევ მივადექი მართვის მოწმობის ტესტებს. დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა ტესტი ჩავიკითხე ბოლომდე , 4 გაკვეთილი პრაქტიკაზეც გავიარე და 6ივე ელემენტი შევისწავლე, მე-5 “კანტროლკაც” დავარტყი გაკვეთილად და საბოლოოდ მაისის ბოლოს სანატრელი მართვის მოწმობაც ჩემი გახდა.

გამოდის, გაზაფხული ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

ზაფხული 2013 წელი.

აგვისტოში მე, აჩო, ელენიკო და სანდრო წავედით ზღვაზე თამთასთან. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს თავის სახლში დაპატიჟებისთვის, რომ არა თამთა და მისი ნათესავებ-მეზობლები, ალბათ უფრო კოშმარული “დასვენება” გამოგვივიდოდა.  ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს წახვიდეთ 1 წლის ბავშვთან ერთად დასასვენებლად, თუკი დამხმარე არ გყავთ თან. მე გამიმართლა, რომ თამთასთან ვიყავი და ეზოში ყველა ელენიკოს ეფერებოდა და იტოვებდა და უვლიდა, ამ დროს კი მე დღეში 3 განსხვავებული სახეობის საჭმელს ვუკეთებდი . დასვენება არ გამომივიდა, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ ერთად.

უფრო დავუახლოვდი თამთას და მოგონებად უუუუამრავი სასიამოვნო ფოტო-მოგონება შემომრჩა.

ა, ხო, ივნისში დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად. ამ დროიდან უკვე 2 შპს-ს მთავარი ბუღალტერი ვარ ^_^

შემოდგომა 2013 წელი

შემოქმედებითი ღწვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, შევისწავლე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო პროგრამა და ჩემს თავში დავიჭირე, რომ ოპა, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და გონებრივ-გამოცდილებითი რესურსებიც უკვე საკმაოდ დამიგროვებია.

ზამთარი 2013 წელი.

პრინციპში, უკვე იწურება ეს დრო და 2014-ია და მე 2 თვეში ახალ ბაიას ველოდები.

ელენიკოს მალე დაიკო ეყოლება ❤

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | Leave a Comment »