ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სანდრო’

2013-ს რივიუ

Posted by vekoo on იანვარი 15, 2014

ცოტა კი დამიგვიანდა, მაგრამ 2013 წელს შევაჯამებ.

ზამთარი 2013 წელი.

დავდექი თხილამურებზე, თან ისე, რომ სეზონის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად ვსრიალებდი.  2013 წლის ზამთარში ულამაზესი დღეები მაქვს გატარებული გუდაურში, – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ელენიკოს დედაჩემს ვუტოვებდი და ჩვენ მივდიოდით თოვლიანი მწვერვალების “დასალაშქრად”.

გაზაფხული 2013 წელი.

ამ დროს უკვე მეტისმეტად შემაწუხა ორსულობიდან შემორჩენილმა ზედმეტმა 18მა კილომ და სინდისმა და დავიწყე კალორიების თვლა, დღეში საშუალოდ 1000-1200 კალორიის მიღების შემდეგ ყოველ კვირა უპრობლემოდ ვიკლებდი 1 კგ-ს. ამ შემართებამ 2 თვე გასტანა  და ამ 2 თვეში 10 კილომდე დავიკელი წონაში.  მერე უკვე ისე მომეწონა -10კილოიანი მე და პლიუს ამას, ახალი ჰობი გამომიჩნდა, რომ მოვდუნდი, თუმცა კი ორგანიზმი მაინც განაგრძობდა კლებას ზომიერად კვების ხარჯზე.

1 წელში “შემოლაგებულ ცხიმებს” რომ მოვერიე, გადავწყვიტე 4 წლის განმავლობაში განუხორციელებელი მიზანი ამესრულებინა და ისევ მივადექი მართვის მოწმობის ტესტებს. დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა ტესტი ჩავიკითხე ბოლომდე , 4 გაკვეთილი პრაქტიკაზეც გავიარე და 6ივე ელემენტი შევისწავლე, მე-5 “კანტროლკაც” დავარტყი გაკვეთილად და საბოლოოდ მაისის ბოლოს სანატრელი მართვის მოწმობაც ჩემი გახდა.

გამოდის, გაზაფხული ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

ზაფხული 2013 წელი.

აგვისტოში მე, აჩო, ელენიკო და სანდრო წავედით ზღვაზე თამთასთან. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს თავის სახლში დაპატიჟებისთვის, რომ არა თამთა და მისი ნათესავებ-მეზობლები, ალბათ უფრო კოშმარული “დასვენება” გამოგვივიდოდა.  ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს წახვიდეთ 1 წლის ბავშვთან ერთად დასასვენებლად, თუკი დამხმარე არ გყავთ თან. მე გამიმართლა, რომ თამთასთან ვიყავი და ეზოში ყველა ელენიკოს ეფერებოდა და იტოვებდა და უვლიდა, ამ დროს კი მე დღეში 3 განსხვავებული სახეობის საჭმელს ვუკეთებდი . დასვენება არ გამომივიდა, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ ერთად.

უფრო დავუახლოვდი თამთას და მოგონებად უუუუამრავი სასიამოვნო ფოტო-მოგონება შემომრჩა.

ა, ხო, ივნისში დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად. ამ დროიდან უკვე 2 შპს-ს მთავარი ბუღალტერი ვარ ^_^

შემოდგომა 2013 წელი

შემოქმედებითი ღწვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, შევისწავლე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო პროგრამა და ჩემს თავში დავიჭირე, რომ ოპა, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და გონებრივ-გამოცდილებითი რესურსებიც უკვე საკმაოდ დამიგროვებია.

ზამთარი 2013 წელი.

პრინციპში, უკვე იწურება ეს დრო და 2014-ია და მე 2 თვეში ახალ ბაიას ველოდები.

ელენიკოს მალე დაიკო ეყოლება ❤

Advertisements

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | Leave a Comment »

ოძისი

Posted by vekoo on ივლისი 10, 2011

როგორ დავიწყო არ ვიცი, ნოუთებში წერა არ გამომდის ხოლმე, მაგრამ სახლში კომპი არ მაქვს : (( სამაგიეროდ მაქვს ინტერნეტი, რომელსაც ვერაფერში ვიყენებ : ((
ამიტომ ეხლა ავტობანიდან ერთ-ერთ გადასახვევში დიდი ალვის ხის ძირში ვწერ ამ პოსტს ნოუთში.

დილით მე, აჩო, სალო და სანდრო სოფელში წავედით. სოფელს ქვია ოძისი და თბილისიდან ძალიან ახლოს– ახალგორის რაიონში მდებარეობს, – სულ 5 წუთის სავალია ჩემი ჭიშკრიდან იქამდე.

ახალგორში ეხლა ქართველებს აღარ დაგვედგომება,- რუსის “ცუდი ბიძიები” ბატონობენ. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც სულ რაღაც 3-4 წლის წინ ყოველ ღამე დავსეირნობდით ხოლმე ბირჟიდან წამოშლილი ბავშვები, სადაც ზაფხულის ყოველ მცხუნვარე დღეს არხის სათავეზე ვაღამებდით ხოლმე გოგო-ბიჭები, სადაც ტბაზე სათევზაოდ დავდიოდით, მთაში სოკოს ან მაყვლის მოსაკრეფად, დღეს რუსის ჯარი დგას და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პიროვნებებს უშვებს იმ ტერიტორიაზე. :პატრიოტი:

ამიტომ ბავშვობის მოგონებები კარგად უნდა შევინახო, სანამ ჩვენი პრეზიდენტი რამეს  მოახერხებს და დაუბრუნებს ჩემ საყვარელ ადგილებს საქართველოს ტერიტორიას.

ოძისზე ადრეც ვწერდი ხოლმე ბლოგზე, აჩოც უკვე კარგად იცნობს – მე-3 ზაფხულია ხშირად უწევს ჩამოსვლა….

ჰოდა, მშვენიერ განწყობაზე მივიოდით და მივიმღეროდით

,

გზად ველოსიპედისტების ჯგუფს გადავეყარეთ, იქვე გზის პირად წყაროც აღმოვაჩინეთ და ერთად განვაგრძეთ გზა, ოღონდ ამჯერად უკვე მე ვიჯექი საჭესთან. ასე მივაღწიეთ სახლამდე.

ჩვენი ერთად ნახვა ყველას გაუხარდა, აჩოს შიშველი უცხოელივით უყურებდნენ მეზობლები :დ სმა-ჭამა დიდად შესარიგის შემდეგ წავედით ეკლესიაში – რაც იყო მიზანი ჩვენი ვოიაჟისა: ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, როცა პირველად დაველაპარკე მოძღვარს აჩოზე, მაშინ მთხოვა გამაცანიო და მას მერე მხოლოდ ეხლა მოვახერხეთ ერთად ჩასვლა.

აღსარება ჩავაბარე მამა დავითს და ისეთი, ისეთი ჰაეროვანი და რაღაცნაირი ამაღლებული განწყობით ვიყავი რომ გამოვედი , რომ მეგონა დავფრინავდი. ბევრ რამეზე ვესაუბრე მამაოს, რჩევაც ვკითხე ერთი  გადაუწყვეტელი საკითხის შესახებ – ჯვრისწერა – და დამეხმარა : )) ისეთი საყვარელი და სათნო მამაოა მამა დავითი…

მერე აჩოც გავაცანი და გაესაუბრა და ზოგადად მღვდლებისადმი აჩოს სკეპტიკური განწყობის მიუხედავად აჩოც დადებითად განწყობილი გამოვიდა კელიიდან: მომეწონა შენი მოძღვარიო ….
მალე აჩოც ჩემი სულიერი ძმა გახდება : ))

ძალიან “სავსე” გამოვედით ეკლესიიდან, ემოციურად სასიამოვნოდ დამუხტულები : ))

იქიდან წყაროზე ჩავისეირნეთ და ცოტა დავუბრუნდით რეალობას:

 მე და ფონზე აჩო და სანდრო ;  მე და აჩო ჩახუტებულები

ესეც ჩემი ძმაა, ჩემი საყვარელი სანდრო : ))

 სანდრო,  მე და სანდრო .

სალო – ჩემი და

ესეც ჩემი ბოდი გარდი ყველგან და ყველა სიტუაციაში.

საღამოობით აქ ჩამოსვლა ყველაზე მეტად გვიყვარს ხოლმე, ადრე აქ გზის პირას ლამაზი სკამები იყო და ყველაზე მიმზიდველი ადგილიც საბირჟაოდ ^_^  ეხლა? ეხლა გზა მოასწორეს და ბირჟაც დაიშალა :დ


ერთმანეთს ღიპებს უსინჯავენ

და ბოლოს როგორც იქნა დავბრუნდით სახლში, სადაც კიდევ ერთხელ გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს :დ მაგრამ ამჯერად მხოლოდ სალოს გაკეთებული ტორტით დავნაყრდი, და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი იყო. საალ, გაღიარებ :*

მერე უფროსებმა აჩოს მცირე ექსკურსი ჩაუტარეს მინი ადგილ-მამულების ამბავში :დ მეც გამოვიცვალე სამოსი და “ახალგაზრდობა გავიხსენე” : ))

ესეც სამი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – შუაში ალექსანდრე : )) ჩემი პაპა (მე მყავს პაპა და მყავდა ბაბუაც- სახელებს ორივეს კუთხის მიხედვით ვეძახი/ვეძახდი)

და ბოლოს, რა იქნებოდა პოსტი თივის ზვინთან გადაღებული სურათიც რომ არ დამედო დესერტად :დ

სალო და სანდრო სოფელში დარჩნენ, ჩვენ კი წამოვედით, გზა ფანტასტიური იყო ერთად, თან ცოტა შემოგვაღამდა და საყვარელი მუსიჯის თანლებით მგზავრობა ორივეს მაგრად გვისწორდებოდა, მითუმეტეს, რომ სუუულ სულ ცოტა წვიმამაც დაცხო მეტი რომანტიკის შესამატებლად :დ

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , | 6 Comments »

ქორწილის თარიღი

Posted by vekoo on ივნისი 14, 2011

წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.

ჩემ მომავალს ფრთები შეესხა ^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..

ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდი სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .

გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.

ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე და ორმაგად მაგარი გრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა  ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))

აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.

კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:

  •  ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ

  • კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი  თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა.  ძაან სახალისო იყო და სანამ  ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.

  • ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ

  •  და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო.  თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს.  ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :

დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.

ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.

წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.

მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^

პ.ს. ფოტოები განწყობისთვის:

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , | 22 Comments »

ორმხრივი

Posted by vekoo on იანვარი 22, 2011

“დატკბი იმით, რომ ეს მონატრება ორმხრივია”–ო .

მომწერა და რა ჩარა მაქვს, რომ არ დავუჯერო …

საშინლად შენ ხასიათზე ვარ … ”  , – მივწერე მე  .

და დამირეკა . როგორ ველოდი ამ ზარს, როგორ მინდოდა მისი ხმის გაგონება .

ვილაპარაკე, ვალაპარაკე,  ველაპარაკე და დავმშვიდდი .

განვიკითხავ მათ, ვინც აძაგებს ყოველ საათში ერთხელ დარეკვას : რა თავის მობეზრებააო…

არადა , ზუსტად ეს მჭირდება ეხლა მე :  ყოველ საათში კი არა, ყოველ წუთას მისი ხმის გაგონება.

ეს უძველესი დრაFტი 2010 წლის 21 მარტით თარიღდება. და რა შეიცვალა მას მერე? ბევრი არც არაფერი: _

კვლავაც უზარმაზარი ხარჯები მობილურზე და მუდამ დასატენი ტელეფონი.

P.S. ფბ-ზე ერთი საყვარელი დღე გავიხსენე და ახალი ალბომი დავდე )) მე და აჩოს გვიცნობთ, ნათია სიყვარულოვნასაც, ის ბიჭი კი ჩემი ძმაა – სანდრო 

ერთი გიჟური ღამე

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 4 Comments »

KBN და საკუროსო – ა.მ.ო. ვაკანსია

Posted by vekoo on დეკემბერი 27, 2010

ძალიან მინდა 1 კვირით აქ განმარტოება. არანაირი საქმე და ვალდებულებები. გაასწორებდა ^_^ ვსო, უკვე გადავწყვიტე სადაც ვიცხოვრებ მომავალში

ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ რამეს. თან სათქმელი დამიგროვდა.

ეხლა თითებს ძლივს ვაკაკუნებ ამ კლავიატურაზე.

ბევრი რამე მოხდა, ბევრი რა, უბრალოდ, მნიშვნელოვანი.

როგორც იქნა, მეღირსა და მოვაბი თავი საკურსოს დამთავრებას, თავმოუბნელი ის იყო, რომ ვერ ვიცლიდი დასაწერად.

ჩემი რჩევაა : საკუროს ან რამე მნიშვნელოვან თემა/რეფერატს როცა წერთ, აუცილებლად გაიკითხეთ, იქნებ შესაძლებელია ხელმძღვანელის შეცვლა: მე პირადად ისეთი საშინელი ქალი მყავდა თემის ხელმძღვანელად, რომ იმაზე უარესი ვინღა უნდა მყოლოდა უბრალოდ, წარმოუდგენელია.

არც გამოსაყენებელი ლიტერატურა მიუთითებია და არც “შავი” ნაშრომი შეუსწორებია. არც რამე მითითება მოუცია წესიერად და საერთოდაც, ისიც კი არ უთქვამს, რაზე გამემახვილებინა ყურადღება დაცვაზე. 

powerpoint-ზეც მე დავურეკე, გავაკეთო? ხომ არ გვჭირდებათქო? და კი, კი, აბა რა, აუცილებლად გააკეთეო.

როგორც ხელმძღვანელი 2/10 მეტს უბრალოდ ვერ დავუწერ.  შედეგიც ის იყო, რომ თეორიული ნაწილი ძალიან კარგად მეწერა, მაგრამ რაც წმინდა ბუღალტრული კუთხე იყო და ჩემ თემას პირდაპირ არა, მაგრამ საერთოდ, ზოგადად ეხებოდა, იმეებში გავიჭედე.
ნუ, ეგეც საბოლოოდ ჩავახლაფორთე. არადა, თავიდან უმაღლესი ქულის დაწერას აპირბდნენ და მერე ავურიე :ს

კიდე, კიდე, კიდე რა მოხდა.

დღეს ვიყავი უნივერსიტეტის KBN-ზე. სალო გამოდის, ჩემი და. სურათების გადატანა ეხლა მეზარება და მერე ჩავამატებ. სანდროს ველოდებოდი როდის მოვიდოდა სახლში, რომ ერთად წავსულიყავით. დააგვიანდა მოსვლა და დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავედით სახლიდან, მაქსიმალურად ვეცადე რომ მიმესწრო, ტელევიზიიდან ტაქსით ავედი, მაგრამ მაინც ვერ მივუსწარ დაწყებას : (( არადა, დასაწყისში გამოდიოდა სალოს გუნდი და მე მხოლოდ იმ მონაკვეთში მივედი ერთი ბიჭი [ უახლოეს წარსულში სალოს ექსი] სალო სიყვარულს რომ ეფიცებოდა : “ბროლის კოშკში გაცხოვრებ, ბრილიანტებს არ მოგაკლებ, ახალთახალ პრადოს გიყიდი და ა.შ. რაღაცებს და ბოლოს სალო დათAნხმდა და “წავედით ეხლა ვერის ბაღშიო ” ასე უთხრა.

ესეც მათი შუტკა.

იდეაში, კარგი იყო, საბოლოოდაც მხიარული გამოვიდა. სურათები მაინტერესებს )) 

აჩო ვერ წამომყვა კონცერტზე. მგონი, პირველად მოხდა, როცა თავშეყრის ადგილას ვიყავი და ჩემთან ერთად არ იყო. მგონი კი არა, აქამდე ყოველთვის ჩემთან ერთად იყო ხოლმე და ერთი ისიც ვიფიქრე, მეც ხო არ დავიკიდოთქო, მარა სალოს ვერ გავუტეხავდი.

რას ვიზავ, ახალი წლის დღეებია და ყველას უნდა გოჭის და ინდაურის ხორცის, ტკბილი გოზინაყის და ჩურჩხელების ჭამა კიჭებით, ამიტომაც სტომატოლოგებთან ვიზიტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.. ვიმედოვნებ, იმას მაინც მოახერხებს,აჩო რომ 31ში საღამოსაც თეთრ ხალათში გამოწყობილი კლინიკაში არ იჯდეს  ))

კა-ვე-ენი რომ მორჩა, მერე მე და სანდრომ მე-8 კორპუსიდან რუსთაველზე ფეხით ჩავისეირნეთ, იქ გზაში აჩო წამოგვეწია და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბოლოს ფუნიკულიორზე წასვლა გადავწყვიტე, – საახალწლოდ განათებული თბილისი მინდოდა მენახა და იქნებ, თოვლის ბაბუაც ყოფილიყო – სანდროს გაუხარდებოდა. 

ხო, სიახლე ყინულზე სრიალის მოყვარულთათვის. მთაწმინდაზე გაკეთდა საციგურაო მოედანი და მსურველებს ამ დღეებში უკვე შეეძლებათ დატკბნენ მთაწმინდაზე სრიალით. ჩვენ რომ ვიყავით დღეს უკვე მთელი მოედანი მოყინული იყო და სახანძრო მანქანით კიდე ასხავდნენ ზედ რაღაცაში შეზავებულ წყალს, რო კარგად მოყინულიყო. ისეთი ლამაზი იყო ეს “ნაპორით” წამოსული წყალი იმსიშორეზე რომ ისხმებოდა შავ ცაზე, რომ სანამ კარგად არ გავიყინე, ვიდექით და ვუყურებდით “მოცეკვავე შადრევნებს”.

 

ხო, კა-ვე-ენზე შუა დარბაზში რომ ვიღებდი უცხო ნომერმა დამირეკა. იქ რომ ვიყავი ცოტა აჟიტირებული პასუხი გამომივიდა, მაგრამ ხვალ გამოვასწორებ- ვაკანსიასთან დაკავშირებით დამირეკეს კერძო კომპანიიდან. ხვალისთვის შევთავაზე ადგილზე მოვალ და პირობებს გავიგებთქო. ვერც გავიგე რომელი კომპანიიდან მირეკავდნენ, იმის იმედზე ვიყავი, რომ სახლში გაგზავნილ მეილებში ვნახავდი და ვიცნობდი სახელს, მაგრამ ეგეთი არაფერია. 

ასე რომ, ხვალისთვის გარკვეულწილად  ალალბედზე მომიწევს წასვლა. რაც მთავარია, ვაჟაზეა ტერიტორიულად და ძალიან მაწყობს.

ვნახოთ რა იქნება .

Posted in ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments »