ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სარკე’

ჩემი ოცნების სახლი

Posted by vekoo on ივნისი 6, 2011

ჩემი ოცნების სახლი დიდი და ფართოა!

ფართო თუ ფართე?  არ ვიცი.

ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.

არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ

ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:

  • ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.

  • ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.

  • ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^  უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .

ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს.  ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 10 Comments »

18+ ქიშმიშის აბაზანები მენსტრუაციისთვის და სარკით დანახული ქალიშვილობა მასტურბაციის პასუხად

Posted by vekoo on ნოემბერი 7, 2010

პოსტი ყველაფერზე :  დაკარგული ქალიშვილობაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგულ ქალიშვილობაზე,  ქიშმიშის ორალურ აბაზანებზე, ნაადრევ თუ შეწყვეტილ  მენსტრუაციაზე, ხანაც ლორწოვან მასებზე. პოსტის მთავარი მოქმედი გმირია  სარკე , რომელსაც ბევრი თურმე სულ სხვა დანიშნულებით ხმარობს. 

იქამდე კი, შესავლის მაგივრად :

მომხმარებლის მოსაზიდად რას აღარ მიმართავენ ფირმები . ლამის, აფსოლიტურად ყველა კომპანიაში არის რაღაც ბონუს პროგრამები/ქულები/დონეები.

მაგალითად:

  • Unicredit-ზე ვაგროვებთ ქულებს ვისოლის ბენზოგასამართ სადგურებზე (და არა მარტო :  D )

  • ზღარბი ბარათზეც ვაგროვებთ ქულებს GPC-ს აფთიაქებში.

  • და კიდე უამრავი [ეხლა რომ არ მახსენდება] ისეთი შეთავაზებები.

1-2 წლის წინ “ავერსიც” აგროვებინებდა ერთგულ მომხმარებლებს ე.წ. “მტრედი ბარათზე” ქულებს და დახარჯული თანხის 10%-ს უკანვე ურიცხავდა ბარათზე.

მეც მკითხველებისთვის ბონუს განწყობის შესაძენად ბლოგისთვის ახალ დიზაინს ვეძებდი და გადავაწყდი ძველ პოსტს “საფულე”.

[ დღემდე მწარედ მახსოვს მაშინდელი კრეტინული დაკარგვა :შ ]

ხოდა, უცებ გამახსენდა, რომ მაშინ იმ (დაკარგულ) საფულეში ავერსის დაგროვებითი “მტრედი ბარათიც” მედო.
ეგრევე შევვარდი ოფიციალურ საიტზე ქულების შესამოწმებლად :

მთავარ ბანერზე თვალი მოვკარი “ფორუმის” გრაფას, ნუ, რა თქმა უნდა, შევედი და ნეტა არ შევსულიყავი : D რა ნახა ჩემმა თვალებმა (სპეციალური გურული აქცენტით ტიტუუ) . 

ზოგადად ქართველებს დღემდე რომ გვიჭირდა ვიცოდი, მაგრამ ამ დონეზე თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ მეგონა:

==========================================

25-30 წლის ასაკში ყველაფერი დარეგულირდება : D სანერვიულო არაფერია : D

– კლიტორის “ჩვეულ ფორმაზე” დაბრუნება თუ შეიძლებოდა, ვერ ვიფიქრებდი : D ცენზურის ფარგლებში : მაშინ ხახუნს უნდა გადაეჩვიოს და ზრდას შეანელებს ლოლ Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 21 Comments »

ა.მ.ო.

Posted by vekoo on მარტი 22, 2010

1) ერთჯერადი სელპაკი.

2) შავი ტუშის პასტა.

3) პატარა სარკე.

4) პრიშიკი.

თუკი ვინმე მიხვდება, თუ რა კავშირია ამ 4 ნივთს შორის,  მე პირადად ძეგლის დადგმას ვერ შევპირდები, ვერც სანუკვარი სურვილის შესრულებას, მაგრამ ერთ პატარა ვიჯეტს მაინც გამოვუყოფდი ბლოგზე :დ

ეს მერე იყოს და  მეც გამაოგნა დღეს ისეთ ანომალიასთან მქონდა კონტაქტი.   მესმის, რომ ადამიანს შეგეძლოს ითხოვო დახმარება, მაგრამ დახმარებაცაა და დახმარებაც …

სეუ2–ის ლექციაზე ადრე შევედი და ჩემ მეგობარ სალომეას ველაპარაკებოდი, იქვე ფანჯარასთან ვიჯექით შემაღლებულ იატაკზე და ნანატრი მზით ვთბებოდით. ამ დროს ერთი გოგო მოგვიახლოვდა და  მოწიწებით სელპაკი ითხოვა.  არა, კი გაგვიკვირდა, თუ სურდო აქვს უსელპაკოდ როგორ დადისთქო, მაგრამ … რომ მივეცით, დაადო თავი და აუდიტორიიდან გავიდა :დ  ნუ, მივხვდით, რომ “გაჭირვებული” იყო და გავატარეთ ..  : D

იმ წუთასვე დავფიქრდი, რომ კარგია, როცა შეგიძლია დახმარება ითხოვო.  ზოგადად, ეს ნიჭად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არის ხალხი, რომელიც შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ უბრალოდ, გაუტყდეს რამის თხოვნა და მითუმეტეს ასეთი ინტიმური ნივთის …

ლექტორის მოსვლისას , რატომღაც, ამ გოგონას  გვერდით მომიწია დაჯდომა, რაღაცას ხატავდა ბლოკნოტში : ინგლისური ასოებისთვის კონტური შემოევლო და მის გარეთ შავი უბრალო ფანქრით მთლიან ფონს აკეთებდა და თვითონ ასოებს თეთრად ტოვებდა.

იდეაში, კარგი რაღაც გამოვიდოდა. უცებ, მომიტრიალდა და :

“– ტუშის პასტა ხომ არ გაქვს,?  ხატვა მინდა ” – მკითხა.

რა ტუშის პასტა, სხვა ჩანთა მეკეთა და დილის 9 საათიანი სემინარისთვის ისე გამოვვარდი სახლიდან, კოსმეტიჩკა ჩანთაც არ ჩამიგდია შიგნით ტუშის პასტა საიდან მექნებოდა. არა–მეთქი ვუპასუხე.

ცოტა ხნის მერე  შევატყვე, უსიამოვნოდ იშმუშნებოდა და რაღაც აწუხებდა. ისევ შემომიტრიალდა :

“– სარკე ხომ არ გაქვს? ” – მკითხა.

“–არა–მეთქი, ” – ვუპასუხე .

“- იცი, პრიშიკი ამომდის ცხვირზე ორი ცალი და მაწუხებს,  ”

“– …” – უკომენტაროთ იყო ჩემი კომენტარი : D

“- ძალიან მეტყობა? “

“– მობილურზე კარგად ჩანს და დაათვალიერე” –   დავაბრეხვე მოხერხებულად : დ

აი, რასაც ქვია შევედი და გამოვედი მის მდგომარეობაში : დ არ ვიცი მე მეკაიფებოდა თუ რა იყო, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა.

საერთოდ, ამ საგანში ერთი დიდი კრეტინული უცხოური წიგნით გავდივართ და დღეს გაირკვა, რომ უკვე სტამბაშია ქართული ვერსია და ამ ჩემმა მერხის მეზობელმა ლექტორს 500 კაციან აუდიტორიაში ხმამაღლა განუცხადა :

“– რა უნამუსობაა რაა.  მთელი “კრუგმანი” ბოლომდე გადავბეჭდე, მეგონა, რომ სულ გავივლიდით და თქვენ კიდე ეხლა ბეჭდავთ ქართულ წიგნს. მთელი 15 ლარის ზარალი ვნახე და  რა უსამართლობაა, ვინ ამინაზღაურებს? ” –

და ჩარგო თავი ხელებში და იყო 2 წუთი ასე გატრუნული.

ყველანი გავშეშდით მოულოდნელობისგან და პირზე ღიმილი გადაგვეკრა : ))

სასიამოვნოა, რომ დღესდღეისმობით, ვიღაცას კიდე შეუძლია ასე გაგვახალისოს .

Posted in განწყობისათვის | Tagged: , , , , , | 10 Comments »