ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სასაფლაო’

შავი მარმარილო – უკვე მქონია

Posted by vekoo on დეკემბერი 22, 2010

ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.

 

15 წუთის წინ.

ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :

” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”

” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.

15 წუთის შემდეგ .

ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.

ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.

გადმოვედით.

“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”

შევედით ))

“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”

მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.

“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .

“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …

1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.

ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.

სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.

“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.

მე ვიღიმი.

“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”

“კაი, წავიდეთ”.

წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.

“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”-  ის მიყურებს და მეთანხმება. 

მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.

აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:

“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.

არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.

“გულში, გულში მაინც.”

“მასე ისედაც ვიტყვი ))”

ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.

მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.

გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.

მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი. 

“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.

“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.

მე კი მჯერა, რომ  ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.

რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ.  ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია. 

გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .

ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.

Advertisements

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 10 Comments »

მოთქმის კუნწულა

Posted by vekoo on ნოემბერი 29, 2010

ველზე შემხვედრი კალიები, ტერფებს მიკოცნის ცვრიანი ბალახი. ჩაშლილი საფლავის ღობე.
შევაბიჯეთ, უკვე მათ საუფლოში ვართ .
სასაფლაო. შავ მიწაზე დაღვრილი ასობით ცრემლის კუნწულა.
სიმწრის კვნესა.
ტირილი.
ჯერ ჩუმი, მოგუდული, მერე კი ნელ-ნელა ცხარე მოთქმა ..
ვიღაცამ გულის გუდას პირი მოხსნა და დარდი ცრემლებად დააფრქვია .

“ვაიმე, რა ტკბილი იყავი და ეხლა რა მწარე ხარ, შვილო.” – ვიღაცამ დაატირა.
დასტურად, ნაწვიმარზე მზემ გამოანათა.
ისე დააცხუნა, რომ ყველამ გაიხადა თბილის სამოსი. ესეც სიმბოლურია – ყველა ტკბილმა ლაურამ გაათბო, სითბო იქიდანაც გაგვინაწილა.

“ჰე, წამოდით ახლა .” – იმერლებისთვის დამახასიათებელი კილოთი თქვა ქმარმა.

კაცებმა ნაუცბათევად იქვე გაშლილი სუფრიდან ცქრიალა ღვინო დალიეს,  ნახევარი საფლავზე დააქციეს.
ხალხი დაიშალა – ყველას მთავარ სუფრაზე მიეჩქარებოდა (ალბათ) …

იქ კი დარჩა ახალ საფლავზე წითელი ვარდები და საფლავის გარშემო წვრილი ქუსლების ნაკლვალევი.

Posted in განწყობისათვის, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , | 3 Comments »

ცისფერი, ლესბოსელი თუ უბრალოდ ბისექსუალი?

Posted by vekoo on მაისი 11, 2010

ეხლა იმ იშვიათი შემთხვევათაგანია ,  როცა პოსტის წერას სათაურიდან ვიწყებ. არადა სათაურიც უკვე არასწორია : როცა ვხმარობ (სიტყვა) ბისექსუალს,  უფრო მართებულია  ჰომოსექსუალი მეხმარა, მაგრამ იყოს რაც არის.

ბოლო რამოდენიმე დღეა  აღმოვაჩინე,  გამიხარდა განსხვავებული თემატიკის ბლოგი რომ გამოჩნდა, თორე ტრაფარეტულად პირადი უკვე საკუთარი ბლოგი მომბეზრდა სხვებზე რომ აღარაფერი ვთვათ : D  ერთი–ორი პოსტიც წავიკითხე და ისევ გამიცრუვდა იმედი, არაფერი განსაკუთრებული, რიგით  ბლა ბლა ბლა უკვე ყელში ამოსული “დილით გავიღვიძე, ვჭამე, კუჭში გავედი”  თემა შემრჩა ხელთ და გამოვრთე.

დღეს დილით აქ კომპთან ჩემი და იჯდა, ვიღაცის ბლოგს კითხულობდა  . დავხედე და ის იყო .

სათურმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მივხვდი, ეს “ის” იყო, რაც მე მაინტერესებდა და მრავალფეროვნებისთვის მჭირდებოდა . “უშედეგო გეი პაემანი”  ქვია პოსტს. წავიკითხე და სიცარიელის გრძობა არ დამიტოვა. 

“ბიჭთან სექსი ჩემი თვითმიზანი არ არის… ბიჭთან მხოლოდ სექსი რომ მინდოდეს ალბათ აქამდე უფრო გამიადვილდებოდა ურთიერთობის დამყარება. ერთი ორი იჟიმავებთ და ეგაა, თუმცა მე სხვას ველოდები… არ ვიცი ეს სიყვარულია თუ სხვა რამ, უბრალოდ უნდა გესმოდეს ერთმანეთის ბოლო ბოლო ფილმებს უყუროთ ერთად და მაინცდამინც ჟიმაობაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული.”

გამეღიმა . სულ მინდოდა გეი მყოლოდა სანაცნობოში და   მისი განსხვავებული , არატრადიციული აზრებიც მომესმინა, რომელიც მის არეულ თავში დაიბადებოდა .  ამ ციტატამ რაღაცნაირად უფრო შიგნით შემიყვანა მის ტვინში.    უცებ დამეხატა გონებაში სურათი: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც იზიდავს ბიჭები , (როგორც ვხვდები) არის რომანტიკოსი და ოცნებობს ნამდვილს სიყვარულზე  თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცთან, რომელიც მოვა და მის გულსა და სხეულს ერთანად დაიპყრობს, სხვა მხრივ ხორციელი ტკბობა მისთვის ამორალურია და უბიწოებას იმ ერთადერთსთვის ინახავს.  (ნუ, “ბიწიანობა” “უბიწოება” აქაც და ხშირად უბრალოდ სიტყვის მასალაა …)

არც ის ვიცი ეს ტიპი ნამდვილად არსებობს თუ უბრალოდ კარგად ერთობა, 5 პოსტი მაინც რომ წავიკითხო მისი, უფრო  ჩამომიყალიბდება ვარაუდი, მაგრამ რეალურად ისეთა თუ არა ეს ბლოგრი, როგორადაც თავს აცხადებს, არა ქვს ახლა არსებით მნიშვნელობა. ის მაინც  არ გავს სხვებს ჩემ გარშემო, რომლებზეც ზუსტად ვიცი რომ ბიჭებთან აქვთ სექსი და არც მალავს მათსავით. ვფიქრობ,  ისევ ჯობია ასე თამამად აღიაროს იმ ყველამ თავისი ორიენტაცია, თორე ენას ძვალი არ აქვს და ჩემამდე თუ მოვიდა ამბები ძველ მეგობარზე გეიაო მისივე ყოფილი პარტნიორისგან, საბოლოოდ  ყველაფერი “სკდება” .

რაშია  პოსტის მთავარი აზრი:

აი ძალიან ხშირად ინეტიდან ვიგებ  ჯერ სულ ქორფა ( : D )თინეიჯერების განცხადებებს : ” მე ლეზბიანკა ვარ”  , ” მე გეი ვარ” და ა.შ.   და ამ დროს ისინი ყვებიან, რომ ვნება მხოლოდ მისივე ორიენტაციის ადამიანებთან აქვთ და საპირისპირო სქესთან კონტაქტი საზიზღრობაა მათი აზრით. მე პატივს ვცემ ყველას აზრს, ვინც იცის თუ საიდან და რატო წარმოეშვა ეს აზრი და დარწმუნებულია საკუთარ თავში მრავალი გამოცდილების შედეგად.

აი, საიდან უნდა იცოდეს 13 წლის გოგომ თუ 15 წლის ბიჭმა, რომ ის ნამდვილად გეია ან  ლესბო?   ადამიანმა საერთოდ, ჯერ  გემო უნდა გაუგო რამეს და მერე ამტკიცო უგემურიაო.  ასეთ პატარა ასაკში “ნეტარების მწვერვალებს”  ძნელად თუ ვინმე მიწვდება ბუჩქებში მალულად საპირისპირო სქესთან სექსით.  ასეთ დროს ბიჭი მხოლოდ საკუთარზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს ფეხებგადაშლილი გატიტვლებული ხორცის ნაჭერი, ჯერ მხოლოდ 1 ზომა რომ აქვს მკერდი რას გრძნობს და რას განიცდის და ამის მერე ძალიან ჩვეულებრივია ამ გოგომ არჩევანი გოგოებზე გააკეთოს, რომლებისგანაც ის ჩვეულებრივ უფრო მეტ სითბოს და ყურადღებას იღებს.

ეჭვი მაქვს არეულად ჩამოვაყალიბე ჩემი სათმელი, მაგრამ მთავარი აზრი მაინც დავწერე.

ბიჭების შემთხვევაში, ვგონებ უფრო რთულად იქნება საქმე და ასე ერთ ხელის მოსმით ვერ დავწერ რა  უბიძგებთ , რომ  ინტერესს მხოლოდ ბიჭებზე იჩენდენ. მაგრამ დამეთანხმეთ,  ჩემი მხრიდან კრეტინობაა იქნება იმის მტიცება, რომ მე ნეკროფილი ვარ, იმიტომ რომ მე მიზიდავს ადგილები, სადაც  ბევრი მკვდარია  , – სასაფლაოები.  ის, რომ მე მიზიდავს იქაურობა გამოწვეულია სიმშვიდით, რომელსაც  მე იქ ვგრძნობ . ჯერ–ჯერობით მე არ მაქვს საშუალება  ჩემი ცხოვრება ისე წარვმართო როგორც მინდა , ამიტომ რასაც ვახერხებ და სადაც ვახერხებ იქ მივდივარ.  გავიზრდები, გაიზრდება ჩემი შესაძლებლობებიც და მერე უკვე სასაფლაოზე კი არა, ჰავაი ბიჩზე წავალ განსატვირთად : D

და ასევეა ბევრი არეული ტვინის ამბავიც რა: არ უნახავთ თუ არ უგრძვნიათ უკეთესი და ამ მომენტში რისი საშუალებაც აქვთ იმით ტკბებიან.

Posted in პიკანტური რეალობა, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , | 18 Comments »