ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘საფლავი’

შავი მარმარილო – უკვე მქონია

Posted by vekoo on დეკემბერი 22, 2010

ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.

 

15 წუთის წინ.

ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :

” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”

” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.

15 წუთის შემდეგ .

ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.

ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.

გადმოვედით.

“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”

შევედით ))

“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”

მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.

“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .

“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …

1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.

ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.

სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.

“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.

მე ვიღიმი.

“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”

“კაი, წავიდეთ”.

წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.

“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”-  ის მიყურებს და მეთანხმება. 

მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.

აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:

“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.

არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.

“გულში, გულში მაინც.”

“მასე ისედაც ვიტყვი ))”

ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.

მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.

გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.

მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი. 

“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.

“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.

მე კი მჯერა, რომ  ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.

რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ.  ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია. 

გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .

ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 10 Comments »

საფლავები და ახალი სიცოცხლე

Posted by vekoo on თებერვალი 28, 2010

მეტისმეტად დავიღალე, დასვენება 2 კვირა დასვენებას სულ არ გავდა , ამიტომ ბოლო 2 დღე სოფელში გადავწყვიტე გავრიდებოდი ამ არანორმალურ რიტმს … პრობლემებს ხომ ვერაფერი გამოლევს … ხოდა წავედი, წავედი და წავედი …

თბილისიდან გასული არ ვიყავი, რომ სულ 40 წუთში სოფელში ამოვყავი თავი , – ისე ვერ ვახერხებდი ტვინის დასვენებას და იქნებ, იქ მაინც მომეხერხებინა რამე, მითუმეტეს, რომ ივლისამდე თავისუფალი დღეები აღარ მეღირსებოდა.

… რა კარგი იყო ცხელი ღუმელი, რა სასიამოვნოდ ტკაცუნობდა შეშა , ისვროდა ნაპერწკლებს …

წასვლისას მეგონა, თბილი სვიტრები დამჭირდებოდა, არადა იმ საღამოს გადავჩიჩქნე ძველი გარდერობი, ზაფხულის ბრიჯი ვიპოვე , თხელი მაიკა და ისე ვიყავი…

შემიყვარდა წითლად დაშაშხული ნაკვერჩხლების ყურება … მსიამოვნებს მოსმენა, თუ როგორ იწვის შეშა …

ამ დროს საფიქრალი არაფერი მაქვს, სრულიად არაფერი … გარდა ერთისა …

ის ერთიც მრავალ ასპექტში , მრავალგვარი ინტერპრეტაციით წარმოდგება ჩემში….

ჩემ ტვინში, რომელიც ამ დროს ისვენებს , –

მე ვნებივრობ იქვე , ვწევარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე, ვფიქრობ არაფერზე.

მთავარი კი ისაა, რომ არაფერი მაწუხებს სერიოზული, – რაც მინდოდა მივიღე, გავერიდე და განვთავისუფლდი.

რა კარგი იქნებოდა ეს სიმღერა გუშინ რომ მცოდნოდა, როცა იქ ვიყავი …

მართლა უხდება იმ მელოდიას …

მეტყობა ხოო როგორ ხასითზეც ვარ, Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , | 12 Comments »

ჩემი სულის ნავსაყუდელი

Posted by vekoo on იანვარი 6, 2010

სოფელი- ჩემთვის 2 დღიანი სულის დასასვენებელია ეს ადგილი

თუ ბავშვობაში კვირაობით შემეძლო იქ ყოფნა, დღეს უკვე 2-3 დღეში სახლში მინდა დაბრუნება.ის ორი დღეც “გამოყრუებული ვზივარ, შენ გგონია ეს გამოყრუება არ მომწონს?საჭიროც კია გადატვირთული დღეების მერე სხეულის მოდუნება, ბუნების სიმშვენიერით დატკბობა , ყველაფერს გარიდება, ასფალტისა და გამონაბოლქვიდან, ინტერნეტიდან დასვენება.მე ძალიან დავიღალე უკვე, გამოვიფიტე რასაც ქვია, ამიტომ, ამ შაბათ-კვირას სოფელში წავედი. ზუსტად ვიცოდი იქ აღვიდგენდი დაცლილ ენერგიას .ვერ მოგატყუებ მსოფლიოში ულამაზესი ადგილიათქო , იმიტომ რომ მასზე თვალწარმტაც ადგილებშიც ხშირად ვყოფილვარ მაგრამ რაც არის არს , თავის ხიბლს ვერ დავუკარგავ დუშეთის რაიონს.იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? უსაქმურობა.ჩემთვის მარტო წავალ ხოლმე სადმე შორიახლოს ( ან თუნდაც შორს) შემაღლებულ მდელოზე, იქიდან რომ ხელის გულივით გადაშლილი მოჩანდეს გარემო და ასე ბუნების სიმშვენიერით ვტკბები.არ მჭირდება ამ დროს არანაირი მუსიკა თუ რამე გასართობი დანადგარი.უბრალოდ ვუყურებ სივრცეს და ვარ ასე ჩემთვის.მართლა საათობით შემიძლია ასე ჯდომა.(რატომღაც, ის მიტყდება ხოლმე გვიან საღამოს იქიდან რომ ვბრუნდები და ხალხი მხვდება, ხო ვიცი არაა, ჭორიკნებითაა სოფლები (( და არამრტო)) სავსე – “ამხელა გოგოს მარტოს იქ რა უნდოდა ამ შუაღამესო ” იტყვიან, მაგრამ იმდენად დიდია ჩემში ლამაზი ხედების , გაშლილი სივრცის სიყვარული, რომ მაპატიე და მაგარი მკიდია უკვე ვინ რას იტყვის.ზოგჯერ, წავსულვარ და რვეული წამიღია და ფანქარი ან შავი კალამი, – მიყვარს შავი კალმით წერა.ჩემ აზრებს ვწერ ხოლმე, მერე ძირითადად მარტო ერთხელ ვკითხულობ და ასე, რჩება ისტორიას გახუნებულ ფურცლებზე დაწერილი ჩემი სიტყვები.მრისხანების დაძლევაშიც მეხმარება ჩემი საყვარელი ადგილი. იქ მივდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. სამწუხაროდ – კარგიც. როცა იქ ვარ ყველაფერი ამქვეყნიური უკვე ამაო მეჩვენება.ქვეყნიერებაზე მარტო მე და ის მთები ვართ ჩემ წინ რომ გადაშლილან.

ციოდა ახლა სოფელში როცა ვიყავი, თან ტალახი იყო და იქ ვერ ავედი.

სამაგიეროდ, ეკლესიაში ვიყავი. ესეც ეზო :

დაუმუშავებელი სურათია და მაინც რა სიმშვიდეა მასზე აღბეჭდილი.

სულ საფლავებითაა ეზოც და ეკლესიაც შიგნით სავსე.      ტაძარში ეხლა ზევიდან ხალიჩებია გადაფარებული და  მლოცველები ზევიდან დგანან. როგორი შეგრძნებაა შენ  ქვეშ რომ ძვლებია ხომ გამოგიცდიათ? : )))

ეს ყველაზე კარგად შემონახული საფლავი იყო და  ამიტომაც, მეც ის გადავიღე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ფარნიშვილი – რა იცოდა ამ საცოდავმა თუ ბედნიერმა, რომ მისი სამარხი ინტერნეტშიც მოხვდებოდა.

ასეა, დროც იცვლება და რაც ერთ დროს შეუძლებლად მიაჩნდათ, ეხლა პატრა ბავშვსაც კი ეჯერება.

ესეც ჩვენი ეკლესიის სამრეკლო :

ჯერ ისევ რეკონსტრუქციის პროცესშია, ულამაზეს ჩუქურთმებს აკეთებენ ზედ.

ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე სურათებია ეს ყველა.

ბოლოს, სიცივისაგან გათოშილს რა ჯობია სოფლის სახლში დაბრუნებას, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი ასდის.

უკვე საღამოც მოსულა…

მივუჯექი “ფეჩს” და სითბოთი გართული ყველაფრის ავ-კარგიანობაზე ვფიქრობდი.

ესეც ჩემი თბილი ბუხარი:

მის გვერდით ისე უცებ ჩამეძინა , რომ ვერაფერი გავიგე, რომ გამომეღვიძა 8 საათი ხდებოდა და მე კი ღამის 1 მეგონა. ისევ მეძინებოდა.

გამიშალეს სითბოში ლოგინი და ტკბილად დამეძინა კვლავაც.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 5 Comments »