ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘საფულე’

პლიუსი+მინუსს=ნიუსს

Posted by vekoo on აპრილი 20, 2011

პოსტი ეხება “პლიუსებს”, “მინუსებს” და შესაბამისად, “ნიუსებს”.

პლიუსი = სასიხარულო ამბავს.

მინუსი = სამწუხარო ამბავს.

და მე რითი დავიწყო: კარგით თუ ცუდით? ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო – ნათქვამია. ამიტომაც, მეც ცუდით დავიწყებ.

მაშ, ასე:

მინუსი:

გუშინ მაღლივიდან მოვდიოდი და ტრანსპორტში საფულე დავტოვე : (( აი, ის საფულე თავის დროზე ძველი რომ დამეკარგა და ახალი რომ ვიყიდე. ოღონდ, ის განსხვავებაა, რომ მაშინ იმ საფულეში 100 ლარი მედო და ამაში 10 ლარზე მეტი არ მდებია.

სამაგიეროდ, ყველანაირი საბუთი კვლავაც შიგნით მქონდა : (( და ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ საბუთები ძალიან მჭირდება : (( ბანკშის შენობაშიც კი პირადობის გარეშე არ მიშვებენ. როგორ მხდის სულს ის ფაქტი, რომ იმ ჩალუქულ ლიფტში ყოველ დღე მე–11 სართულზე უნდა ვიარო.

ჰოდა, გავაყოლე ჩემი უსაყვარლესი საფულე ქარს : (( აჩოს ნაჩუქარი რომ იყო ყველაზე მეტად იმიტომ დამწყდა გული. თან +ამას მერამდენედ უნდა ვიგრძნო თავი უკანასკნელი იდიოტივით : (

“ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : | ” – ნაწყვეტი 1 ივნისსს დაწერილი პოსტიდან. პროსტა, ის განსხვავება იყო, რომ ეხლა ვიცოდი სადაც დამრჩა : ((

აი, ასე მოშხამულ ხასიათზე წავედი ლიბერთის ტრეინინგზე.

და ყველაზე კარგი ამბავი ხომ ისაა, რაც კარგად სრულდება:  შუა ტრეინინგზე დამირეკა ბატონმა დავითმა მერიის ადმინისტრაციიდან, ლამის ფეხზე წამომდგარმა ვუპასუხე, სულ ზრდილობებად ვიღვრებოდი . და რაში ყოფილა საქმე: ვერიკო, შენ წეღან იმგზავრე n ნომერ მარშუტკაში, სადაც დაგრჩა საფულეო და უცებ ვერ მოვწვი რატო იცოდა :დ სტაჟირებას რომ ვიწყებდი გასაუბრებაზე შემიყვანა თავისთან და თავისი ნომერიც მომცა, რომელიც ჩაკეცილი საფულეში ჩავდე. ჰოდა, ვიღაცას უპოვია ჩემი საფულე და იმ ნომერზე დარეკა :დ სულ მადლობები ვუხადე, ჩავიწერე მპოვნელი მძღოლის ნომერი და გავსქურე უკანა გზაზე დასახვედრად : )) ნუ, მართალია სიჩქარეში ტაქსისტმა ლარიანი მომატყუა, მაგრამ მთავარია, მივუსწარი დროზე და ჩემი საფულე დავიბრუნე : ))

ნეტა, 10 ლარის მაგივრად 100 ლარი რომ მდებოდა მაინც დამიბრუნებდა მპოვნელი? : ))

ეხლა გადავიდეთ

პლიუსებზე:

დღეს აჩომ რუსთავში ჩამომაცილა და “აი, ეს მაღაზია ბავშვობიდან მომწონდა, სულ ძაან მაგარი სამკაულები იყიდება, სკოლიდან რომ მოვდიოდი სულ ვათვალირებდი–მეთქი”. ხოდა, შევედით და ჩემთვის სამაჯური ამარჩევინა : )) ლამაზი და დახვეწილი, ოღონდ ძალიან ისეთია, გამოსასვლელ სამოსზე გასაკეთებელი, ზე თესლ :დ მყარი ლითონის, ნაწილი შავად კრიალებს და ერთ მონაკვეთზე რელიეფური ორნამენტები აქვს  თეთრი თვლებით გაფორმებული.

ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ, არცერთი სამაჯური არ მაქვს, არადა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ზაფხულში: სქელები და შავ–თეთრები ან ფერადები. მაგრამ მე რაც ვნახე არცერთში მაჯა არ მეტეოდა ხოლმე : (( :დ

სამაგიეროდ, ეხლა ისეთებზე ბეეეეევრად უკეთესი მაქვს, პერსონალურად ჩემთვისაა დამზადებული მჯერა ^_^

სურნელოვანი ჩხირები

მერე იქვე მაღაზიაში სურნელოვანი ჩხირები ვიყიდეთ, გადავუქოთეთ ქალს კალათა :დ ყველა კოლოფი სათითაოდ დავსუნეთ და ისე ვარჩევდით, მე სურნელს ბოლოს უკვე ვეღარ გვრძნობდი და აჩო არჩევდა. ერთი ყუთი სულ აიღო და დანარჩენებიდან 10–10 ცალი ამოვიღეთ. ბოლოს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა :დ

“ერთმანეთს რომ ვეფლირტავებოდით იმ დროს მახსენებს, შენ რომ გელაპარაკებოდი ხოლმე სულ მენთო ოთახში ეს ჩხირებიო” – საყვარელი.

ესეც ჩემი დღის “პლიუსი” და “მინუსი”, რამაც საბოლოო ჯამში სასიამოვნო “ნიუსი” გამომაცხობინა.

Posted in ვეკო და აჩო, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , | 8 Comments »

დაბრუნების მცდელობა

Posted by vekoo on სექტემბერი 30, 2010

4 თვე უსაფულოდ. შეუძლებელია ხო? დამიჯერეთ, ესაა დრო მუდმივი

  • ფულის სხვადასხვა ჯიბეებში ძებნის

  • საბუთების დაჭმუჭვნის

  • სათვალის ბუდის გადავსების, რადგანაც შიგნით სათვალის ქვეშ ქაღალდის ფული დევს და სარკეებს შიგნით ხურდები ყრია.

  • ჩანთაში 5 წუთიანი ქექვის, რადგანაც პატარა ჯიბეებიდან ამოცვივდა

და ერთი სიტყვით, დიდი არეულობის დროა.

ახალი საფულე კი ვერა და ვერ ვაღირსე ჩემ თავს. ის წინაც სასტიკად მომწონდა (სამწუხაროდ არცერთი სურათი არ შემრჩა : ( ) დაკარგვითაც კრეტინულად დავკარგე .

[ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ეწვიე ამ ლინკს და ნახავ როგორ დავკარგე 100 ლარი ]

ხოდა, როცა მივხვდით რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ისევ მოგრიალდა ჩემი პრინცი, ოღონდ ამჯერად ბრონზისფერის ნაცვლად შავი ფერის რაშზე ამხედრებული და ეს პრობლემაც გადამიწყვიტა.

ჭირი იქა, ლხინი- აქა

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა,

მთქმელსაც და გამგონებელსაც

ღმერთი უშველის ყველასა!

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 5 Comments »

როგორ დავკარგე 100 ლარი

Posted by vekoo on ივნისი 1, 2010

ყველას გილოცავთ ზაფხულის დადგომას.  მე კი არც ეცადოთ რომ მომილოცოთ ეს დღე, თავიდანვე კრეტინულად რომ დაიწყო : დილით დამეძინა და სიკვდილ–სიცოცხლის გადამწყვეტი საქმე გავმაზე : | თან დედაჩემს აგრესიულად ველაპარაკე ნახევრად მძინარე და რაებიც ვუთხარი ეხლა რომ ვიხსენებ, შაი …

ხოდა, რატო არ მიყვარს [ უკვე ] ეს დღე : დღეს პირველად დავკარგე ფული.  სპორტის სასახლესთან მაკდონალდსში აჩოს უნდა შევხვედროდი, მარშუტკიდან რომ ჩამოვედი ხურდები საფულეში ჩავიყარე და სავარაუდოდ ჩანთაში ჩავიდე. მერე კარგა ხანი  საფულე აღარ დამჭირვებია და დღის ბოლოს მეტროში გასატარებლად პლასტიკური რომ დამჭირდა, ჩანთა მოვიჩხრიკე და აღარსად მქონდა საფულე.

დავიჩხრიკე ჯიბეები, მაგრამ ჩემი წითელ კოპლებიანი ბლის კუნწულებით გაფორმებული საფულე აღარსად იყო : ((( ვერ ვიპოვე : ((( ზუსტად ასეთი იყო სურათი როგორიცაა . ეს პირველი შოკი რომ გადავიტანე, მერე დავფიქრდი რა მედო იქ .

მთავარი ნიუსი  წინ მქონდა : (( გამახსენდა, რომ იმ დღის ბიგ–ბენის 70 ლარი მედო, დღეს უნდა გადამეხადა თი–ბი–სი ბანკში და ჩემი 25 ლარი და დანარჩენი რკინის ლარიანები და ხურდები. მთლიანობაში 100 ლარი.

აი, ვერ ვხვდები სად ამომივარდა, სად ამომაცალეს ან რა მოხდა საერთოდ. ეხლა რომ ვუფიქრდები ვერც იმას ვიხსენებ თავიდან მარშუტკიდან რომ ჩამოვედი და ხურდები ჩავიყარე , მერე ნამდვილად  ჩავდე საფულე ჩანთაში თუ შემთხვევით ძირს ჩამივარდა : |  მერე “პატარა” ჭყლეტვაშიც მოვყევი და შეიძლება იქ ამომაცალა ვინმემ : |  ვერაფრით აღვიდგინე ზუსტად მოვლენები. მაგრამ ფაქტი ჯიუტია საფულე აღარ მაქვს და  ელემენტარული 5 თეთრიანიც კი აღარ მაქვს :დ

ხოდა, მომეშხამა მერე ხასიათი. “კაი ამბავში” ვაპირებდით მე და აჩო მერე წასვლას, მაგრამ აზრი აღარ ქონდა. ვერ გავერთობოდი ასეთ ნერვებზე. ფულთან ერთად პირადობა და პლასტიკურიც მივაყოლე. კიდეც კაი ბოლო 1 კვირაა საფულეში აღარ ვტენიდი ყველანაირ საბუთს , თორე ყველაფერი აღსადენი გამიხდებოდა : ბიბლიოთეკების საშვები და სხვა პლასტიკურები, რამოდენიმე აუცილებელი ვიზიტკაც სახლში მიდევს უჯრაში და გადამირჩა დაკარგვას.

ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : |  ამას + ხვალ უკვე გადახდილი ქვითარი უნდა მქონდეს ბიგ–ბენის და დედაჩემს უკვე მე–2–ედ გამოვართვი ამის ფული და ეხლა რომ მეთვა დავკარგე–მეთქი საშინლად მიტყდებოდა . ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რას იფიქრებს ქალი.

ხოდა, ეხლა წუწუნით ვიჯერებ გულს, იმიტომ რომ დღეს ჩუმად ვიყავი და თვალზე სიმწრის ცრემლი მქონდა გაჩერებული  : დ

ხოდა, გამოჩნდა ჩემი თეთრ არა, მარა ბრონზისფერ რაშზე ამხედრებული ჭუკლი და მიხსნა საძულველი გასაჭირისგან.

არა, დღეს მივხვდი რა . ასეთ დროს მატერიალურ დახმარებაზე არანაკლებ საჭირო და სასიამოვნო, დასაფასებელია მორალური თანადგომა, ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან და მანუგეშა აჩომ, რომ დღის ბოლოს უკვე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მერე საფულეში რაც ქონდა ფული სულ მომცა :დ დედაჩემისთვის იმის თქმას ისევ აჩოსთვის გამორთმევა ვარჩიე. რაც არ უნდა იყოს,  უკვე ასე თუ ისე საერთო ბიუჯეტი გვაქვს, სადაც მივდივართ და როგორც ვერთობით ყველგან ერთად ვართ და როგორც ჯვრისწერის დროს ამბობენ ხოლმე “ჭირშიც და ლხინშიც ერთადო”. ხოდა, ფული იმიტომ მაქვს, რომ დამჭირდება გამოვიყენოვო და ეხლა შენ გჭირდება და ჩემი და შენი რამ გაყოვო და საბოლოოდ ჯიბეში ჩამიკუჭა. ამ დროს ქუჩაში ვიდექით და უკვე გამხიარულებული ვიყავი ცოტა და მეთქი, ბიჭო, ამ ფულს რომ მიდებ  ჯიბეში, რას იფიქრებს ხალხი :დ ჯერ ელაპარაკა–ელაპარაკა გოგოს და  ბოლოს დაკერა და ფულიც აქვე გადაუხადა, მერე ჩაჯდნენ და წავიდენთქო :დ ნუ, ამაზე ხო ორივე გავხალისდით და მერე ლუდები და კიშკა ვიყიდეთ. ვიყიდეთ რაა, აჩომ იყიდა :დ 2 ბოთლი ლუდი სულ თვითონ დალია, თავის სახლთან სკოლის ეზოში ნაძვების ქვეშ ვიჯექით. მომეწონა ის ადგილი.

მერე იქიდან როგორც იქნა შევკერე აჩო და თმის შესაჭრელად შევედით იქვე სალონში და მე როგორც მინდოდა ზუსტად ისე შევაჭრევინე და ბოლოს ისე მომეწონა ჩემი და–აფ–დეითებული შეყვარებული, რომ მარტოს არსად გაგიშვებთქო ვკაიფობდი. არ მესმის რატო იზრდის ასე თმებს, მოკლედ ბევრად უფრო უხდება.

ხოდა, ძალიან გამიგრძელდა ეხლა სიტყვა და საბოლოოდ სახლში ნასიამოვნები დავბრუნდი :დ

პ.ს. დღის ბოლოს სტილისტისთვის რომ მიეცა იმის ფულიც აღარ დარჩა და მეკაიფებოდა, უკვე საფუძვლიანად დაიწყე ჩემი გატყავებაო :დ მერე რას იზავ ხო წარმომიდგენიაო :დ

ნუ, ჩემი სიცოცხლეა რა : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 19 Comments »