ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘საქორწილო კაბა’

S.O.S. პრობლემა მაქვს

Posted by vekoo on ივლისი 14, 2011

when you have problem,just sing,your favorite,song,problem is,batter than,your voice

არ ვიცოდი რა ცუდი ყოფილა, როცა ვიღაცაზე მთლიანად დამოკიდებული ხარ, როცა შენი ბედ-იღბალი მთლიანად მის ხელშია – ზუსტად გამოვთქვი: ჩემი ბედ-იღბალი მის ხელებშია და მე სერიოზულად მეშინია.

ასეთი აღელვებული და შეშინებული არასოდეს მახსოვს ჩემი თავი, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანად – ვზივარ, ვწევარ თუ დავდივარ ყველგან ის და მისი მოვალეობა მახსენდება და ცუდად ვხდები, მინდა გავიქცე რეალობისგან და არასოდეს ვიფიქრო შედეგზე … თუ რა გამოუვათ …

გუშინდელამდე ამას ასე თუ ისე ვახერხებდი,- ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი გასაჭირი, გუშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და ‘გავსკდი’.

მგონი უკვე კონკრეტიკის დროა, თორე დარწმუნებული ვარ, ისეთ ვიღაცას მოიაზრებთ ჩემი წერის მუზად, ვინც არაფერ შუაშია არაფერთან და პირიქით, მამშვიდებს და მხარში მიდგას.

ე.ი. საქმე ეხება ჩემ საქორწილო კაბას.

საიდან დავიწყო არც კი ვიცი, უამრავი ხარვეზია, რომელიც დროზე უნდა გამოსწორდეს და არ ვიცი ბოლომდე გამიქაჩავს თუ არა ნერვები. ადამიანს, ვისთანაც შესაკერად მივდიოდი მთლიანად ვენდობოდი და ამ ეტაპზეც იგივე ჭკუაზე ვარ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება რამდენად გამიმართლდება იმედები.

რა მაქვს საწუწუნო? რამოდენიმე მიზეზია, რომელიც დროსთან ერთად გაჩნდა და მეტ-ნაკლებად ქრონოლოგიურად აქვე ჩამოვწერ.

  1. თანხა – თავდაპირველთან შედარებით ჯერ ორჯერ გაიზარდა, შემდეგ კი 1/3ედით მოიმატა. ანუ 266% გახდა თავდაპირველთან შედარებით. ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით ამ ფასად ვაპირებდი, მაგრამ უკვე მორიგებული ‘სტავკა’ ასე რომ იზრდება  უკვე უსიამოვნო მომენტია. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ ზღაპრული გამოვიდოდა  : ))

  2. ვადები –           1) ე.წ. ‘პრიმერკებისათვის’ შეთანხმების მომენტში ასეთი წინადადება იყო, რომ მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც დამჭირდებოდა  მისვლა. ეხლა დაახლოებით 10ჯერ მაინც ვიყავი უკვე და კაბის ჯერ ნახევარიც კი არაა დამთავრებული.                                                                                                                                                                         2) კვირაში უკვე თავისუფლად ასწრებდნენ შეკერვას – 2 კვირა უკვე გადის და ჯერ შედეგს ვერ ვხედავ.

  3. დამოკიდებულება დიზაინერთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თვითონ მკერავი აგდებულად ეკიდება ჩემ შეკვეთას. მაქვს განცდა, რომ უბრალოდ დროს წელავს და ერთ მონაკვეთზე რომ ძაფს გადაატარებს იმის მოსაზომადაც კი მიბარებს.როცა აკა იქაა და რამეს შევჩივლებ მაქსიმალურად მისმენს და ითვალისწინებს ჩემს სურვილს, მაგრამ ის ქალი … ერთი სული მაქვს იმ კაბას როდის გავიძრობ და იქიდან გამოვვარდები ხოლმე. უსიტყვო და მორცხვი ტიპი არ ვარ რომ არ ვუთხრა უარყოფითი ჩემი აზრი  და დამოკიდებულება ვინეს. მაგრამ უნიკალური ფრაზა: ‘ჯერ ყველაფერი ხო კეთების მომენტშია და ეგ როგორ იქნება ჯერ’ უკვე ნერვებს მიშლის.  და საერთოდ მიკარგავს იმ კაბის ჩაცმის სურვილს.

  4. დეტალები ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა ყოფილიყო. ორი მნიშნველოვანი დეტალი საერთოდ სხვანაირი მინდოდა. 1) კორსეტი – კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო , ამას ყველაფერს ისე გავაფორმებთ, რომ საერთოდ არ გამოჩნდებაო. და ეჭვი მაქვს არ მომეწონება არც ეს ორნამენტებით გაფორმებული და მერე უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ვიზავ. 2) ქვედა ნაწილის სილუეტი – უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ შესაცვლელია.კიდე არის რაღაც რაღაცები, რაზეც არ მინდა თავი კიდე ძალიან დებილად დაგანახოთ და არ დავწერ. მეც არ ვიცი კატეგორიულად რატო არ ვითხოვ რამეს როცა იქ ვარ ხოლმე, მაგრამ ვჩუმდები ერთი უბრალო და ელემენტარული ფრაზის გამო : ჯერ კერვის პროცესია და ყველაფერი ისე იქნება, რომ მოგეწონება, როგორ შენ გინდოდა.თუ ბოლოს მართლა ასე არ იქნება მერე მომიწევს მეც ვიმოქმედო.

ამის წამკითხავ ნებისმიერს გაუჩნდება შთაბეჭდილება ეს სად მივიდაო, მაგრამ ასე არაა, სოლიდურ ადამიანთან მივედი შესაკერად და წინა პოსტში ვახსენე კიდეც. [ https://vekoo.wordpress.com/2011/06/28/palmebis-chrdili-da-saqorwilo-kaba-vol2/ ] ძალიან ცუდია, რომ ჯერ შედეგი სახეზე არაა და უკვე უკმაყოფილო ვარ, ყველაფერი კი ისევ და ისევ დამოკიდებულების ამბავია – აკა რომ როგორც არის ისეთი დამიკიდებულებით არ იყოს ჩემ მიმართ, კარგა ხნის წინ გამოვართმევდი უკან ფულს და სხვასთან მივიდოდი, მაგრამ ეხლა მე მომწონს მისი მუშაობის სტილი, რასაც ვერ ვიტყვი მის ერთ_ერთ მკერავზე.

ძალიან მინდა შემდეგი პოსტი იმედიანი იყოს …

სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო – ნათქვამია კიარადა, ბლოგერის ყბაში ჩავარდნას თავის გატეხვა გერჩივნოსო და მართლდება : )) სამაგიეროდ, თუ ყველაფერი მართლა ისე გამოვიდა როგორც მაიმედებენ, ამაზე მეტი უფასო რეკლამა რა იქნება :დ

Advertisements

Posted in ამოხეთქა, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 20 Comments »

პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2

Posted by vekoo on ივნისი 28, 2011

ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს 😀

წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))

მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))

ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.

დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.

ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.

2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.

პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D

იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.

დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.

შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.

სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი 😀

მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.

გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.

ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე.   ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D

ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს 😀 ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))

წინა დღეებში ვიყავით ქორწინების სახლში, გავარკვიეთ პირობები , რა საბუთები თუ თანხა იყო საჭირო და აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობის და 150 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერის გარდა (ეს ჩემთვის, თქვენთვის 150 ლარიანი ქვითარი უბრალოდ : D ) არაფერი ყოფილა საჭირო.

რადგანაც რესტორანი და დღე უკვე ვიცი, უკვე შემიძლია როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ გავუაროთ და ხელის მოწერის კონკრეტულ დროზეც შევთანხმდეთ, თორე არ მინდა დამაგვიანდეს და მერე ვინმე ჩაჯდეს ჩემ შერჩეულ დროში :  ))

ბონუსად მინდოდა ფლეშ-მობის ვიდეო დამედო, თუ როგორ ვაწერთ მე და აჩო ხელს , მერე კი გენერალურ საქორწილო ვალსს ვასრულებთ და ბოლოს გამგელებული მკოცნის 😀 მაგრამ რაღაც ჭედავს ჩემ ინეტი და არაფრით იტვირთება იუთუბზე.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორანი

Posted by vekoo on ივნისი 26, 2011

წინა-საქორწილო ციებ-ცხელება ნელ-ნელა გადადის პიკის სტადიაში.

ნელ-ნელა იმიტომ, რომ ლამის ყოველ საღამოს 12 საათამდე გამწარებულები დავრბივართ და ყველაფერს ვნახულობთ, ყველაფერს ვაფასებთ, ყველა შესაძლო შემთხვევებს განვიხილავთ … ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვათვალიერებთ საჭირო ნივთებს. ერთი სიტყვით სრული აურ-ზაური იწყება ჩემთან და აჩოსთან საღამოს 4-5 საათის მერე.

მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ნული : /

ჯერ რესტორანიც კი ვერ შევარჩიეთ რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა.

პარალელურ რეჟიმში არჩევს აჩოს მამაც, 2-3 დღის მერე ვხვდებით და ჩვენ-ჩვენ ვარიანტებს ვცვლით ხოლმე. მერე შემდეგ საღამოს მივდივართ და ერთმანეთის არჩეულ რესტორნებს დავივლით.

საბოლოოდ სულ ხდება, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ რაღაც გვაკლდება, რაღაც დაგვრჩენია გასათვალისიწნებელი, მის არჩევანსაც ძირითადად ინტერიერ-ექსტერიერის გამო ვიწუნებთ და ბოლოს ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.

ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა საბანკეტო დარბაზის არჩევა. არ მეგონა ამდენი დეტალის გათვალისწინება თუ მოგვიწევდა, მაგალითად


  • ზოგან სკამის საზურგეებს ვიწუნებთ

  • ზოგან სკამზე გადასაფარებლებს და

  • ზოგგან საერთოდ ზოგადად სუფრის გადასაფარებლებს.

  • ზოგან ჭურჭელი არ მოგვწონს

  • ზოგან მაგიდის შესაძლო განლაგებები

  • ზოგან საერთოდაც რესტორნის ფართია შეუსაბამო

  • ზოგან პარკირების ფართი აქვთ ნული.

  • ზოგან , ახლა უკვე ხო თბილისსა და მცხეთაში ლამის უკვე ყველა რესტორანი შემოვიარეთ და ყველაფრის თვითღირებულებაში უკვე მაგრად ვერკვევით, ხოდა ყველაფერი მისაღებია – დარბაზი არც ისეთი ლამაზი და ფართოა, მაგრამ ჯანდაბას, სცენის მდებარეობაც, მუსიკოსები საკაიფოდ უკრავენ, საჭმელების გაფორმება მისაღებია, პარკირებაც, დიზაინერიც ნორმალური ყავთ, მაგრამ ერთი ისაა, რომ ყველაფერი მაინც არაა იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ ქორწილში იყოს, ანუ უფრო დაბალი ხარისხისაა ერთი შეხედვით, მაგრამ არა უშავს, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდაც რამე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმხელა ფასს ითხოვენ, რომ აი პროსტა სისულელეა ბაზარზე არსებულ ფასებთა შედარებით. ამ კონკრეტულ რესტორნებს არ დავასახელებთ, ასეთი რამოდენიმე შეგვხვდა თბილისსში არაფრით რომ არ ბრწყინავენ და გამოირჩევიან სხვებისგან, მაგრამ აი ფასები აქვთ, გულიანად მეცინება ხოლმე.

ეტალონად მყავს ‘კრუიზი’ და მის ფასებსაც კი აჭარბებენ, რაც სრული სისულელეა, აი, ძაან მარაზმი, კაკ მინიმუმ ‘კრუიზზე’ 1/3-ედით ნაკლები მაინც უნდა ღირდეს წესით. ამიტომ აქამც ვსტოპდებით.

რაც შეეხება კრუიზს, ჩვენ რიცხვში უკვე დაგეგმილია ქორწილი, ოღონდ მათაც ბე ჯერ არ მიუტანიათ, ამიტომ საბოლოოდ პასუხი ჯერ არ იციან, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ის კლიენტები არიან, რადგანაც პირველად მათთან შეთანხმდნენ. რამოდენიმე დღე დარჩა სანამ მათთან საბოლოოდ გაარკვევენ სიტუაციას.

ამიტომ მაინც ვარჩევთ სხვა ვარიანტებს და რა ცუდია, რომ აი პროსტა გიჟს ვგავარ რა, ყველფრით მისაღები ვერ შევარჩიეთ. გუშინ საერთოდ ვფიქრობდი, დავიკიდოთ ქორწილითქო 😀 არც ამაზე ვარ უარზე უკვე 😀

დღეს ვრჩები კაბის პირველ ეტაპს, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ^_^

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 12 Comments »