ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘საჩუქარი’

15 მაისი ♥ ♥ ♥

Posted by vekoo on მაისი 18, 2011

შესავლის მაგიერ:

უკვე 3 დღეა მინდა დავწერო ძალიან, ძალიან ბევრი ბლოგზე, მაგრამ ვიზღუდები, რადგან ჩემმა მეზობლებმა უკვე იმაზე მეტი იციან ჩემზე, ვიდრე თვითონ მე ვიცი :დ

ამიტომაც ვამკაცრებ ცენზურას და ზოგადი დეტალებით შემოვიფარგლები.

15 მაისი ჩემი უსაყვარლესი დღეა, – დაბადების დღე მაქვს, და წელს ის იმაზე მაგარი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.

მყავდნენ  უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები, 1–2 ნათესავი და აჩო.

ნუ, მთავარი რაზეც ყურადღების გამახვილებას ვაპირებ არის ის, რომ არ დავნიშნულვარ.  :დ

ტაკ შტო, სიცრუეა მოარული ხმები :დ

უბრალოდ, ლამაზი საღამო მქონდა,  სადაც ჩემი რამოდენიმე საყვარელი ადამიანი ერთად შევკრიბე და ამ დღით სიამოვნება მივიღე. ვისიამოვნე თვითონ იმ ურთიერთობებით, ჩემ ოჯახსა და სტუმრებს შორის იყო…

საჩუქრები ბევრს აინტერესებს წინა წლის პოსტების გამოცდილებიდან ვიცი :დ  მაგრამ არ ვიცი რამდენად ეთიკურია ამაზე საუბარი, ამიტომ პირადად ვანახებ ვინც მკითხავს :დ უბრალოდ, აჩომ ამ დღეს ჩემი განცვიფრება შეძლო :დ გაოგნება და სულში ჩაძრომა :დ თან არა ერთმაგად და ორმაგად,დაჟე ხუთმაგად :დ რომ გავყიდო ყველაფერი  კუკუშკა მანქანა მომივა :დ ჩემთვის უკვე რელიქვიად იქცა ყველაფერი ! აქედანაც მადლობა შენ და შენ ოჯახს : ))

დანარჩენი, ძალიან გამაბედნიერა ძველი მეგობრების ერთად დანახვამ, იმ სითმობ, რაც მათგან მოდიოდა და გამიღვივდა რწმენა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და მე ყველაფრის გამოსწორებას შევძლებ!

რამოდენიმე სურათი ფბ–ზე  ალბომში მიდევს და შეგიძლიათ იხილოთ.

დღის ბოლოზეც მინდა დავწერო, მაგრამ ისევ და ისევ თავში ნათქვამი მიზეზის გამო მომიწევს თავი შევიკავო , მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერმა ზეფანტასტიურად ჩაიარა და ასევე ფანტასტიური იყო 14 მაისიც.

14–ში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღე მქონდა, რაც გარკვეულწილად განაპირობებდა 15–ში როგორ იქნებოდა ყველაფერი იმას…

ნუ, პოპულარული ბლოგი არც ისე კარგი ყოფილა, რადგან ერთგულ მკითხველებს ინფორმაციულ ვაკუუმში ვსვავ, მაგრამ არ გამინაწყენდეთ, მთავარია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ბედნიერება მე სიცოცხლის ხალისს მაძლევს!


Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მეგობრები, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 8 Comments »

მე = დედა

Posted by vekoo on მარტი 8, 2011

რაზე დავწერო?

თითები მექავება საწერად და არაფერი გამომდის თავიდან.

ავუკრძალე ჩემ თავს გარკვეულ თემებზე წერა, რაღაც-რაღაცეებიც თავიდანვე აკრძალული მქონდა და ასე, ამ აკრძალვების ფონზე ვზიარ ბაიყუშივით და უკანასკნელი იდიოტივით ვუსმენ Korgis-Need Your Lovin-ს (რაღა დროსია, მარა მაინც…)

საერთოდაც ვფიქრობ, – ბლოგმა უარყოფითის მეტი არც არაფერი მომიტანა: შემექმნა პრობლემები გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან, გამიჩინა საფიქრალი, +მომავალი პრობლემები, რომლებსაც ვიცი რომ ადრე თუ გვიან, გადავაწყდები და ა.შ.

დადებითი? პოზიტივი არც არაფერი მახსენდება ამ წუთებში – გარდა იმ წუთისა, როცა ბავშვურად მიამიტურად მიხაროდა ტოპ-პოსტებში მოხვედრა, როცა ვნებას თუ ემოციას აყოლილი ხმამაღლა ვწერდი პირად ნიუსებს…

ეხლა ისეთი არეული საათი მიდგას რა მინდა და რა არა ვერც ამას ვანსხვავებ.

ერთადერთი, რაც მიშველის ალბათ, ცხელი შხაპი იქნება ^_^

ვეთაყვანები ამ პროცესს. აუ, ისე , ერთხელ, ბავშვობაში მეზობლის ბავშვი სიხარულით მიყვებოდა: “იცი, გუშინ მე და ჩემი ძმა დედამ გვაბანავაო” :დ ტიპებს პაპრაზნიკამ ბანდათ დედამისი თურმე :დ

ბლოკნოტი მჭირდება – მაგარ ყდიანი და ლამაზ გვერდებიან მომცრო ბლოკნოტი – იქ ჩავიწერ ყველა აზრს თუ აზრის გაფართხალებას. ხანდახან ისე, ისე მომესურვილება ხოლმე რომ მქონდეს …

დღეს ქალთა დღეა – დედიკოს თვალის ტუში ვუყიდე : )) კარგი შვილი მინდა ვიყო.

ხვალაც პირველ ხელფასს ვიღებ და დედას მობილურის გაბზარულ-ჩაშავებულ-არეულ ეკრანს გავუკეთებ ^_^

იმაზე დიდ სიამოვნებას ლამის არაფერი მანიჭებს სიკეთეს რომ ვაკეთე : ))

რამდენი პოსტი მაქვს დედაზე და ყველგან საზიზღრობები მიწერია არადა (2-ის გარდა).

მეშინია მეც რომ დედა გავხდე….. ეხლახანს ფბ-ზე დავასტატუსე “ორსულადაა, დედა ხდებათქო” და შენო მკითხეს : )) არ მინდა ჯერ დედობა, არ ვარ მზად.

შვილს იქამდე არ გავაჩენ სანამ იმდენს მაინც ვერ შევძლებ რომ ჩემი ხელფასით მარტო ჩემ შვილს მაინც მოვუარო – ჩემს უზღვავ სურვილებზე კი ძვირფასმა ქმარმა იზრუნოს :დ

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ვეკო და აჩო | Tagged: , , , , , | 11 Comments »

Happy Valentines Day

Posted by vekoo on თებერვალი 14, 2011

ვალენტინობას გილოცავთ ♥

არ ვიცი ვის როგორ ელოცინება, მაგრამ მე გილოცავთ ♥

დღე დილიდანვე მშვენივრად დაიწყო, დილით სისხამზე ავხვეტე სხეულის ნაწილები სათითაოდ საწოლიდან, გავიპრანჭე და წავედი ))

მოედანზე გამყიდველთან ახალთახალი გაზაფხულის იები ვიყიდე, რამოდენიმე ერთად, შევაფუთინე და სადედამთილოსთვის გავამზადე ♥ ♥ ♥

3 შოკოლადის ფილაც აჩოს ვუყიდე და საჩუქრის პარკში საგულდაგულოდ ჩავმალე ორივე.

რომ მივედი ჯერ კიდევ ეძინა

სადარბაზოდან რომ დავურეკე მაშინ გაიღვიძა ♥ ახალ გაღვიძებული რა საყვარელი იყო ♥ ♥ ♥

ზარ-ზეიმით გადავეცი კუთვნილი პარკი,  – 1 თვის წინ ვიყიდეთ ამ დღისთვის საჩუქრები და როგორც იქნა დადგა ეს დრო, რომ ჩემებიც ჩემთან წამომეღო ♥

ერთად ვისაუზმეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ცოტა ყირაზეც დავდექით :დ

ფანტასტიური ქალია აჩოს დედა ♥ საოცრად არისტოკრატული და დახვეწილი. სიცილს ვერ ვიკავებ რომ მახსენდება როგორი იყო ჩვენი პირველი შევედრა :დ რაები მემართებოდა :დ

4ზე წამოვედით – ძაფები უნდა ამოგვეღო *_*”ზე ძერსკ” კლინიკაში [ :დ ] Fეისების ცვენა იყო :დ – ხათუნა ჟორდანია, ნინი ქარსელაძე, ნანუკა ხაზარაშე, დოდოშკა, “იდეა ფული და ერთი შანსში” ქერა რომ იყო იმის და :დ, ის კიდე :დ – ნუ ვინ გინდა გულო და სულო იქ რომ არ ნახო :დ წინაზეც ვიღაცები ვნახე – გასიებული ქალები :დ

ყველა საქმის მერე ჩვენთვის წავედით და რომანტიკული ვახშამი მოვიწყვეთ, წითელი სანთლების ფონზე :დ ნუ რა კაიფი იყო ვერ აღგიწერთ :დ მარა, კაი იყო რა ♥ ♥ ♥

სახლში ძალიან ძალიან დამაგვიანდა ♥

სასიამოვნოდ დამაგვიანდა ♥ ♥ ♥

2009 წელი, სულ ახალი დაწყებული გვაქვს აქ ყველაფერი : )) რა სასიამოვნოდ გრძელდება ♥

პ.ს. ვგიჟდები ისე მინდა სურათების დადება, მარა არაოოო :დ

Posted in ახალი ოჯახი, ვეკო და აჩო | Tagged: , , , , , , , | 6 Comments »

Beloved Granny ;)

Posted by vekoo on მარტი 20, 2010

არადა, თითქოს, არაფერი იყო  ჩემთვის :  არც ნათესავი, მეზობელი, ოჯახის მეგობარი …

უბრალოდ ნაცნობიც კი არაა …

არ ქონდა არანაირი მიზეზი, რომ მოვწონებოდი,  არ ქონდა არანაირი მიზეზი დადებითი დამოკიდებულებისა … ეს იმიტომ, რომ  თვალიც კი არ მქონდა მოკრული .

ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რომ არა “რაღაც და რაღაც”    არც  არასდროს თუ ვერასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ისე მიებარებოდა გამჩენს, თვალსაც ვერ მოვკრავდით.

მაგრამ, ქვეყანაზე ის “რაღაც” , უფრო სწორად კი “ვიღაც”  არსებობს და ორი სრულიად უცხო ადამიანიც დაკავშირდა ერთმანეთთან.

ბევრს გაგიცრუებთ იმედებს და ვიტყვი, რომ ეს პოსტი ბიჭს არ ეძღვნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია ერთ ~75 წლის ქალბატონზე, რომლის ზოგად კრიტერიუმებს  სრულებითაც არ ვაკმაყოფილებ: არ ვარ ცისფერთვალება, ქერა და არ ვარ მეგრელი. და მთავარი: არ ვარ პროფესიით მომავალი ექიმი მასავით და მთელი მისი გრძელი სანათესაოსავით.

ოოოო, ეს ბოლო აღარ იყო საჭირო ხო? მაგრამ, 75 წლის ქალბატონისთვის სასურველი სარძლო ასეთ “პარამეტრებში ჯდებოდა” ,  მაგრამ მოვევლინე მე ქვეყანას , შევიჭერი მის  წიაღში და მისი პარამეტრული გარსიც ჩემი მწიფე მაყვალივით გიშრისფერი შავი აშოლტილი წამწამებით დავჩხვლიტე . ( : დდდდდდდდდ )


შევუცვალე წარმოდგენები და ყველა დილა ეხლა ჩვენზე, ჩვენ დაქორწინებაზე  ოცნებით იწყება …

მისი აქტიურობა, მე ცოტა არ იყოს და მაბნევს, მისი მიპატიჟებები  მაწითლებს, მისი ყურადღება მსიამოვნებს და პოზიტიურად განმაწყობს.

არ ეტყობა ასაკი, არის ჩემზე ძლიერიც კი და ჩემზე მოვლილი o_0

დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა : ულამაზესი კოლიე მაჩუქა , ძალიან ლამაზი და დახვეწილი .

ისეთი, მისგან რომ შემეფერებოდა და თანამედროვეც რომაა.

დღესვე გავიკეთე და ისე მომწონდა მთელი დღე მგონი ხელი სულ ზედ მეკიდა და ვეფერებოდი. მსიამოვნებს ხელით რომ შევიგრძნობ.

მშვენიერი ჟესტია შვილიშვილის გულის სწორის – ახალგაზრდა გოგოს გულის მოსანადირებლად . აი, ხო ვიცოდი რომ არაფერი “ბუა” არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა თავდაჭერილი, ფრთხილი თუ თავშეკავებული, ერთი სიტყვით, რესერვედ გირლ ვიყავი მასთან, მაგრამ ეხლა უფრო მოვეშვი და იმედია, შემდეგში რომ ვესტუმრები რამე უბედურება არ დამემართება და წყლის დალევის დროს  არ დავიხრჩობი : D

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 5 Comments »