ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სახლი’

Reborn

Posted by vekoo on ოქტომბერი 30, 2011

იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ, ჩემს კომპიუტერთან და ჩემს დასვრილ კლავიატურაზე ვბლოგავ. ჩემი, ჩემი ყველაფერი ჩემია.

ასე მგონია კარგა ხანი გავიდა აქ ბოლო პოსტის დაწერიდან. მას მერე? მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.

ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
დავწერ, მართლა დავწერ და ყველაფერს ასე თუ ისე დეტალურად გავიხსენებ. ეხლა? ეხლა სავსე ვარ, ყველა ასპექტში…

ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.

ბლოგის ფერი აღარ მომწონს, სავარაუდოდ შევცვლი.

სხვა სიახლეები? ყველაფერი ახალია, განსაკუთრებული-  სიახლეებს მარტივად ვეგუები …

როგორია 3 თვის მერე ჩემი ცხოვრება ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს, იქამდე  კი მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე, სანამ სრულად დამავიწყდება კლავიატურაზე დაუხედავად ელმავალივით სწრაფი წერა.

ბოლო პერიოდი ყველაფერი მეზარებოდა ნეტს რაც ეხებოდა, სურვილიც არ მქონდა ფბ-ზე შესვლის,  აქ პოსტის წერის, ვინმეს კითხვის.

მერე ნელ-ნელა საყვარელი ბლოგების კითხვას მოვუხშირე : ასეთებისთვის ხელის თითებიც ზედმეტია ჩამოსათვლელად, ფაქტიურად რამოდენიმესაც კი არ ვკითხულობ.

მერე ნელ-ნელა ბლოგლავინსაც შევეპარე და ყველა ძველი ნაწერები გადავიკითხე, კიდევ და კიდევ ვკითხულობდი ახლებს, ფბ-სთანაც აღვადგინე კონტაქტი : D  აქ რთი პოსტიც გამოვაცხვე, მაგრამ ვანილი მაქვს მოსაყრელი, ამიტომაც ჯერ არ ვდებ და საბოლოოდ რეაბილიტაციის კურსიც მგონი, რომ დამთავრებულია.

დღეს დილით ერთი სასაცილო ვიდეო ვიპოვე, უყურეთ და დილას ხალისიანად დაიწყებთ.

პ.ს. აუცილებლად დავწერ გაგრძელებას. ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაზე წერა მომენატრა. ასე რომ შემდეგი პოსტი უკვე საინტერესო და დატვირთული იქნება. და რაც მთავარია, აუცილებლად იქნება.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 11 Comments »

ჩემი ოცნების სახლი

Posted by vekoo on ივნისი 6, 2011

ჩემი ოცნების სახლი დიდი და ფართოა!

ფართო თუ ფართე?  არ ვიცი.

ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.

არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ

ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:

  • ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.

  • ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.

  • ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^  უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .

ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს.  ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 10 Comments »

ოფიციალური ვიზიტით

Posted by vekoo on იანვარი 11, 2011

I საკითხი : დღევანდელი პოსტის მერე ბევრი შეწუხებული მესიჯი თუ პმ მივიღე, ზოგმაც FB ჩატში მომწერა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით. – რომ რაღაც დოზით შეგეხოთ ჩემი გასაჭირი.

ეხლა უკვე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, სახეზე დასიება დამიცხრა, სიწითლემაც გადამიარა, გამონაყარიც გაუფერულდა და ოდნავაა, მაგრამ ქავილი მაინც დამრჩა და ხვალ წავალ ექიმთან.

დღის მთავარი მოვლენა.

როგორც იქნა, დადგა ეს “ღვთაებრივი დღე” და ოფიციალური ვიზიტი შედგა :დ

2009 წლის შემოდგომის მერე ამაოდ ითხოვდა ბატონი არჩილი სახლში მიმდინარე სტატუსით სტუმრობაზე და მამაჩემის ოფიციალურ გაცნობაზე,

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა თუ წელმა/თვემ ჩაიარა, გაილია ის შემოდგომაც, მერე ზამთარი და გაზაფხულის, ბოლოს ზაფხული და მეორე შემოდგომაც მოვიდა და ეხლა უკვე მეორე ზამთარიც მიდის და დღეს მოვაბი თავი და ამჯერად უკვე მაშინ დავაპატიჟე სახლში, როცა მამაც აქვე იყო.

საღამოს შეფასება : იდეალური 10/10-ში.

საერთოდ, ბოლომდე კმაყოფილი თითქმის არაფერში არ ვარ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მართლა ყველაფერი იმაზე უკეთესადაც კი იყო, ვიდრე ოდესმე წამომედგინა.

მეტისმეტად ბევრს ვფიქრობდი თუ განვიცდიდი როგორ ჩაივლიდა ეს ოფიციალური მხარე- ერთმანეთის გაცნობა და სულ ვაჯანჯლებდი. მაგრამ თურმე, სულ ტყუილად.

გუშინ რომ ვუთხარით მე და დედამ აჩოს მოსვლა უნდათქო, ჩემდა გასაკვირად, ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის თუ ემოციის გარეშე მიიღო ყველაფერი. მარტო მოდისო? მარტო ეს იკითხა :დ ანუ , ეგონა უკვე მშობლებიც და რამე :დ

დღეს დილით მე და დედამ გავამზადეთ საჭმელები, უგელმრიელესი საფირმო ფახლავაც, თითების ჩასკვნეტი აჩმა, გოზინაყიც კი :დ
შევწვით ორიგინალურ სადგამზე გამზადებული ბადექონში გახვეული მწვადი და კიდე რაღაც-რაღაცები :დ

17:43 მოვიდა აჩო.

ჩემდა გასაკვირად, უკვე აჩოს  მანქანა რომ დავინახე ფანჯრის ქვემოთ არ მინერვიულია :დ არადა, სულ მეგონა, რომ ამ დროს გული ნასკებში გამეპარება მეთქი ემოციით, მაგრამ რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი .

ჩემ თავზე მეცინება ეხლა ისეთი ემოციური ვარ ამ საკითხში. ეს ალბათ იმიტომ , რომ ჩემ თავზე რამის მოყოლას ჩემებთან ყოველთვის გავურბოდი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მათი არსებობაც უნდა გავითვალისწინო :დ

ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა მას ჩემი სახლის კარებს ვუღებ :დ
შემოსვლისას დედას უზარმაზარი სისხლისფერი ვარდები მიართვა, მეც კი მომეწონა ისეთები იყო :დ ლამის ჩემხელაა ლარნაკში რომ დევს ეხლა იატაკზე )

შამპანიურები და ტკბილეული მოიტანა კიდე და სპეციალურ თუნუქის ყუთში ჩადებული  Jack Deniels. ეგეთი არასოდეს მინახავს, თავისი 2 ჭიქა უდევს გვერდზე და მაგარი რაღაცაა, – მამამ “ამითი მერე მე და აჩიკო ერთად დავლევთ ვისკისო ” :დ

ასე გატყდა პირველი ნავსიც, მერე სუფრას შემოვუსხედით ყველანი და სიტუაციაც დათბა ))

როგორ მინდოდა იმ დროს მაგიდის მოპირდაპირე მხარეს კი არა, აჩოს გვერდით ვმჯდარიყავი მასზე მიხუტებული და ისე მესმინა მამაჩემისთვის,
მიდიოდა სადღეგრძელოები, არატრადიციული და ლაითი, მაგრამ გულით დალოცვები, მათ შორის შინაარსიანი საუბრები და ურთიერთობის აწყობის პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.

ხო, პრიკოლი :დ

2-ჯერ დალოცა მამამ აჩიკო :დ არ შეშლია, თვითონაც თქვა “მეორეჯერაც დაგლოცავ, კაი კაცი ჩანხარო, ჯერ ჩანხარ და იმედია, მომავალშიც ასე იქნებაო” :დ

ძაან ვმხიარულობდი და მსიამოვნებდა ყველაფერი ასე კარგად რომ დაიწყო.

ხო, კიდე  ერთ მომენტში მეთქი, ეხლა მაგიდის ქვეშიდან ფეხს მივარტყავ აჩიკოსთქო: – ერთს მეც ვიტყვიო და  ჩემი სადღეგრძელო დალია :დ “ძალიან მიყვარხარხარო და რაღაცები” დაიწყო :დ მეთქი, ეხლა ამ ბიჭს პირში ბოლოკს ჩავჩრი, რას ამიჭიკჭიკდათქო :დ

ისეთი, ისეთი საყვარლობა იყო ამ დროს, რომ გამიტყდა რომ ვერ ჩავეხუტე .

ეხლა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ რაც მთავარია, მამამ კიდე შეხვედრების დიდი სურვილი გამოთქვა :დ “ჩემთვის შენი სახლის კარი მუდამ ღიააო” და რაღაცები.

რა მიდევს ჯიბეში

რაც მათბობს და მახალისებს. მგონია, თითქოს მას რომ ხელს მოვკიდებ პატრონიც გვერდში მეყოლება :დ

ჯიბეში მანქანის გასაღები მაქვს და ძალიან თუ მომენატრება ის გათახსირებული ბიჭი, ფანჯრიდან გადავიხედავ და 3 მეტრით დაბლა შავ პიპიას დავინახავ

ეხლა ძალიან მეძინება, რაღაცნაირად ბედნიერი და სავსე ვარ.

“ხვალ ხო ისევ უნდა ამოვიდეს სახლშიო მანქანის წასაყვანად რომ მოვაო?” – მშვენიერი კითხვაა და მიმზიდველი წინადადება ჩემთვის :დ

დროებით, შემდეგ პოსტამდე

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

დიდი სისხლისფერი გამონაყარი სახეზე

Posted by vekoo on იანვარი 10, 2011

სახეზე უზარმაზარი წითელი წინწლკები მაქვს 

თვალის გარშემო ქუთოთებზე უზარმაზარი ხორცის ბურთები მაზის.

ამ დასიებებს ზედ წითელი წერტილები უფრო მიმზიდველს ხდის [ ლოლ ]

ლოყებიც ასევე დაბერილი, ზედ უზარმარი სისხლისფერი გამონაყრით : ((

აი, წარმოიდგინეთ რა საშინელებაა სახეზე დიდი პრიშიკი, ეხლა წარმოიდგინეთ მე ეგეთი 100 ცალი მაინც მექნება, ოღონდ გამონაყარია , თან დიდიები და წითლები, თითოეულს თავისი გალაქტიკა აქვს და გარშემო კიდე პატარა წითლები აზის :ს

შუბლზეც თავისულფალი ადგილი აღარ მაქვს,

არც ტანზე :ს

დილიდან Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 10 Comments »

♥ ავჟიტირდი ♥

Posted by vekoo on დეკემბერი 29, 2010

ვაიმეეეეეეეეეე :დ მმოვიდესო როცა უნდაო მამამ :დ ვაიმეეეეეეე :დ ნეტა ვინ უნდა ილაპარაკოს :დ ავჟიტირდი :დ

ჩემი fb სტატუსი რამოდენიმე წუთის წინ

ბნედა დამეცა :დ როგორც ძველები იტყოდნენ :დ 

მიყვარს რა, ჩემი პირადი ბლოგია და პირად განცდებს გადმოვცემ როცა მინდა და როგორც მისწორდება.

ხოდა, დღეს როგორც იქნა, უთხრა დედამ მამას და მეღირსა :დ

ყოველთვის ვიცოდი ასეთი მშვიდი და ტოლერანტი კიარადა, ნოთაზიატი მამა რომ მყავს, მაგრამ რავიცი რავიცი, მაინც 1 წელია ვწელავ უკვე შარშანდელი შემოდგომიდან და ძლივს მოვაბი თავი, რომ სახლში მამას გავაცნო აჩო ))

ხოდა, ამ ახალ წლების მერე, შობისთვის +1/2 დღე, გვესტუმრება სახლში და აი მერე დამერხევა საბოლოოდ :დ

ცუდი იცი რა არი? დედამ ხო უთხრა, მარა მამა მე მაინც არაფერს არც მეკითება და არც მეუბნება და რაღაცნაირად მაინც შებოჭილი ვარ.

“ნავსის გატეხვა” აკლია ამ საქმეს, ვიღაცამ უნდა წამოიწყოს ლაპარაკი, თორე როდემდე იქნება დედა შუამავლის როლში?

ყველლაზე მეტად მაშინ დამერხევა აჩო რომ დაბბლა სადარბაზოსთან მოვა ად სახლში ამოსვლამდე წამები რომ დარჩება,

ვაიმეეეეე, ერთად მიტირეთ ყველამ რა :დ
ავჟიტირდი )))

მიყვარს, მიყვარს ეს ბიჭი ♥ ♥ ♥

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

ახალი სახლი

Posted by vekoo on ივნისი 14, 2010

ვჯდები მარშუტკაში, მოვდივარ სახლში და გზაში ვგრძნობ, რომ სახლს ვშორდები, იმის მაგივრად რომ სახლში წავიდე, ვშორდები მას. : O

დღეს კიდევ ერთხელ ვიყავი აჩოსთან, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მოვუხშირეთ სტუმრობებს…

მახსოვს როგორი იყო პირველი ვიზიტი, გული ნასკებში რომ მეპარებოდა,

ეხლა კი უკვე გამოზაფხულდა და აღარც ნასკები მაცვია და აღარც გული მეპარება ნერვიულობვისგან .

ხოდა, მთელ დღეებს რომ ვატარებ მასთან სახლში, გავიმშობლიურე იქაურიობაც. ( დედამისიც სახლში იყო ცუდი არაფერი იფიქროთ 😀 ) სამივემ ერთად ჯერ ცხელ-ცხელი გამომცხვარი პიცა დავაგემოვნე, მერე სიგრილეში წამოვწექით დივანზე და გადავჭორეთ ამ მთისა და იმ ბარისა . აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის სახლებს დაახლოებით 50 კმ გვაშორებს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიზრდებოდით და სულ სხვადასხვა ხალხთან გვქონდა შეხება, მაინც უამრავი საერთო ნაცნობი გვყავს, ტაკ შტო როგორც გავიცანი აჩო იქ რომ არ გამეცნო, მაინც არ ამცდებოდა მისი ნახვა ოდესმე : P

ხოდა, ბოლოს, სახლში რომ მივდიოდი, ვერ ვიგრძენი რომ ჩემ “ბუდეში” ვბრუნდებოდი. აი ეხლა როცა უკვე ჩემ ოთახში ჩემ კომპთან ვზივარ კი ვრძნობ თავს მშობლიურად, მაგრამ მაშინ, სულ ნახევარი საათის წინ კი მქონდა შეგრძნება რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი.


აჩომაც მეც დანაკლისის გრძნობა მაქვს შენ როცა არ ხარ სახლშიო. ყველაზე მეტად ის უყვარს კალთაში რომ ჩამიდებს თავს და ისე რომ ნებივრობს საკუთარ სამყოფელში. ნუ, ყველაზე მეტად არა, მაგრამ მაინც 😀

ხოდა, ფაქტია, რომ უკვე იმდენჯერ მითხრეს “თავი იგრძენით ისე, როგორც საკუთარ სახლში”, რომ მართლა ახდა .

მიხარია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება და არა ვდრუგ და უკვე სხვაგან ცხოვრობ, ანუ ძველებური გრუზინული ტრადიციები : ქმარს რომ ლამის ქორწილის დღეს იცნობენ. მე მაქვს ჯანსაღი ურთიერთობა აჩოს ოჯახთან, მათაც უხარიათ ჩემი მისვლა ერთი დიიიიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ანდაზა “ახალი ცოცხი კარგად გვისო” არ გამართლდება და მომავალშიც არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან .


2009 ზაფხული .

http://sunwaited.wordpress.com/2010/04/24/ჩემი-აღკაზმულობა/

http://sunwaited.wordpress.com/2010/03/20/beloved-granny/

Posted in პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 8 Comments »

ღამის სახლი

Posted by vekoo on იანვარი 17, 2010


რაღაცა ისეთ ხასიათზე მოვედი ამ შუა ღამისას, რომ ასეთი სახლი მინდა მქონდეს,

არა, მე არ მინდა რომ მქონდეს … : ))


მაგის მოვლის თავი სად მაქვს : D


მაგრამ მინდა, რომ თავისუფლად შემეძლოს მასში გადაადგილება : )))


და გართობა მინდა : )))

ხო კაია? : )) აუზიცაა და ღამეა თან : )))

მე მიყვარს ღამე, შენ? : ))

თბილი და არომატული წყალი აუზში,

თავზე შავი ვარსკვლვიანი ცა,

ხელში ვისკი,

დაბალ ხმაზე საყვარელი მელოდია,

შენი საყვარელი ადამიანი გვერდით

და


გ ა ნ ც ხ რ ო მ ა : )))

სახლი მინდა !


გართობა მინდა !


გართობაში დასვენება მინდა !

Posted in მომავლის პროექტი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 4 Comments »

სახლი ჩემში…

Posted by vekoo on იანვარი 10, 2010

ძალიან დაღილი დავბრუნდი, დაღლილი და დაქანცული, როგორც კაი 2 ღამე ნათევი მეწისქვილე, საფქვავს რომ ელოდება და დრო თვლემაში რომ გაჰყავს.

ჩემ სახლში ძილი მომენატრა, ჩემი საყვარელი საწოლი.

ადამიანური მომენატრა ყველაფერი.

პირველი, რაც სახლში მოსვლისას გავაკეთე, სააბაზანო დავიკავე და ლამის 2 საათი ვცდილობდი ადამიანური იერ-სახის დაბრუნებას.

რა კარგია კომფორტი, რა კარგია სისუფთავე, სითბო და რბილი საწოლი, თუნდაც სკამი, ცხელი საჭმელი.

სახის მოწესრიგება, თმის დავარცხნაც მომნატრებია, სუფთა კოლგოტი და თბილი ნასკები, სუფთა ჯინსები, რბილი წითელი ფუმფულა ჩუსტები, საყვარელი ჟაკეტი.

რა კარგია სახლი, რა კარგი !

ახლა უფრო ვაფასებ მას.

ჰო, წინა ღამეს “ჩაკრულო”-თი დავაგვირგვინეთ, 12-ზე დავიშალეთ “სახლებში”, თუმცა, მე მაინც არ მეღირსა ეგ ბედნიერება …უნდა ვაღიარო, რომ ის, რაც ბედნიერება არ ყოფილა, არც უბედურება იყო ( : D )

დავიკიდე უნივერსიტეტი: ხვალ მთელ დღეს სახლში გავატარებ, ჩემ ოთახს დავალაგებ, მოაკლდა რაღაც ჩემი ხელი ვატყობ.ყველაფერს ჩემ გემოზე გავაკეთებ, ჩემ ხასიათზე მოვიყვან.

ოთახში სიმყუდროვე უნდა იგრძნობოდეს, თავს მთლიანად უნდა ვგრძნობდე.

ეხლა Mashina Vremeni-ს Mesto Gde Svet-ს ვუსმენ.  გადმოსაწერი ლინკი

რაღაცნაირი თბილი სიმღერაა Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »