ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სექსი’

გათხოვება როგორც ასეთი

Posted by vekoo on ნოემბერი 17, 2013

შემოვედი და ისე არ გავალ, რომ რამე არ დავწერო.

ხშირად, ძალიან ხშირად გამიგია, რომ 25 წლამდე ნებისმიერ ასაკში (და ზოგჯერ 25ს მერეც) ოჯახის შექმნა არის ძალიან დიდი სისულელე ადამიანის მხრიდან, რომ ესაა საუკეთესო პერიოდი, რომელშიც ადამიანმა ყველაფერი (?) უნდა მოასწროს , რომ ამითი ცხოვრებას იმახინჯებენ დაქორწინებულები და მერე ყველაფრის გამოსწორება ურთულესი ხდება.

ვათა ფაქ.

ასე ფიქრი მაშინ ემართებათ ადამიანებს, როცა საკუთარი ცხვირის იქით ვეღარაფერს ხედავენ, როცა ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ, როცა ლოგიკური განსჯის უნარი შეზღუდულია და შენი წრის/თვალსაწიერის იქით არაფრის შეფასება შეუძლიათ, როდესაც სხვისი ღირებულებების აღიარება წარმოუდგენელი ხდება.

ასევე, როცა გათხოვებისთვის ორად ორი მიზეზი არსებობს – 1) შეიცნო შენი პარტნიორი, უფრო სწორად იმ დროისთვის შეყვარებული, მეგობარი, ლოვე (ფუ), თუ რასაც ეძახით უფრო ინტიმურად და 2) როცა გათხოვებასა და სხვის სახლში ცხოვრებში ხედავ საკუთარი სახლიდან გაქცევის ერთად-ერთ შანსს.

მე ვინ ვარ სხვებს რომ ასე “ვამკობ”? მე შემიძლია ორივე მხარეს გავუგო და არც ერთზე ვიფიქრო “სად ტაკოში არიანთქო”.

21 წლის გავთხოვდი, იქამდე 2 წელზე მეტი ვიცნობდი და ფაქტობრივად ის 2+ წელი ერთობლივად გამო-ვიცხოვრეთ-გამოვიწრთეთ მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ (ერთ დროს ეს სიტყვაც მეუხერხულებოდა, მაგრამ ეხლა მომწონს, რატო). აფსოლიტურად გავიცანი და ეს 2+ წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ განსაზღვროს ადამიანმა რა გინდა და რას ელი, ნუ კაკ მინიმუმ ის მაინც იცოდეს უახლოესი ვთქვათ 5 წელი ამ თავისი არჩევნით ბედნიერი იქნება თუ უკმაყოფილო.

მეე? მე ვთვლი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე და ყველაზე შესაფერის მომენტში – არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან.

შედეგი? შედეგად მყავს შვილი – ელენე, რომელიც ცხოვრებას მირჩევნია.

ფრაზა “მერე იქნება შვილი და მერე იქნება ტრადიციული დედობა/დიასახლისობა/ჩაკეტილობა”

მეცოდება ის, ვინც დედობის სიტკბოს ვერ აფასებს, მართალია, არის ასაკები, როცა თავი უნდა შეიკავო ამხელა პასუხისმგებლობის აღებისგან, მაგრამ მე ზუსტად ვიცი , რომ ყველაზე დიდი განძი, რაც ამ ქვეყნად გამაჩნია, ყველაზე დიდი და ერთადერთი არის ელენე.

მე ეხლა ეს სიტკბოება ვიგემე და ის, ვისაც ეს არ გამოუცდია ვერასოდეს გაიგებს როგორი ჩათრევა იცის ამ ყველაფერმა.

მე შემიძლია ყველას გავუგო, ვინც საკუთარი შეხედულებებით ცხოვრობს და საკუთარ ლაიფსთაილს “აწვება”, მაგრამ არასოდეს მესმოდა და მეღიმებოდა მათზე, ვინც გარეშე პირების ამ ლაიფსთაილის ჭრილში განიხილავდა.

ყველანი ხომ განსხვავებულები ვართ, ღმერთმა ყველას მოგვცა არჩევანის თავისუფლება და ისიც გითხრა: “არ განიკითხო და არ განიკითხებიო”. ტაკ შტო არც ჩემი საქმეა ვინმეს ცხოვრება და ნურც სხვა შეწუხდება და ნუ ეცდება შეაფასოს ჩემი ცხოვრება და თავისი ბეჭედი დაასვავს მას.

Posted in ყოველდღიური, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 1 Comment »

აქტიური სექსო ანუ სპილოს რომ ყურები არ ებას

Posted by vekoo on ივნისი 16, 2010

ტრანსექსულს არ მოსწონს საკუთარი სქესი, ინიღბება სქესის  საპირისპიროდ. ამასთანავე , არ აქვს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია და მისი გენიტალიები ადგილზეა ( :დ ) .

თუ ეს მართლაც ასეა და დეფინიციაში არ ვცდები, მაშინც გაუგებარია ბევრი რამ.  ალბათ, თუ არ უყურეთ იცით მაინც გუშინ სექსო იყო სიმართლის დროში. რა მოხდა ამის განხილვას არ ვაპირებ, უკვე ბევრი პოსტი დაიწერა და ვიცი, კიდე დაიწერება ამაზე. უბრალოდ,

სექსომ ამაყად თქვა: მე აქტიური ვარო.

ნუ, ე.ი. როცა კონტაქტს მამაკაცებთან ამყარებს არის აქტიური, ე.ი. მას იზიდავს მამაკაცები იმდენად, რომ უდგება და უშვება :დ

ნატურალურ ქალს ეს არ შეუძლია. ქალს თუკი ეს მოუნდება, მაშინ პირიქით, კაცად გადაკეთდება და  სექსო კი პირიქით, კაცია და ქალობა სურს.

ანუ  რა გამოდის, კაცია, მაგრამ ქალობა უნდა, იცვამს ქალურად, გენიტალიები ადგილზე აქვს  და 2ლარიანი ტანგის ქვეშ მალავს მას  და ამავდროულად  სექსი აქვს კაცებთან და არის აქტიური. მემგონი ნონსენსია ეს. :  ))) მაშინ რაღა საჭიროა ქალად გადაცმა?

ანუ საბოლოო ჯამში პასიურია, მაგრამ ამისი უტყდება :დ

ნუ, ჩემი რა საქმეა ვინც უნდა აქტიური იყოს და ვისაც უნდა პასიური, მაგრამ როცა ასეთ გადაცემაში მიდიხარ და რაღაცებს სახალხოდ აღიარებ, წინასწარ  მაინც უნდა მოიფიქრო ხოლმე რა თქვა და რა არა. თუ აქტიური ხარ, მაშინ ქალურად გადაცმა რაღად გინდა? : )))

იტოგში, ესეც და ბევრი რამ, რაც მან თქვა, გლეხობის მწვერვალი იყო : )))

კაცს/ქალს ინტელექტუალურობაზე  აქვს პრეტენზია და 2 წინადადებას ვერ აბამდა ერთმანეთზე. დავიჯერო ასეთია დისქავერზე მიღებული განათლების შედეგი? :დ

კაი, აღარ დავწვრილმანდები : ))) დანარჩენი კომენტარებში გავარკვიოთ :დ

კესო და სექსო – ტრანსვესისტი $ ტრანსექსუალი

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , | 9 Comments »

რთულია სექსი ძაღლებთან … ანუ ჩემი დიაზეპამი .

Posted by vekoo on აპრილი 8, 2010

ყველანი ვართ რაღაც დოზით ფსიქოდელიურები … ყველას გვყავს გულში პატარა ეშმაკები –ზოგს დიდი, ზოგსაც პატარა … ყველა ვართ მეამბოხენი, ყველას გვიხარია სიცოცხლე, მაგრამ ყველა არის დრო, ყველა ვნატრობთ სიკვდილს.

ხშირად გვინდა ის, რაც არ გვაქვს და უფრო ხშირად დაუფიქრებლად უარს ვამბობთ იმაზე, რაც ჩვენია.

ანამ…
(ფსიქოლოგიური პოეზია)
————————————————
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი…
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ…

ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება…

მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი…
სამი თეთრი ცხენი…
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი…
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია….
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია…
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები…

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

======================

მიყვარს ეს ლექსი …

Posted in ამოხეთქა, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 13 Comments »