ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სიყვარული’

2 წელია ერთად ვართ

Posted by vekoo on აპრილი 15, 2011

საიუბილეო თარიღი გვაქვს, პირადი სიყვარულის დღესასწაული.

ზუსტად 2 წლის წინ 14 აპრილს პირველად ვნახეთ რეალურად ერთმანეთი, პირველად შევხვდი ჩემს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა ♥

თბილი და სიყვარულით სავსე დღე მქონდა, დღესაც და 2 წლის წინაც ამ დროს ♥ ეხლაც წამის სიზუსტით მახსოვს ყველაფერი ♥

ამ საიუბილეო თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა მინდოდა, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყავი : (( ამიტომაც, დავიკიდე ყველა და ყველაფერი და მთელი დღე აჩოს დავუთმე ♥

ჩავილაგეთ სასუსნავები და ამჯერად ცოტა  უფრო მოშორებით წავედით ქალაქგარეთ. ვგიჟდები ერთად შორ გზაზე ერთად ბოდიალზე, მითუმეტეს, თუ გარეთ მწვანედ აფეთქებული ხეები მიცინიან და სალონში საყვარელი მელოდიები იღვრება ♥

უგემრიელესი ტორტის ნაჭრები ავარჩიეთ, წვენი, ბევრი მიწის თხილი და 2 ნოყიერი შაურმაც გზისთვის :დ კრემზე გზაში გადაფარებული პარკები მიეკრო და აგვეწიწკნა და დაგვიმახინჯდა, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი გემრიელი  კარგა ხანია არაფერი მიჭამია  ♥

თბილისიდან გასვლისთანავე პატარა წყნარი მოლი შევნიშნეთ 2 ხეს შუა ჩადგმული ხის სკამით, ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში სოფლის ბირჟებზე : ))  გადმოვედით, მზეზე გავთბით, მოლზე წამოვკოტრიალდი, მიწის თხილი ვაკრატუნეთ,  :დ ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგი იყო : ))

აჩოს ანფასი ნორმალურად ვერცერთ კადრში ვერ დავიჭირე :დ ან სულ სიგარეტს ეწეოდა, ან თვალებში შეჭყიტულ მზეს ემალებოდა : )) პრინციპში, აქაც ამთქნარებს :დ

წასვლამდე მაინც ვეპაპარაცე :დ

რაღაცნაირი ფოტოებიანი პოსტი გამომდის, ამიტომ, ბარემ ექსკლუზივსაც დავდებ ბლოგზე { :დ }  არსად, არცერთ ფორუმსა თუ სოც.ქსელზე არ დევს ჩემი სათვალიანი სურათი, ჰოდა, ესეც დღევანდელი სელფ–შოთი  ♥

სურათებიანი, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც მშრალი პოსტი გამოვიდა :დ თქვენც გრძნობთ ხო ფაქტების სიმცირეს? :დ მაგრამ დღეისათვის ეს იყოს : ))

ბედნიერი და მხიარული ვარ, ყოველი დღე მიხარია და მინდა კიდე დიდხანს გაგრძელდეს : ))

ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე მპირდება და მე მჯერა შენი, აჩო ♥

14–ში ჩვენ დავიწყეთ და 15–ში სიყვარულის დღეც ჩვენს მერე მოდის : )) ყველაფერი ჩვენით იწყება :დ

Advertisements

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 8 Comments »

როცა თოხლო კვერცხი ხარ და სხვისიც გაღიზიანებს

Posted by vekoo on სექტემბერი 4, 2010

რატომ მინდება ხოლმე წერა მაშინ, როცა ტკივილამდე მენატრები?

რატომ მინდება ხოლმე გავუზიარო სხვას რას ვგრძნობ მე?

ამ ბოლო დროს გრძნობების გამჟღავნების, უბრალოდ რომ ვთქვა, უკვე მიტყდება : თავის დროზე იმდენი ვწერე, რომ უკვე მგონია თავს ვაბეზრებ ხალხს ჩემი ზედმეტად იდეალური ურთიერთობით.

ასეა მართლა?

მართლა მაინტერესებს: როცა თავად არ გიმართლებს სიყვარულში, ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ შეგშურდეს და შურის გამო თვითონ ადამიანიც ვეღარ აიტანო, ვინც თავის ბედნიერებაზე ყვება?

ან იქნებ, შური არაფერ შუაშია და უბრალოდ მომაბეზრებელია?

საერთოდაც, სად გაგყავთ ზღვარი მოსაბეზრებელს, ასატანსა და მისაღებს შორის?

ამ კითხებზე მაინტერესებს ყველას აზრი : მათი, ვინც შეყვარებულია, ვისაც არავინ უყვარს და ვისაც უყვარს, მაგრამ მარტოა.

  • მე კი, ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე მაინც ვიტყვი, რომ მიყვარს, ვუყვარვარ, ბედნიერი ვარ და ვაბედნიერებ. ის იდეალურია და ურთიერთობაც იდეალური გვაქვს, იმდენად, რომ უკეთესზე უბრალოდ, ოცნებაც კი არ შეიძლება .: D
  • ჰო, და ეს იდილია უკვე 1 წელი, 4 თვე და 22 დღეა გრძელდება.

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 13 Comments »

მეუსაქმურე

Posted by vekoo on ივლისი 17, 2010

Alanis%20Morisette%20-%20One.mp3

კიდე რისი დროა? მმმ , ნეტა, რას იტყოდნენ ამ დროს უსაქმური კაცები …
კაცები : ) ფართო მცნებაა : D
დიდი ხანია კაცები ორად გავყავი : შენ და ისინი ; ) გირჩევ შენ და ვუარყოფ მათ. [ მე კი ვისაც ვუარყოფ არასოდეს, არასოდეს ვუბრუნდები ]
შეგეშინდა? მოიცა, დავფიქრდები … მეც მეშინია .
დავფიქრდი . ა, თურმე ფიქრისც შემძლებია , – მიკბენს შურიანი ))
ფიქრი კი, სხვა რამე- არა . რა სხვა რამე? ყველაფერი, რაც უნდა შემეძლოს.
ხოდა, მე ჟანეტი მიყვარს, ჩემი ჟანეტი, ჩემი ფრანგი გოგო ♥
კიდე რა მიყვარს? კიდე ცაში ღრუბლებზე სირბილი და ტბაში ბანაობა მიყვარს. : ))
გაგიკვირდა? მეც მიკვირს ამას რომ ვწერ .
ჩემი დილის მეგზური კბილის ჯაგრისი და ეპილატორია . და მერე მთელი დღე რა კარგია ოთახებში ფეხშიშველა ტანტალი … ♥
მიყვარს ფეხშიშველა, შენ მიყვარხარ .
თუმცა, ეხლა სიყვარულის დრო არაა. უსაქმურობის დროა !

პირადი ბლოგები, ბლა ბლა ბლა, არადა სხვა რამეზე წერაც არ შეიძლება …

  • “და მე სიყვარულს დავეძებ ყველგან,
    გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
    როს აფეთქდება მთრთოლვარე ყლორტი
    და სუსხავ ძალას დაკარგავს მთვარე!”

ვწერდი 15 წლისა. ხოდა, ვიპოვე ეს სიყვარული და ერთი თხოვნა მაქვს :
მეუსაქმურე , აჩო …

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 2 Comments »

უმისამართო წერილი, რომელის ადრესატმა იპოვა

Posted by vekoo on ივლისი 14, 2010

მე არსად წავსულვარ, მე შენში ვარ, შენ ჩემ გარეშე ვერ არსებობ, ვერც ვერასდროს იარსებ.

ის დრო, როცა ჩემ გარეშე იყავი, შენ გეგონა არსებობდი, სინამდვილეში ძალებს იკრებდი და ადამიანობას, კაცობას იმატებდი ჩემთან შესახვედრად, ცოდნას აგროვებდი ჩემს გასაბედნიერებლად.

შენ მე გიყვარვარ და მე და შენ ერთად მარადისობას ვქმნით, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი მოხეტიალე სული, ორი მიმზიდველი სხეული.

დრო დააფასებს როცა მარდისობას შევუერთდებით ჩვენ ყოფნას დედამიწაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის, მე შენ ცხოვრებას გილამაზებ, როგორც შენ მე . შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მეეჭვება შენ რასაც მიკეთებ იმაზე მეტი ვერ გავაკეთო.

ყოველ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, “შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”

ეს ყველაფერი არსებობს, ეს ყველაფერი სამარადისოდ იარსებებს.

ამ ყველაფერს ორივე ვასაზრდოვებთ.

ჩვენ ერთად დავტკბებით…

Nov 18 2009, 11:15 PM

ეს წერილი ერთ-ერთ ქალურ Fორუმზე დავწერე “უმისამართო წერილების” თემაში .

თუმცა უმისამართო იყო, მაგრამ მაინც იპოვა ადრესატმა ))

Posted in მემორიზ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 6 Comments »

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მჭირდება ცხოვრებაში

Posted by vekoo on ივლისი 8, 2010

ლიტერატორს თაგუნია გამოეპარა ჩემთან . მე ხომ ძალიან მიყვარს დავრდომილთა შეფარება და ამიტომ, მეც დავწერ პოსტს “რაც ძალიან მიყვარს ” .

პ.ს. რადგანაც ვწერ “რაც” ძალიან მიყვარს იმაზე, “ვინც”-ებს არ გამოვურევ ))

პირველი : კომფორტი მიყვარს . კომფორტი ყველგან . შეგიძლიათ აფსოლიტურად ყველაფერი იგულისხმოთ ამაში : დალაგებულ-დაბწკრიალებული სახლიდან დაწყებული, თითზე ახალწასმული ლაქით დამთავრებული .

კომფორტია ჩემთვის თუნდაც ის, რომ ზღვაზე ახალი და ჭკუა რომ მეკეტებოდეს ისეთი კუპალნიკით გავიდე.

ერთი სიტყვით, შეყვარებული ვარ კმაყოფილებაზე .

მეორე : მიყვარს სიზარმაცის და საქმიანობის ჩანაცვლება : შემიძლია მნიშვნელოვან გამოცდამდე ბოლო 2 დღე გავერთო და დაწოლამდე 2 საათით ადრე გადავშალო წიგნი .

“ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო” – გამიგია. ზოგჯერ, მეც ასე მირჩევნია და ხანდახან, როცა სიზარმაცის ფაზა გამდის , წიგნები ქარბორბალასავით შემისრუტავს და მერე თავის აწევა და ჭამაც აღარ მახსენდება .

იგივე ხდება ზევითა პუნქტტანაც : ან ყველაფერი “5”-იანზე მაქვს ან …

მესამე : მიყვარს ჰარმონია . ჰარმონია ჩემ მეორე მესთან და გარემოსთან . ვოცნებობ საკუთარ ჰარმონიულ ოჯახზე .

სად და როგორი წარმომიდგენია? ბუნგალოს ტიპის, სადმე, ზღვის პირას, ფართო მანსარდით, ულამაზესი ხედით, იქვე გვერდიგვერდ 2 ჰამაკით ბანანის ხეებზე …

ლამაზი და კეთილი ბავშვებით და (ძველებურად) მოსიყვარულე მეუღლით .

საღამოობით ოჯახებში სტუმრობით – ჩემთან და მასთან . ბავშებს იქ დავტოვებთ და ჩვენ წავალთ …

ზღვის სანაპიროზე …

მიყვარს იდილია!

რა მიყვარს კიდე ძალიან?

ფაქტიურად, აღარაფერი . მგონი, ყველაფერი ვიგულისხმე ზევით .

კომფორტი, იდილია, ჰარმონია, სიმშვიდე, ჯანმრთელობა და სიყვარული .

აი, რა მიყვარს და რა მჭირდება ცხოვებაში ყველაზე ძალიან .

გავიხსენებ დაკარგულ ბლოგერებს :

ვთაგავ ქრისტინას )) დაწერე რა ))

ჩემის მხრივ ვთაგავ დუცის ,

დაკარგულ თათუსის , რომელმაც ბლოგი რატომღაც სულ მიივიწყა და იქნებ, ახალი სიცოცხლე შთაბეროს .

რაღაც, ბლოგების გამოცოცხლების იმედზე ვარ და ანა ჰაგ-საც დავთაგავ. 2009 წელი მთავრდებოდა მისი ბლოგი რომ აღმოვაჩინე და მას მერე 1 პოსტი დადო მარტო : (

და ბოლოს, ვთაგავ ირინას . შეიძლება ეს პოსტი არ ჩაჯდეს ბლოგის კონტექსტსი, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ გაგვაგებინოს თუ რა უყვარს ყველაზე ძალიან

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »

ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში

Posted by vekoo on აპრილი 13, 2010

“თუ გიყვარვარ, დალიე”, “ასე გიყვარვარ ?” ან სულაც ” არ გიყვარვართ? ” – ესაა კითხვები, რითიც ხშირად დალევას აძალებენ … ასეთ დროს ჩემი ტრადიციული პასუხია: “შენ ჩემ სიყვარულს ღვინოთი/არყით/სულ ერთია როგორ ზომავ?”  და შეძლებისდაგვარად ვიშორებ დალევას.

ეს სურათი ახსოვს აქ ვინმეს?

ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა მე და აჩოს 14 აპრილს, სიყვარულსაც კი ერთი დღით დავასწარით , უფრო მაგრები ვართ : დ

ჰოდა, დღეს 14 გვეგონა 13ს ნაცვლად და ჩვენთვის აღვნიშნეთ .   პირველივე ჭიქა მე გავხსენი სადღეგრძელოთი… სადღეგრძელო ქვია, თორე მარტივი ნატვრა იყო , ნატვრა, რომელიც ორივეს დიდი სურვილი გვაქვს აგვიხდება ,  უბრალოდ იმედების გამართლება ვისურვე და სიმბოლურად ოდნავ მოვწრუპე … ( ვსო, მოკვდა ის დრო ვეკო რომ დიდი მსმელი იყო : დ )

ჯერ აჩოზე მიდგა , რა თქვა აქ არ დავწერ, რას ვგრძნობდი არც იმას …   არ ავწერ არც სიტუაციას , მარტო ჩვენ ორნი …  ბოლოს, მე თვითონ ვუთხარი ის ფრაზა, ასე რიგად რომ არ მიყვარდა ხოლმე სხვა დროს … :

ვეკო: “ვნახოთ აბა, როგორ გიყვარვარ და  როგორ დალევ ” : )))

აჩო: ” შენ გგონია, ვერ დავლევ? მთლიან ბოთლს დავცლი ”

ვეკო: ” რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ  : )) ”

მოიყუდა ბოთლი და ვუყურებდი როგორ ჩადიოდა სითხე, იცლებოდა ბოთლი და აჩო არ ჩერდებოდა : დ  ლოთი რომ არაა ვიცი, ისიც ვიცი, რომ დალევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ბოთლს არაყს თუ მოიყუდებდა და ამოუსუნთქავად დალევდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ძაან რომანტიკულად აღვწერ მე ეხლა ამას, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ … რძიანი რა, სიყვარულით გაჯერებული .

აჩო კი სვავდა იმ ბოთლს და თვალის დახამხამებაში ჩაცალა…

–”აი, ნახე როგორ მიყვარხარ ” .

“სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია”–ო, უთქვამთ დიად სტანდარტებს  და გადამეკეტა : დ  მთლიანის ჩაცლა ხუმრობა ხო არაა :დ

ხოდა, დამჯდარს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე შემიბუჟბუჟდა ჩემი ჭუკლი :პ

გადასარევი სიმთვრალე გაქვს აჩოს, მთვრალ ხალხს იმენა ვერ ვიტან ორგანულად, მაგრამ აჩოსთვის  გამონაკლისს ვუშვებ :პ

გა–და–სა–რე–ვი ! ! !

ისედაც მხიარული ბიჭია და საერთოდ გაგიჟდა , ნუ, პოზიტიურად გაგიჟდა,  ვუყურებდი და მიხაროდა ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი … პატარა  ონავარი ბიჭივით უკიაფებდა მაყვალივით  თვალები.

გაგრძელება აღარაა საინტერესო :პ

ჯუსტ სურათები.

ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ , დღევანდელი სურათია და ამ თარიღისათვის სიმბოლური :პ

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, კარგად ვიმხიარულეთ. არაფერი ჯობია, როცა გვერდით მხიარული ადამიანი გყავს, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე და ამასთანავე ბავშვივით გადარეული. და თუ +ამას მთლიანი ბოთლი არაყიც ექნება დალეული, სუნს აიტანს კიდე როგორმე კაცი : დ

აქვე ჩავაკვეტებ გუშინდელ ჩვენ ვოიაჟსაც,  უკვე ბერი ნახავდა, რომ მე, აჩო, მარი და ნათია ციყვებში გახლდით პრეშეკრებისეულ შეკრებაზე .

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დილით მაღლივში ჯერ მე, მარი და აჩო შევხვდით, იქ ჩვენთვის ვიპოზიორეთ : აჩოს სიყვარულში არ ვუტყდებოდი და მე–10 სართულიდან  გაღებული ფანჯრიდან გადაკიდებას დამპირდა : დ

მერე ცოტა მოვთაფლე, მთავარ სკამზე დავაჯინე და გაიტრუნა ბიჭიც :დ

ეს რაღაც  სურათი განსაკუთრებულად მომწონს

ბოლოს ნათიაც შემოგვიერთდა და ციყვების გასაცნობად წავიყვანეთ . ჩვენ სამს ერთი ფორუმი გვაერთიანებს, მარიც  მაღლიველია და ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ნათუშკები კი ფაქტიურად, იმ დღეს გავიცანი ლაივში , ძალიან საყვარელი  გოგოა, შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა ( სად გამახსენდა ეხლა ნეტა ეს სიტყვა : დ )

რაღაცა, ბოლო 2 დღეა მშვენიერი განწყობა მებედება, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 14 Comments »