ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘სურათები’

ვიდეოპოსტი რუსთავის პარკში

Posted by vekoo on ივლისი 12, 2010

პაემანზე შეყვარებული ველოთი რომ დაგადგეს როგორია ? ვტესტავთ აჩოს რეაქციას 😀 ვსო, გავედი ))

დავიწერე სტატუსად და გავედი … მას მერე ვიცი ბევრი ელოდებით სურათ-ვიდეოიან პოსტს.

ხოდა, იხილეთ ჩემი არა მარტო კულინარული, არამედ “ვულკანიზაციური” , “სანტეხნიკური” თუ “ველოსიპედისტური” ნიჭი.

მოკლედ: ამბავი ესე იმისა, თუ როგორ გავისეირნეთ პარკში ველოთი . ეს პარკი უკვე გაგაცანით “მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები” ამ პოსტში და ბევრი უბრალოდ აღფრთოვანდა სიმწვანით …

ვიდეოს ბოლოს ბონუსად მზის ჩასვლა მტკვარზე )) არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა .

ხო, აქ კიდე ნახავთ როგორ შემიძლია 3 წამში ავაწყო გადამძვრალი “ცეპი” , შეაფასებთ ჩემს “შუმახერულ” სკილს ველოსიპედზე და ნახავთ ჩემს დაცვარულ მაისურს. ხო, კიდე რას … ნავებს და რუსთავის პარკს ))

აი, დაპირებული ვიდეოც )) მომენტებში აჩიკოს მგონი ობიექტივი ეშლება : D :*

Posted in პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 9 Comments »

ჩემი დაბ დღე + ფოტოკოლაჟი

Posted by vekoo on მაისი 17, 2010

2 დღის წინ 20ს გავხდი, ახალი ერა დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, მეხუთედი საუკუნე ფეხქვეშ გავლიე როგორც იტყვიან : D  როგორი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში 2010ს 15 მაისი?  – ღამის 12 საათიდანვე დაიწყო ცოტა არ იყოს და კრეტინულად, მერე კი ნელ–ნელა უკეთესობისკენ შეიცვალა და საბოლოოდ  ისეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ .  უახლოესი მეგობრები შევკრიბე , ზოგი ვერ წამოვიდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო …  რესტორნისკენ მიმავალს გზაზე ერთი Fail მომივიდა : შარვალზე დაშაქრული მარწყვის წვენი გადამავლეს . უბეში დამიგროვდა წვენი და წურწურით ჩამომდიოდა, სულ დავსვარე მანქანა და რომ გადმოვედი  მაგარი სასაცილო სანახავი ვიყავი : დ  ამიტომ სახლში დავბრუნდი, გადავივლე  და მერე კაბა ჩავიცვი , ბავშვებს კარგა ხანი მოუწიათ ლოდინი : დ

სურათების გადაღება ჩემი ჰობია, ობიექტივის წინ პოზიორობა დიდად არ გამომდის, ერთი და იგივე დაჭერილი პოზებია ძირითადად, მაგრამ გულს უხარია და მეც ბედნიერი ვარ . ხოდა, მეტი რაღაა საჭირო ? : დ

გოგოებიდან რამოდენიმესგან კატეგორიული უარი მივიღე მათი სურათების დადებაზე, – არსად არც ერთ ფორუმზე არ დევს მათი face,  ჰოდა, მეც ისეთებს დავდებ, სადაც ან არ ჩანან ან არ არიან : დ  ხოდა, კარგად მოვულხინეთ, იმდენად კარგად, რომ  ბოლოს არც იატაკის საჯდომებით მოწმენდაზე ვთქვით უარი, კიდეც კაი  გარშემო მხოლოდ ჩვენ ვიყავით  იმ დარბაზში : )))

აჩოზე მინდა ვთქვა, რომ ამ დღეს ბრწყინვალე იყო, ბრწყინვალე გარეგნობითაც და საქციელითაც. ისედაც სულ გალანტურია ჩემი ზრდილობის განსახიერება ( : დ ) მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებულად  მევლებოდა თავს,  ყველაფერს ის აკეთებდა რაც მოსაგვარებელი იყო, თავი ბროლი მეგონა ისე დამკანკალებდა და თვალებში მიყურებდა რა მესიამოვნებოდა და რა მჭირდებოდა . ხოდა, ეგრევე ჩამოვართვი პირობა, რომ სულ ასეთი იქნება სხვა დღეებშიც : დ

იქამდე კი იყო ქეიფი და დროს ტარება, ბევრი ქეიფი და ხორაგის ჩაყრა სტომაქში. ვისაც სადამდე შევძელით გავქაჩეთ

მერე მე და აჩომ ფბ–ზე ცნობილი მარწყვის ტორტიც დავჭერით, სურვილიც ჩაფიქრება ვერ მოვასწარი, ერთი მყავს, ” დიდი და სუფთა, ვითარცა სპილო” და ჩემზე სწრაფად იმან ჩააქრო სანთლები :დ სამაგიეროდ აჩომ ჩაიფიქრა ჩემს მაგივრად ჩემი სურვილი და ორივეს აგვიხდება : )))

მერე ტორტიც ერთად დავჭერით : დ

ჰო, აქვე მინდა გაგაცნოთ ჩემი სალო: გიჟი და გადარეული, ყოველთვის ნერვებს რომ მიშლის და ამ  ტკბილ დღეს მარწყვის ტკბილი წვენით რომ დამნამა .

ბოლოს ისევ რამოდენიმე სურათი  .

ყველა საღამოს აქვს დასასრული და დღის ბოლოს ასე გვენანებოდა ერთმანეთის დატოვება …

Posted in ექსკლუზივი, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 19 Comments »

მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

Posted by vekoo on მაისი 13, 2010

მწვანე, მწვანე პოსტი იქნება . ბევრი ბალახით და კალიით. არა, კალია არაფერ შუაშია , უბრალოდ წინადადებას მოუხდა  : D ადრე ბლოგზე ვწერდი ჩემ ჰობიზე –  ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შორს და შორს დიადი მიზნებისაკენ : D ჰოდა, ბევრი დააინტერესმა ამ პოსტმა ჰორიზონტალურ და ჩახლართულ განზომილებაში მყოფ წყვილებზე და მეც გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი პარკში : ))

ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D  მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი  ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და  მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.

მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა  : D

ეს ის ადგილია, სადაც  ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ )  მართალია  ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))

Read the rest of this entry »

Posted in პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 16 Comments »

ნათია

Posted by vekoo on მაისი 12, 2010

ხშირად მეუბნებიან, რომ  არასოდეს შემიძლია ვაღიარო ჩემი შეცდომები და ესაა ჩემი უდიდესი პრობლემა .

ე  კი ვთვლი, რომ ჩემი  ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გრძნობებს  არასაკმარისად გამოვხატავდი გარშემომყოფებთან .

ეს პოსტი დაკარგულ მეგობრობას მინდა მივუძღვნა : )))  ამ სურათებს რომ გადავხედე, დამენანა ასე ერთი ხელის მოსმით გადასაგდებად მოგონებების მორევში და ამიტომ, ისევ მე ამოვატივტივებ ; )  დანარჩენი კი  დროის საკითხია .


მე ისევ მიყვარს ეს გოგო

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 11 Comments »

ბოლო წვეთამდე

Posted by vekoo on მაისი 6, 2010

წყალი ისე ძალიან მიყვარს, რომ ხშირად ვერ დავდივარ, ვაიდა გული გამისკდეს სიხარულისგან მერე სად მიდიან? : D

ამიტომ ვზივარ და ინტერნეტში სურათების თვალიერებით ვირთობ თავს. მეტი საქმე მე მაინც აღარაფერი დამრჩა : ))

“Before the Drop”

“Back to the Island”

“Harmony Beach”

“Storm School”

“Blue Fin – Off The Chain”

“Dock Light Fish Night”

“Time Of Sirens”

“Raintree”

“Tarpoon”

“A Fish Of Palms”

“Flowing Oak and Rocketree”

Barrier Beach

Eyeland Oasis

Dreams of Surf Snook

A Simple Courtesy

Posted in განწყობისათვის | Tagged: , , , , | 5 Comments »

რა მოვიპოვე . + სურათები

Posted by vekoo on აპრილი 26, 2010

“პატრიარქის  კურთხევა VS უგულავას ბუჩქები” – ძველ ბლოგზე მქონდა ასეთი პოსტი.  მერე წაიშალა ძველი ბლოგიც და  აღარც იმ  პოსტის ნახვა შემიძლია. სამაგიეროდ, გაზაფხულდა და წავედი “დირექთ დესთინეიშნზე” .

გაზრდილანთქო ვერ ვიტყვი ნერგებზე, მაგრამ ცოცხლები იყვნენ ნამდვილად. ჩემი ხეც კი ვიცანი. დამახსოვრებული  მქონდა რომელი ბოძიდან უნდა გადამეჭრა მინდორი და მერამდენე იდგა  .  იმხელა ნაკვეთზე ყველაზე მეტად მართლა მარტო ჩემი ნერგი იყო გახარებული :

რა მინდოდა იქ? გამოცდიდან გამოვედი და უქმად მყოფობის ჟამს საკუთარი ხის დათვალიერება მოვიწადინე.

მერე კი გამიტაცა გარშემო გარინდებულმა “ჭაობმა” . კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიზე სიკეთე და ბოროტება, სილამაზე და სიმახინჯე, სიყვარული და სიძულვილი ერთად არსებობს.

ნახეთ, მშვენიერი ხასხასა წითელი ყაყაჩოს გვერდით რა სიმახინჯე   გაწოლილა : | თან, არც ინძრეოდა, მოვწყვიტე ის ფოთოლი და კარგა ხანი პოზის შეუცვლელად იწვა  , ორსულიც კი მეგონა კვერცხებზე  დაწოლილი :დ

მერე აჩოც გამოჩნდა და იქვე სელფ–ფოტოგრაფობას მივყავი ხელი , ეხლა რომ შევხედე რაღაცა კრეტინულად მომეჩვენა ჩემი თავი, მარა ზედმეტ თვითკრიტიკას თუ ზომიერ თვითკრიტიკას გვერდზე გადავდებ და ჯუსთ ნაის პიქს :

აუ, ეს ფერები ძალიან შემიყვარდა  რატომღაც …  რაღაცა ზღაპრულია … ოღონდ კარგი ზღაპრული, ისეთი არა ბავშვობაში რომ მიყვებოდნენ ხოლმე. ისე, მე არც ბავშვობაში მიყვებოდნენ ნორმალურ ზღაპრებს, რაც მახსოვს სულ ჯალალ–ედ–დინზე, შაჰ–აბასზე და ქართველ მეფეებზე მიყვებოდა ხოლმე ბებია თუ დეიდა :წუბ:

ჰოდა, ეხლა მე თავად ვიმოგზაურებ ზღაპრის სამყაროში.

მე ვიქნები კონკიაც და მზეთუნახავიც, ოღონდ ჩემი პრინცი უკვე ნაპოვნი მყავს და ეს–ესაა მინდვრის ყვავილების თაიგული მომართვა . გენაცვალე :*

მართალია თაიგული ციცქნაა, მაგრამ “პატარა და მუშაო” ნათქვამია :დ  თავისი მოვალეობა შეასრულა : მე გამამხიარულა და აჩომ დამატებითი კოცნა დაიმსახურა :დ

ეს ჩემი დღევანდელი მონაპოვარია . მე მომწონს და თქვენ? :პ და ყვავილები თანდათან გაიზარდნენ …

ეს კი ჩემი ცხოვრებისეული მონაპოვარია, მე მარტო კი არ მომწონს, მიყვარს და თქვენ მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ, არ მოგეწონებათ თუ რა იქნება, მე სულ … :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში

Posted by vekoo on აპრილი 13, 2010

“თუ გიყვარვარ, დალიე”, “ასე გიყვარვარ ?” ან სულაც ” არ გიყვარვართ? ” – ესაა კითხვები, რითიც ხშირად დალევას აძალებენ … ასეთ დროს ჩემი ტრადიციული პასუხია: “შენ ჩემ სიყვარულს ღვინოთი/არყით/სულ ერთია როგორ ზომავ?”  და შეძლებისდაგვარად ვიშორებ დალევას.

ეს სურათი ახსოვს აქ ვინმეს?

ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა მე და აჩოს 14 აპრილს, სიყვარულსაც კი ერთი დღით დავასწარით , უფრო მაგრები ვართ : დ

ჰოდა, დღეს 14 გვეგონა 13ს ნაცვლად და ჩვენთვის აღვნიშნეთ .   პირველივე ჭიქა მე გავხსენი სადღეგრძელოთი… სადღეგრძელო ქვია, თორე მარტივი ნატვრა იყო , ნატვრა, რომელიც ორივეს დიდი სურვილი გვაქვს აგვიხდება ,  უბრალოდ იმედების გამართლება ვისურვე და სიმბოლურად ოდნავ მოვწრუპე … ( ვსო, მოკვდა ის დრო ვეკო რომ დიდი მსმელი იყო : დ )

ჯერ აჩოზე მიდგა , რა თქვა აქ არ დავწერ, რას ვგრძნობდი არც იმას …   არ ავწერ არც სიტუაციას , მარტო ჩვენ ორნი …  ბოლოს, მე თვითონ ვუთხარი ის ფრაზა, ასე რიგად რომ არ მიყვარდა ხოლმე სხვა დროს … :

ვეკო: “ვნახოთ აბა, როგორ გიყვარვარ და  როგორ დალევ ” : )))

აჩო: ” შენ გგონია, ვერ დავლევ? მთლიან ბოთლს დავცლი ”

ვეკო: ” რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ  : )) ”

მოიყუდა ბოთლი და ვუყურებდი როგორ ჩადიოდა სითხე, იცლებოდა ბოთლი და აჩო არ ჩერდებოდა : დ  ლოთი რომ არაა ვიცი, ისიც ვიცი, რომ დალევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ბოთლს არაყს თუ მოიყუდებდა და ამოუსუნთქავად დალევდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ძაან რომანტიკულად აღვწერ მე ეხლა ამას, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ … რძიანი რა, სიყვარულით გაჯერებული .

აჩო კი სვავდა იმ ბოთლს და თვალის დახამხამებაში ჩაცალა…

–”აი, ნახე როგორ მიყვარხარ ” .

“სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია”–ო, უთქვამთ დიად სტანდარტებს  და გადამეკეტა : დ  მთლიანის ჩაცლა ხუმრობა ხო არაა :დ

ხოდა, დამჯდარს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე შემიბუჟბუჟდა ჩემი ჭუკლი :პ

გადასარევი სიმთვრალე გაქვს აჩოს, მთვრალ ხალხს იმენა ვერ ვიტან ორგანულად, მაგრამ აჩოსთვის  გამონაკლისს ვუშვებ :პ

გა–და–სა–რე–ვი ! ! !

ისედაც მხიარული ბიჭია და საერთოდ გაგიჟდა , ნუ, პოზიტიურად გაგიჟდა,  ვუყურებდი და მიხაროდა ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი … პატარა  ონავარი ბიჭივით უკიაფებდა მაყვალივით  თვალები.

გაგრძელება აღარაა საინტერესო :პ

ჯუსტ სურათები.

ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ , დღევანდელი სურათია და ამ თარიღისათვის სიმბოლური :პ

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, კარგად ვიმხიარულეთ. არაფერი ჯობია, როცა გვერდით მხიარული ადამიანი გყავს, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე და ამასთანავე ბავშვივით გადარეული. და თუ +ამას მთლიანი ბოთლი არაყიც ექნება დალეული, სუნს აიტანს კიდე როგორმე კაცი : დ

აქვე ჩავაკვეტებ გუშინდელ ჩვენ ვოიაჟსაც,  უკვე ბერი ნახავდა, რომ მე, აჩო, მარი და ნათია ციყვებში გახლდით პრეშეკრებისეულ შეკრებაზე .

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დილით მაღლივში ჯერ მე, მარი და აჩო შევხვდით, იქ ჩვენთვის ვიპოზიორეთ : აჩოს სიყვარულში არ ვუტყდებოდი და მე–10 სართულიდან  გაღებული ფანჯრიდან გადაკიდებას დამპირდა : დ

მერე ცოტა მოვთაფლე, მთავარ სკამზე დავაჯინე და გაიტრუნა ბიჭიც :დ

ეს რაღაც  სურათი განსაკუთრებულად მომწონს

ბოლოს ნათიაც შემოგვიერთდა და ციყვების გასაცნობად წავიყვანეთ . ჩვენ სამს ერთი ფორუმი გვაერთიანებს, მარიც  მაღლიველია და ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ნათუშკები კი ფაქტიურად, იმ დღეს გავიცანი ლაივში , ძალიან საყვარელი  გოგოა, შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა ( სად გამახსენდა ეხლა ნეტა ეს სიტყვა : დ )

რაღაცა, ბოლო 2 დღეა მშვენიერი განწყობა მებედება, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 14 Comments »

ელ–ფოსტა

Posted by vekoo on აპრილი 7, 2010

რატომ დავძვრები იქ, სადაც არაფერი მესაქმება?

რატომღაც, ყოველთვის მაინტერესებს ძველი ელ–ფოსტები … ჩემიც და სხვისიც : პ

რას არ ნახავს კაცი იქ : ))

პ.ს. ბლოგზე იდეების გენერატორი გადამეწვა  .

ბაბუას სასაფლაოზე, 2010წ. აღდგომა.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 4 Comments »

changes in my life …

Posted by vekoo on თებერვალი 22, 2010

თურმე გავიზარდე, გავიზარდე და შევიცვალე. ამას ერთი მარტივი მაგალითის საფუძველზე მივხვდი.
მეგობარი მყავდა, სკოლის დამთავრების ასაკში მასზე ახლობელი ერთეულები თუ იყვნენ ჩემთან, ჩემ “მეორე მეს” ვეძახდი …
ჩემი იდეალი არასოდეს ყოფილა, არც რჩევას ვეკითხებოდი მას, მითუმეტეს, მაშინაც არ მოსწონდა ის ბევრს … მაგარამ მე მისი არაფერი მაღიზიანებდა …
მისი არანორმალური საქციელი არ ყვიროდა ჩემში… არ მიჩენდა პროტესტის გრძნობას …

გავიდა დრო… დავამთავრე სკოლა …

მე ჩავაბარე…

ის არც ეცადა … მერე საზღვარგარეთ წავიდა 2 წლით…

ერთმანეთი არ გვინახავს მთელი ეს დრო … ინეტში თუ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს…

ისიც ძალიან იშვიათად…

ამ დროის განმავლობაში მე სრულიად გამოვიცვალე გარემო, ტყავიც კი თურმე … ბავშვობის მეორე მეგობარი თვლიდა, რომ მე უნივერსიტეტმა შემცვალა ( თვითონ ვერ ჩააბარა, თან მე სადაც მინდოდა იქ მოვხვდი პირველივეზე და თან 100%იანი გრანტით, ის კი ვერსად ) … შეიძლება შურის მომენტიც იყო … არ ვიცი … დროს იშვიათად ვნახულობდი მასთან ურთიერთობისათვის…
არადა ერთი იმასთანღა ვმეგობრობდი რასაც ქვია და მეორე იმასთან, ვინც უცხოეთში წავიდა 2 წლით…

გავიდა დრო… ერთი … ორი წელი …

თეო ჩამოვიდა , სრულიად მოულოდნელად …

ჩვენი შეხვედრაც მოულოდნელი იყო … ურთიერთობა კიდევ უფრო მოულოდნელად გაგრძელდა … მოულოდნელი იყო მისთვისაც ჩემი ცვლილებელი … თურმე სრულიად გამოვიცვალე… ამას მეც კარგად ვისიგრძეგaნებ …

ის წავიდა 2 წლით და შეიცვალა მისი ისედაც დამახინჯებული ფსიქიკა თავაშვებული ცხოვრებით, ღამის კლუბებით … შეიძინა ექსცეnტრიულობა, რომელიც საშინლად მაღიზიანებდა … ეს უკვე მერე თავიდან, ჩამოსვლის პირველ კვირებში მხოლოდ ვაკვირდებოდი …

ვაკვირდებოდი როგორ მეგობრობდა იმ ხალხთან, ვიზეც ადრე ჩემთან ჭორაობდა… როგორ წავიდა ზაფხულში ქობულეთში მასთან ერთად  და ეს მეორე დაქალისგან გავიგე … ეტყობა, ისიც გრძნობდა ჩემ დამოკიდებულებას და ბევრ რამეს მიმალავდა …

რა ვქნა, ვერ დავიყენებდი სიფათს , რომ ყველაფერი რიგზე იყო, არ მსიამოვნებდა მისი ახალი მეგობრის კამპანიაში ყოფნა… რა გარანტია მქონდა, რომ ჩემზეც ისევე არ საუბრობდა მასთან, როგორც ჩემთან ჭორავდა თვითონ იმ საცოდავს, ამბობდა, რომ ქუჩაში მასთან ერთად გასვლის ცხვენოდა, რომ ყველაზე ამორალური გოგო იყო მთელ უბანში , რომ მეგობარი ბიჭები მასთან კონტაქტს უკრძალავდნენ … მერჩივნა ყველაფერ ამას გავრიდებოდი და შორიდან მეცქირა მათი სიამ-ტკბილობისათივს…

ამ წლების განმავლობაში ჩემი შეხედულების საზღვრებიც დაიხვეწა, აქამდე თუ ფართო იყო, მაგრამ რაღაც დოგმებით მაინც შემოსაზღვრული, ეხლა ეს დოგმებიც შემოიხსნა და დარჩა მარტო საღი აზრი… როცა თეო ამ საღ აზრს შეეჯახა, შეცბუნდა ძველებური პატარა გოგო რომ არ შერჩა ხელთ …

ასე ჩამოვშორდით ერთმანეთს რამოდენიმე თვით … იყო იშვიათი კონტაქტები …

მერე იმ ახალ გამომცხვარ დაქალსაც დაშორდა და ყველაზე მეტად რაც მეზიზღება ცხოვრებაში, ვიგრძენი როგორ უნდოდა ჩემთან დაბრუნება … მაგრამ მე ვინ ვარ ვინმე რომ განვიკიცხო, – ისე მივეცი ჩემგან წასვლის უფლება, არც არაფერი მიკითხავს და არც მითხოვია,უბრალოდ გადავუსვი ყველაფერს ხაზი , ვითომ არც არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას, დროებით მივაყარე სილა ყველაფერს … ჩემ “მეორე მეს” …

სამნი ვიყავით : მე, თეო და ლიკა (ვიზეც ზევით უკვე ვთქვი) . ლიკას დაბ დღეზე 2 თვის წინ ერთად წავედით … ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემთან დაბრუნებას … უკვე ძველ მეგობრობას მახსენებდა : “ვერო, გახსოვს, ჩვენ ხომ მეორე მეები ვიყავით” 😐 მაინც გავატარე ეს ლაპარაკი … ასეთი გავხდი, გისმენ მაგრამ არ ვიგებ რას ამბობ … გისმენ გულს გარეთ … მეგობრობა უნოდა? ჰოდა, მივეცი ნება თვითონვე მოეშორებინა სილა, რომელიც ადრე მივაყარე …

მას მერე დღეს ვნახე … ჩემთან იყვნენ ორივე. თითქოს, გამიხარდა ძველი მეგობრების სახლში სტუმრება, მეგონა ძველებურად დავსხდებოდით , ჭიქა ყავაზე წავიჭორავებდით .

როგორც იტყვიან ფატალური იყო შედეგი : შემოსვლიდან რამდენიმე ხანში ჩემ ოთახში გადმოვედით კომპიუტერთად და მას მერე მე დავიკარგე. ერთად იშვიათად ხვდებიან კომპთან და წავიდა ვიღაც ვიღაცების ჩვენება, მოსავლის აღება, თავის დაფასება უცნობი ბიჭის გაცნმობის სურვილებზე და მსგავსები  :უჟაააას:

მე გამოვეცალე … ისევ შორიდან ვუყურებდი … მერე წამოვწექი ლოგინზე და ჩემთვის ვიპოზიორე , – ყველაზე ნაყოფიერი მგონი ის იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გაკეთებულ დასკვნებს თუ არ ჩავთვლით.

თქვენც გააკეთეთ რამე დასკვნა? გამიზიარეთ … ძალიან მაინტერესებს.

დასასრულს კი, ამ გამძლეობისთვის ბონუსი ჩემი იმ დროს გადაღებული სურათები იქნება , რითიც ამ პოსტს ვაფორმებ კიდეც …
შეხვედრამდე .

ეს კი თეოა, რომელიც მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს , მერე რა, თუ ისევ ძველებურად აღარ ვუყურებ მის ხასიათს , – გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია.
უბრალოდ მიყვარს და უბრალოდ …

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 15 Comments »