ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ფილმი’

Jennifer’s Body

Posted by vekoo on იანვარი 30, 2011

დღეს ერთი პოსტი უკვე დავწერე, მაგრამ არ შემიძლია კიდე არ დავწერო. 

Jennifer’s body-ს ვუყურე.  Megan Fox-ზე ვა-ფანატებ : დ მხოლოდ მისი ხათრით გადმოვწერე.

ყოველთვის, როცა მეგობრებთან იქნებით, ღამეს გაათევთ ეს ფილმი არ გამოტოვოთ.

ერთ რამედ ღირს მარტო მისი მშვენიერი სხეული. ამ ცისფერთვალება შავგრემანზე ვიციკლები.

+თუ იზვრაშენკას როლშია ))

ფილმი ქალწულზეა, რომელიც როკერმა შერყეულებმა სატანურ რიტუალში გამოიყენეს და მიაგდეს.

ამის მერე მოვლენები ელვისებურად ვითარდება.  ასეთ ლამაზმანს ცოტა ბიჭი თუ ეტყვის უარს.

 

ხო, ნუ როგორც მიხვდით, ამ ბოლო დროს ბევრ ფილმს ვუყურებ და მერე ამ ფილმებში რამე ცხოვრებისეულს ვიჭერ ხოლმე. აქაც მთავარი მომენტი მეგობრობაა. ესეც ჯენიფერის მეგობარი -Amanda Seyfried:

ერთი წიგნის ჭია, მორცხვი და მოკრძალებული გოგონა, დაქალისგან სრულიად განსხვავებული. მაგრამ მათ ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომაც მუდამ ერთად არიან. ზუსტად ასეთი განსხვავებულობის გამო, ბევრს ისინი ლესბოებიც კი გონია.
წინა პოსტში ვწერდი : “ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს, მშობლების არჩევა კი არ შეგვიძლიათქო”. ისინიც მეგობრები იყვნენ და სწორედ ამიტომ ცდილობდა ეს ქერათმიანი ლამაზმანი “დაავადებული” დაქალის გონზე მოყვანას. ერთ მხარეს დაქალი და მეორე მხარეს – შეყვარებული.
სამწუხაროდ, ეს დაქალი – ჯენიფერი – საბოლოოდ ჩაითრია გრძნეულებამ და აი, ზუსტად მანდ დაერხა.
ის ყველაზე წმინდას შეეხო – მეგობრის სიყვარულს.

გადმოსაწერი ლინკი :FILM

Advertisements

Posted in ფილმოგრაფია, Uncategorized | Tagged: , , , , , | 21 Comments »

დედაზე – GRACE

Posted by vekoo on იანვარი 29, 2011

ჩემს ცხოვრებაში ერთი ამერიკელი რეჟისორის  პაულ სოლეტის როლზე მინდა დავწერო, ვინ ვინ და სწორედ მან დამაფიქრა დედის რაობაზე.

“გრეისს” ვუყურე, მოკლედ, ლაკონურად და ძალიან მარტივად დამანახა რას ნიშნავს იყო დედა და რას ნიშნავს  თხემით ტერფამდე გრძნობდე თავს დედად – სოცოცხლის მშობლად.

“წლების მანძილზე უნდოდა მედელაინს ბავშვის გაჩენა და როგორც იქნა დაფეხმძიმდა… მაგრამ როდესაც შვიდნახევარი თვის იყო უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც მისი მეუღლე და მუცელში ბავშვი შეიწირა. მედელაინი მაინც გადაწყვიტავს გააჩინოს, თუნდაც მკვდარი ბავშვი! ორ კვირაში მშობიარობს, მაგრამ ბავშვი არც ისე მკვდარია… მედელაინს პატარა გრეისი სახლში მიყავს, ბავშვს კი მოულოდნელად თმა სცვივა და კანი ეჭმუჭნება. დედა ცდილობს ბავშვს ძუძუ მოაწოვოს, მაგრამ გრეისი რძეს არ წოვს… მას სისხლი სჭირდება…”

წავიკითხე ანოტაცია და რიგითი “საშინელებათა” ფილმი მეგონა, ამიტომაც გადმოვწერე. მაგრამ შევცდი.

პატარა აუზში მედლაინი ბავშვს გააჩენს, პატარა მკვდარია და არ სუნთქავს, ჯოჯოხეთური ტკივილების განცდის მიუხედავად დედას  უნდა იყოს დედა . ბავშვს ექიმის უარის მიუხედავად მაინც აიყვანს ხელში, გულში ჩაიხუტებს და ის ამ დროს უბედნიერესია – არაფერი ყოფილა დედობაზე მშვენიერი.


მისი ცხოვრების გზა:

  • ცდილობს დაფეხმძიმდეს

  • საშინელი ავარია

  • და განაჩენი – The baby is dead

  • აუტანელი ტკივილები

  • მშობიარობა, მკვდარი ბავშვი ..

  • გრესი!

  • დედის სითბო თუ აუხსნელი ანომალია – გრეისი დედის ძუძუს პირში იდებს და წოვს.

  • სახლი

  • ბუზები, ბუზები, ბევრი ბუზები ბავშვის საწოლთან

  • She needs special food!

  • გამოწურული ხორცი, სისხლი საწოვარაში – დედას უკვე აღარ გამოდის ძუძუზე ნაკბენებისგან სისხლი.

სიყვარული უკვდავია , განსაკუთრებით კი დედობრივი გრძნობა. 

მედლაინი ყველაფერზე თანახმაა – ოღონდ ბავშვს არ მოაკლოს არაფერი – ცოცხალი სისხლი. ის თავს სწირავს ბავშვს.

დედობრივი მზრუნველობის  გამო კაცსაც კი კლავს, – მას ხომ გრეისის წაყვანა უნდოდა.

ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ძაან ჩამაფიქრა ამ ერთი შეხედვით უბრალო ფილმმა – როცა ხარ დედა და თავს გრძნობ მშობლად, არაფერია ამაზე ძლიერი.

იცვლი ცხოვრების წესს, აკეთებ გაუგონარ ამბებს, თავსაც კი სწირავ პატარას.

და ვინ იცის, დაუფასებს კი შვილი დედას ამაგს?

მე ხომ ასე არასოდეს მოვქცეულვარ.

ვინ იცის დედაჩემსაც რამდენი რამე გადაუტანია ჩემ გამო. ეხლაც რამდენ რამეზე ამბობს უარს ბავშვებისთვის.
მას ჩვენ ცხოვრებას ვურჩევნივართ. კი, ზოგჯერ ვჩხუბობთ, ყოველთვის ვაბრაზებ და ვეწინაღმდეგები, მაგრამ ის მაინც დედაა და ჩვენ მისი შვილები ვართ.

ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მეგობრები, ცხოვრების მეგზურები, მაგრამ მშობლებს ვერ ავირჩევთ.

ისინი არიან და ყოველთვის იასებებენ ჩვენთან ერთად, ჩვენში.

“ხელის გულზე კვერცხი ვის შეუწვავსო” – როგორი მართალი ყოფილა.

დედაჩემი ჩვენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს და მე ამას ვერ ვ აფიქსირებ, მგონია, რომ ეს ისდაც ასე უნდაიყოს, რადგანაც ის მშობელია და პირდაპირი მოვალეობა აკისრია.

მაპატიე დედა, მაპატიე ყველაფერი, მაპატიე ასეთი პოსტები.
ისიც მაპატიე შენი ამაგის დასანახად, იმის დასანახად, თუ რა შეიძLება გააკეთოს დედამ შვილისთვის ეს ფილმი რომ დამჭირდა

UPDATE : გადმოსაწერი ლინკი

Posted in ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , , | 7 Comments »

127 hours

Posted by vekoo on იანვარი 16, 2011

awwwww, უძალიანმაგრესი ფილმი, უყურეთ მძაფრი შეგრძნების ყველა მოყვარულმა , კიდე აააააააააააააა.

პირველად მოხდა, რომ ვუყურებდი მონიტორს და თან ვხტუნაობდი ემოციებისგან : D

არაფერს არ უმოქმედია ჩემზე ესე, როგორც ამას, ხერხსაც კი, – იმიტომ, რომ ამ ფილმში რეალური ცხოვრებისეული სიუჟეტია და ყველაფერი ნატურალურია : D

127 hours

http://avoe.ge/movies/one.php?mid=13941

მე ვუყურე აი აქედან: თავიდან ცოტა ბანძი ხარისხია, მაგრამ მერე ეგრევე სწორდება.

ამ ფილმში ესაა ცხოვრება, როგორიც ყოველთვის მიტაცებდა, როგორსაც ყოველთვის აღტაცებული ვუყურებ და როგორზეც ჯერ ისევ მოცნებობ .

[ და როგორსაც ეჭვიც არ მეპარება, ავისრულებ]

ნუ, მთლად დიდ კანიონზე ვერა, მაგრამ არც მაგის იმედს ვკარგავ, აი, მარტო იმ მიზნით, რომ მანდ ვიხტუნაო, მეც მოვხვდები არიზონას შტატში <3, ამ ფილმმა სხვა თუ არაფერი ის მაინც მასწავლა, რომ კოლორადოს დიდი კანიონი იქაა :დ

ჰოდა, ასე რა. უყურეთ ყველამ, მე გირჩევთ.

ფილმი რეალური ისტორიაა და დაფუძნებულია მთამსვლელი აარონ რალსტონის 2003წლის გასაოცარ თავგადასავალზე, ფილმის სიუჟეტი მთებში ვითარდება, ალპინისტ არონი კანიონზე ეგზოტიკით ტკბება და ხელი ორ ლოდს შორის ეჭედება. 5 დღის განმავლობაში ის ერთ ადგილსაა მიჯაჭვული ხელით და თავის ცხოვრებას აფასებს [ჩართულია ფსიქოლოგიური ელემენტები+ 1 მანქანაში 20 შიშველი თინეიჯერი] .

ხო, დიდი პლიუსი, ფილმი ბლოგერებისთვისაა, აარონი ხო ვლოგერია – ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებდა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშნველო მომენტებს კადრზე, ასევე იღებს მთელ ველოსიპედით მოგზაურობას დიდ კანიონზე და ბოლოს, ორ კლდეს შორის თითით გაჭედილი 5 დღის განმავლობაში წერს ე.წ. ვიდეო პოსტებს, სადაც დამკვრელიც თვითონაა და მოცეკვავეც :დ

Posted in ივენთ-განხილვა, ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 6 Comments »

to do list

Posted by vekoo on დეკემბერი 16, 2010

ისე მივეჩვიე უსაქმურობას როცა უნივერსიტეტში ან ენის ცენტრში არ მივდივარ, რომ მთელი დღე სახლში ვზივარ, ძირითადად 1-2 მდე ისევ პიჟამოებში ვარ და უკეთეს შემთხვევაში სკამზე მჯდომი, თუარადა (დღევანდელივით) კვლავაც საწოლში ვწევარ და ისე ვუყურებ რამე ფილმს. თან კარალიოკები მაქვს და იმას მივირთმევ დაახლოებით 15 ცალს მაინც :დ

დღესაც სანამ მომშივდებოდა ვიწექი და ძველ სერიალს H20-ს ვუყურე, არც თუ ისე შორეული ბავშვობა გავიხსენე :დ ჯერ 3სეზონი დევს სულ ავოეზე და ყველას მინდა ვუყურო.

მერე მიძინებულმა სინდისმაც გაიღვიძა ჩემში მამაჩენი რომ დაბრუნდა სახლში და to do list ჩამოვწერე:

To Do List :

  • თავი მოვიწესრიგო

  • ჩემი ოთახი დავალაგო

  • სახლი ზედაპირულად დავალაგო

  • “შკაფში” და უჯრებში ტანსაცმელები დავალაგო და გასარეცხები

  • გადავარჩიო.

  • “კორპორაციული ფინანსები” ვისწავლო

  • “ეკონომიკური პოლიტიკის” საპრეზენტაციო შესავალი დავწერო.

ერთი შეხედვით ძალიან ელემენტარული და მარტივი საქმეებია, მაგრამ წელი მომწყვიტა, უჟაას :დ

ჩანაწერები გახსნილი  word-იდან

4:31 შესანახად ჩანთების ჯიბეებს რომ ვბერტყავ, მაფცხიკებს, მტვერზე ალბათ : )

4:43 ოთახში ყველაფერი რიგზეა. ერთადერთი ტანსაცმელები ყრია ერთ ადგილას საწოლზე, >>> სხვა პუნქტი მთლიანად ტანსაცმელების მილაგებას ეხება და ამიტომ არ მოვკიდე ხელი, პირიქით, თუ სადმე სკამზე გადაკიდებული მქონდა, ისიც იქ საწოლის ბოლოზე მივაგდე.
საწოლის ის მონაკვეთი ერთი დიდი ბარდაგია, მაგრამ მთლიანობაში დალაგებულია. ერთადერთი გამოხვეტვა აკლია ))

4:50 უკვე მეორედ ვხვეტავ ოთახის უხალიჩო მონაკვეთს, შიგნით “მეორე მე” უკვე ჩამძახის, დაჯექი კომპთან, დაიკიდე დალაგებაო

5:02 მოვრჩი ოთახის დალაგებას. თითქოს არაფერი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ეხლა რომ წარმოვიდგენ, რომ ეს მთელ სახლში სიდიდით საშუალო და არც ისე გადატვირთული ოთახია და ასე დამქანცა, მთელი სახლის დალაგებაზე აშკარად ვერ გავქაჩავ მე.

პ.ს. ნახევარი საათი მოვუნდი და ეხლა სალოს ლოგინს გავხედე და ქოლგა ზედ გდია :  |  მადლობა ღმერთს, ეს ერთადერთია რაც დამრჩა :დ [იმედია]

5:09 ვსო, სახლიც “დავალაგე ზედაპირულად” . ბევრი გასაკეთებელი არც არაფერი ყოფილა – ჭურჭელი სანამ ამ თუ დუ ლისტს ჩამოვწერდი იქამდე დავრეცხე და სხვა ოთახები ისედაც დალაგებული იყო, მე უბრალოდ გადასაფარებლები გადავასწორე.
სამზარეულოში მამიდა დიასახლისობს და დანარჩენს ის იქ მიხედავს.

შემდეგი არის ტანსაცმელების დალაგება, რაც ისე, ისე ისე მეზარება რომ ეგრევე ვახტები.

წელის არეში ტკივილმა შემომიტია. Aრადა ერთი-ორი დავიხარე ლოგინების და მაგიდის ქვეშ გამოხვეტვისას.

ჰო, წინ კიდევ უკვე ბრეინ ვორქები მელის >>> “კორპორაციული ფინანსები” უნდა ვისწავლო და “ეკონომიკური პოლიტიკიდან” სახელმწიფო ხარჯებზე შესავალი გავაკეთო ჩემი ორშაბათის პრეზენტაციისთვის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2008-2009 წლებში” .

ეს პოსტი ამას ვეღარ დაელოდება და ეგრევე ვაფაბლიშებ, და იმედი მაქვს, მართლა ვისწავლი და ეხლა აქ თამაშებს და ფბ-ს არ გადავყვები.

Xო, კიდე ახალი გასართობი მაქვს >>> ჩემი ახალი და საყვარელი ბლოგერის ძველ პოსტებს ვკითხულობ. Mე თუ მკითხავთ, სწორედ ისაა ბლოგოსფეროს მთავარი დივა _ ბრწყინვალე ქალია – აქვს მშვენიერი ოჯახი, აწყობილი კარიერა, მოსიყვარულე ქმარი და საყვარელი პაწაწუნა შვილი )) ხო, კიდე საერთო ინტერესები გვაქვს, რასაც ის ანხორციელებს და მე (ჯერ) ვერა. წარმატებები თაა ))

დაახლოებით ასეთი ავეჯი მინდა საწოლ ოთახში - ბევრი-ბევრი თაროებით და უჯრებით

პ.პ.ს. ამასობაში მომშივდა. ძირითადად ჩემს ოთახში აქვე კომპთან მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე მენანება იატაკის დანაგვიანება :დ ბედის ირონია :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 9 Comments »

hello (part2)

Posted by vekoo on აგვისტო 31, 2010

გამარჯობა -ს გარეშე !

გადავეჩვიე უკვე პოსტების წერას. უბრალოდ, ჩამოვედი.

ყველა მომენატრეთ, ერთი სული მაქვს როდის გნახავთ, ჩაგეხუთებით და მოგესიყვარულებითთქო არ მოგატყუებთ : D

მაგრამ საყვარელი ბლოგერები მართლა მომაკლდით )) იმდენად, რომ შეკრებაზეც წამოვალ : D გაჩუქებთ ჩემ ძვირფას დროს : D

არა, ზაფხულს არ გავუენამწარებივარ, უბრალოდ, უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის , არადა მისალმებაც საჭიროა .

მას აშე : უჭუკლესი ჭუკლი ბლოგზეა !

P.S.  ან და სერჟ გოლონების “ანჟელიკას” კითხვა დავიწყე, სანამ “მაღლივი დამეწყება” დროს გავიყვან. ფილმები ვიცი, მაგრამ წიგნად წაგიკითხავთ? როგორია? კაკ ვსეგდა წიგნი ჯობია?

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 8 Comments »

The Skelaton Key

Posted by vekoo on მაისი 6, 2010

The Skelaton Key– ფილმი, რომელსაც როგორც იქნა ვუყურე და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრბა, უბრალოდ დაგლიჯა : დ  მაგრად ვისიამოვნე , ჯერ ისევ ტიტრები არ დამთავრებულა და მე ცხელ კვალზე გადავწყვიტე მინი პოსტის დაწერა.

დასახელება: The Skeleton Key / ყველა კარის გასაღები
ჟანრი: დრამა, მისტიკა, თრილერი
წელი: 2005
რეჟისორი: აიენ სოფტლი
როლებში: კეიტ ჰადსონი, ჯონ ჰარტი, პიტერ სარსგაარდი, ჯენა როულენდსი …
ქვეყანა: აშშ, Universal Pictures

მე ამ ფილმს როგორც “ჩონჩხ გასაღებს” ისე ვთარგმნიდი.

მსახიობები :

Kate Hudson – მომხიბვლელი ქალი , მშვენიერი მსახიობი და მოდელი .

დაიბადა ლოს ანჟელესში, გოლდი ჰოუნისა და ბილ ჰადსონის ქალიშვილი, კურტ რასელის გერი.

ვფიქრობ, მშვენივრად მოერგო როლს. თამაშობს Caroline Ellis–ს როლს, რომელიც ტიპიური ახალგაზრდა მიზანდასახული 25 წლის გოგონაა , რომელიც ინვალიდს უვლის და შემთხვევით გაიგებს, რომ ის პარალიზებული იყო რომელიღაცა რიტუალის მსვლელობის დროს. ეს რიტუალი ”ვუდუს” სტილში” იყო გამართული. ახალგაზრდა ქალი სცდილობს გამოიძიოს ეს და შიშის მომგვრელ საიდულოს წააწყდება …

ფილმი არაა ერთხელ საყურებელი და საინტერესოა .

მე მომეწონა, ძველია, მარა რატომღაც არ ვიცოდი .

.

როლებში :

Kate Hudson

Gena Rowlands

Peter Sarsgaard

Joy Bryant

John Hurt

ფილმის დასასრული იმდენად შემძვრელი იყო, რომ  ემოციებისგან კარგა ხანი ვერ განვთავისუფლდი …

არ მინდა ყველაფერი აქ დავწერო და წაიკითხოთ, ნახეთ ფილმი და თავად შეიგრძენით : გადმოსაწერილი  ლინკი .

Posted in ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 4 Comments »