ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ქალი’

შეგრძნება შიგნიდან

Posted by vekoo on ნოემბერი 30, 2013

გრძნობა, როდესაც ზიხარ შენთვის , სვავ ჩაის-ყავას ან სულაც მუხლებზე ლეპტოპი გაქვს შემოსკუპებული და საყვარელ გვერდებს ათვალიერებ. ამ დროს მხედველობა ქვევით გაქვს მიმართული. ქვევით, თუმცა არც იმდენად, რომ რაღაც დაინახო, რაღაც განსაკუთრებული.

მუცელი უცნაურად ირწევა, შიგნიდან რაღაც გაწვება და შენს კანზე სრიალებს, ოღონდ შიგნიდან. შემდეგ ისევ და ისევ.

ძალიან უცნაური და სასიამოვნო გრძნობაა.

ეს მოძრაობები არა “რაღაც” ზებუნებრივი ძალით, არამედ “ვიღაცის” ნება-სურვილით ხდება. შენ გრძნობ ხელის შეხებასავით სხეულზე, როგორ აატარ-ჩამოატარებს სხეულს შენში და გამოზნიქავს კანს შიგნიდან. საუცხოო შეგრძნებაა, თან როცა იცი ამას ვინ ჩადის.

ამ შეგრძნებების ავტორი – ელენე ეხლა ჩემს წინ დაბანცალებს, რომ ვუყურებ ძნელი დასაჯერებელია, ოდესღაც იმხელა იყო, რომ ჩემს მუცელში ეტეოდა.

საოცარი შეგრძნებაა.

ვცდილობ გამოვცნო ხელია, ფეხი, თავი, მუხლი თუ იდაყვის თავი : ))

Advertisements

Posted in პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 3 Comments »

ჩემი “კუმირები”

Posted by vekoo on მარტი 22, 2011

ანულიას შევპირდი და მეც მოვყვები ჩემზე. 

ყველაზე მეტად რაც მაკლდა ბოლო პერიოდში მიზანდასახულობა და საქმის კეთების სურვილი იყო, მომავლის მოწყობაზე მხოლოდ ვოცნებობდი და არ ვფიქრობდი.

საბედნიეროდ, ჩემს რეალობაში არის 2 ქალბატონი, რომლის ცხოვრების წესიც (ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავ და რასაც ისინი გვანახებენ) მისაბაძია ჩემთვისაც:

თაა და ანანო, მანცვიფრებს თქვენი მიზანდასახულობა!

თაა From http://www.taa.ge

თაამ უკვე აიწყო კარიერა, მაგრამ კვლავაც არ ჩერდება და სულ მეტს და მეტს ითხოვს ცხოვრებისგან, მემგონი ამიტომაცაა მისი პოსტები ჩემთვის საინტერესო – ვიგებ უამრავ სახალისო ქალურ ამბებს, ვხედავ საქმიანი ქალის ცხოვრებას, რომელსაც ყავს საყვარელი ოჯახი და აქვს საყვარელი საქმე. +ამ ყველაფერს მიაღწია საკუთარი მონდომებით.

მიყვარს თაა შენი სთაილიშ ბლოგი

 

 

 

ანანო, – იგივე ანულია, იგივე Coffee,  იგივე სანუკვარი will be მეზობელი  😉  –  ყავს ოჯახი და she’s her own boss :ბოლი: ამ გოგოში ყველაზე მეტად რაც იწვევს ჩემს აღფრთოვანებას, არის მისი ულევი ენერგია. ნუ, რაც მართალია მართალია , მე მისი შემართების შედეგზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აქვს ზღვა ფანტაზია. საერთოდაც, რისკიანი ლეიდია და ენთუზიაზმით სავსე. როცა თავის საქმეზე ყვება ვუყურებ და მიკვირს: ნუთუ 21 წლის გოგოს ველაპარაკები?!

დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს, მიყვარს და ძალიან მინდა ხშირად ვნახო ხოლმე, მაგრამ ვერ ვახერხებ : ((

თავის შესახებ ის უკეთ საუბრობს “ჩემი პრობლემა ისაა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად მოთმინება არ მყოფნის, დაწყება კი ძალიან მიყვარს. რომელიმე კაპიტალისტურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, გავხსნიდი კომპანიას, რომელიც მზა ბიზნესებს ჩააბარებდა კლიენტს : )”

რაც არ უნდა იყოს, ანანო, მე შენი მიზადასახულობით აღფრთოვანებული ვარ და ასე გააგრძელე 😉

ანანოსაც და თასაც ყავთ საყვარელი შვილიკოები ♥ , საყვარელი საქმე და გვერდით მზრუნველი მეუღლე, – ერთი შეხედვით ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ქალს ჭირდება ბედნიერებისათვის.

მე გისურვებთ, ეს ბედნიერება საუკუნოდ გაგრძელდეს, გისურვებთ თქვენი თავი არ დაგეკარგოთ ცხოვრებაში და ყველაფერი უკვე კარგად იქნება ♥ ♥ ♥

პ.ს. რაც შეეხება ჩემს გეგმებს და მიღწეულ შედეგებს, შემდეგ პოსტში …

Posted in ივენთ-განხილვა, მეგობრები | Tagged: , , , , , , | 10 Comments »

დედაზე – GRACE

Posted by vekoo on იანვარი 29, 2011

ჩემს ცხოვრებაში ერთი ამერიკელი რეჟისორის  პაულ სოლეტის როლზე მინდა დავწერო, ვინ ვინ და სწორედ მან დამაფიქრა დედის რაობაზე.

“გრეისს” ვუყურე, მოკლედ, ლაკონურად და ძალიან მარტივად დამანახა რას ნიშნავს იყო დედა და რას ნიშნავს  თხემით ტერფამდე გრძნობდე თავს დედად – სოცოცხლის მშობლად.

“წლების მანძილზე უნდოდა მედელაინს ბავშვის გაჩენა და როგორც იქნა დაფეხმძიმდა… მაგრამ როდესაც შვიდნახევარი თვის იყო უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც მისი მეუღლე და მუცელში ბავშვი შეიწირა. მედელაინი მაინც გადაწყვიტავს გააჩინოს, თუნდაც მკვდარი ბავშვი! ორ კვირაში მშობიარობს, მაგრამ ბავშვი არც ისე მკვდარია… მედელაინს პატარა გრეისი სახლში მიყავს, ბავშვს კი მოულოდნელად თმა სცვივა და კანი ეჭმუჭნება. დედა ცდილობს ბავშვს ძუძუ მოაწოვოს, მაგრამ გრეისი რძეს არ წოვს… მას სისხლი სჭირდება…”

წავიკითხე ანოტაცია და რიგითი “საშინელებათა” ფილმი მეგონა, ამიტომაც გადმოვწერე. მაგრამ შევცდი.

პატარა აუზში მედლაინი ბავშვს გააჩენს, პატარა მკვდარია და არ სუნთქავს, ჯოჯოხეთური ტკივილების განცდის მიუხედავად დედას  უნდა იყოს დედა . ბავშვს ექიმის უარის მიუხედავად მაინც აიყვანს ხელში, გულში ჩაიხუტებს და ის ამ დროს უბედნიერესია – არაფერი ყოფილა დედობაზე მშვენიერი.


მისი ცხოვრების გზა:

  • ცდილობს დაფეხმძიმდეს

  • საშინელი ავარია

  • და განაჩენი – The baby is dead

  • აუტანელი ტკივილები

  • მშობიარობა, მკვდარი ბავშვი ..

  • გრესი!

  • დედის სითბო თუ აუხსნელი ანომალია – გრეისი დედის ძუძუს პირში იდებს და წოვს.

  • სახლი

  • ბუზები, ბუზები, ბევრი ბუზები ბავშვის საწოლთან

  • She needs special food!

  • გამოწურული ხორცი, სისხლი საწოვარაში – დედას უკვე აღარ გამოდის ძუძუზე ნაკბენებისგან სისხლი.

სიყვარული უკვდავია , განსაკუთრებით კი დედობრივი გრძნობა. 

მედლაინი ყველაფერზე თანახმაა – ოღონდ ბავშვს არ მოაკლოს არაფერი – ცოცხალი სისხლი. ის თავს სწირავს ბავშვს.

დედობრივი მზრუნველობის  გამო კაცსაც კი კლავს, – მას ხომ გრეისის წაყვანა უნდოდა.

ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ძაან ჩამაფიქრა ამ ერთი შეხედვით უბრალო ფილმმა – როცა ხარ დედა და თავს გრძნობ მშობლად, არაფერია ამაზე ძლიერი.

იცვლი ცხოვრების წესს, აკეთებ გაუგონარ ამბებს, თავსაც კი სწირავ პატარას.

და ვინ იცის, დაუფასებს კი შვილი დედას ამაგს?

მე ხომ ასე არასოდეს მოვქცეულვარ.

ვინ იცის დედაჩემსაც რამდენი რამე გადაუტანია ჩემ გამო. ეხლაც რამდენ რამეზე ამბობს უარს ბავშვებისთვის.
მას ჩვენ ცხოვრებას ვურჩევნივართ. კი, ზოგჯერ ვჩხუბობთ, ყოველთვის ვაბრაზებ და ვეწინაღმდეგები, მაგრამ ის მაინც დედაა და ჩვენ მისი შვილები ვართ.

ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მეგობრები, ცხოვრების მეგზურები, მაგრამ მშობლებს ვერ ავირჩევთ.

ისინი არიან და ყოველთვის იასებებენ ჩვენთან ერთად, ჩვენში.

“ხელის გულზე კვერცხი ვის შეუწვავსო” – როგორი მართალი ყოფილა.

დედაჩემი ჩვენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს და მე ამას ვერ ვ აფიქსირებ, მგონია, რომ ეს ისდაც ასე უნდაიყოს, რადგანაც ის მშობელია და პირდაპირი მოვალეობა აკისრია.

მაპატიე დედა, მაპატიე ყველაფერი, მაპატიე ასეთი პოსტები.
ისიც მაპატიე შენი ამაგის დასანახად, იმის დასანახად, თუ რა შეიძLება გააკეთოს დედამ შვილისთვის ეს ფილმი რომ დამჭირდა

UPDATE : გადმოსაწერი ლინკი

Posted in ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , , | 7 Comments »

ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს

Posted by vekoo on ივლისი 20, 2010

ყველა კაცს ეტყობა ქალის ხელი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. გინდა არ გინდა ეს სიმათლეა და ამაში “Sweet November”-ის ყურების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი .

ამ სტატიას მე რომ არ ვწერდე და კრიტიკოსის თვალით ვკითხულობდე, ვიტყოდი : ” რა იცი, ყველა კაცი შენ ხომ არ გაგიცვნიათქო…”

-ჰო, არ გამიცვნია, მაგრამ შეუძლებელია შენ სულში , შენ ტვინსა და გონებაში არ დაილექოს ის, რაც ოდესმე მომხდარა და რასაც სუსტი სქესი ქვია.

აქ ვიცი აჩო შემეკამათება : – ” რა მნიშნველობა აქვს ვინ ან რა იყო, მთავარია მას რა ადგილი ქონდა კაცის ცხოვრებაშიო” . ხო ასეა აჩო, ამ აზრზე ხარ ხო?

მე კი ვთვლი, რომ რა ადგილიც არ უნდა ქონდეს ქალს კაცის ცხოვრებაში, იყოს დედა, და, მამიდა თუ მეზობელი, ჟინის დამცხრობი ქალი, შეყვარებული, საცოლე თუ უბრალოდ ის ქალი, ვისაც საკუთარ ვაჟიშვილობას “ჩააბარებს” კაცი, მაინც ილექება მისი გავლენა ტვინის ხვეულებში, ეს გავლენა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი – საერთოდ შეუმჩნეველი . და მისგან განთავისუფლება თვითმკურნალობას მოითხოვს. (ელემენტარული მაგალითი : მას, ვინც მხოლოდ როსკიპ დიაცებთან მეგობრობს, მერე პრობლემები აქვს ხოლმე პირად ცხოვრებაში …)

განსხვავება ე.წ. აღზრდის სტილშია, აღზრდა კი ჩვენი, ქალების კისერზეა ))

მაგალითი #1 : რატომ არიან აღიარებული ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენებად? ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანელი ქალბატონები ამას მიჩვეულები არიან და ეს მოლოდინი თანამედროვე ჯელტმენებს ასტიმულირებს მუდმივად თავაზიანობისაკენ.

მაგალითი #2 : ზოგი კაცი, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ქალს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება,მათ ეპყრობა ზუსტადაც რომ ცხოველივით. მაგრამ ზუსტად იგივე კაცები უცხო და რაფინირებულ მანდილოსნებთან უკვე იცავენ ეთიკის ნორმებს.

ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული გოგოებო, მომავალო ქალბატონებო და საქალბატონეებო, თუ როგორ მოგვექცევა სასურველი მამაკაციც და უბრალო გამვლელიც ქუჩაში.
ხომ გაგიგიათ ერთი ქართული ხალხური ანდაზა: “ქვევრს რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოგძახებსო”.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ქალი და მამაკაცი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

მაგრად ვარ, ჩუვერზ ! :D

Posted by vekoo on ივნისი 28, 2010

კარგად ვარ !

ზოგჯერ საჭიროც ყოფილა სისუელელეების ჩადენა. ზოგჯერ სისულელე ყოფილა “ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოვო”.

გუშინ იმნდენად დავიმუხტე უარყოფითად, რომ ცოტაც და გავსკდებოდი, კანიდან გამოვიდოდი. საწოლში ვბორგავდი, ლამის ისტერიკები დამემართა.

საშინელი რამოდენიმე საათი მქონდა .

ლამის ჭკუიდან გადავედი : D

ხოდა, რამოდენიმე “ცხელ გულზე გადადგმული ნაბიჯიც” დავიწერე ანგარიშზე .

მაგრამ , ეს ყველაფერი საჭირო ყოფილა 😉

დღეს დილით უკვე საშინელი მონატრების გრძნობით გავიღვიძე

გაღვიძებისთანავე სული მტკიოდა . გამოძინებამ მიშველა და დამავიწყა ყველა ცუდი, რაც კი რამოდენიმე საათის წინ ვთქვი, გავაკეთე ან ვაგრძნობინე.

ეხლა ?

ეხლა მე ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ქალი ვარ : P

ქალი ცბიერი უნდა იყოს, მაცდური და ეშმაკი – არაერთხელ გამიგონია .

დღეს კი მწვერვალებს მივაღწიე, კიდევ ერთხელ დავინახე, რომ რასაც მინდა , იმას ყოველთვის მივაწევ.

ჩემი რჩევა იქნება : თუკი იგრძნობთ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება და ცოტაც და გასკდებით ბოღმისა და ბრაზისგან, გამოუშვით ემოცია.
ნუ შეინახავთ მას ნურანაირი მიზეზით. (მთლად ჩემსავით უტაქობასა და უზრდელობაშიც ნუ გადახვალთ, რა იცით, ჩემსავით შეგხვდებათ კი იდეალური პარტნიორი? )
საბოლოოდ კი, მეორე დღეს ხელახლა იშვებით .
მე დღეს ახლიდან დავიწყე ცხოვრება და უბედნიერესი ვიყავი.

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 7 Comments »

"ქალი კალთაში მეჯდა"

Posted by vekoo on ივნისი 1, 2010

“–რომ გადახვალ , გააჩერე”.

“– შესახვევთან გააჩერე”.

“–ორის აიღე და ერთი მეტროსთან ჩამოვა”.

“– ვაჟას უდგება?”

ვაჟასაც ალბათ, უდგება . ეს და  სხვა  უამრავი  ფრაზაა ცნობილი რაც სამარშუტო ტაქსებთან ასოცირდება, “ჩვენებურად” თუ ვიტყვი, მარშუტკებთან.  ახლახან სალო წერდა ისტორიას  “ქალი გამოვიდა საღალატოდ” , რომელიც მარშუტკაში ვითარდებოდა .

დღეს ნაყოფიერი დღის მერე : დ სახლში ვბრუნდებოდი, ტრადიციულად წინ ვზივარ ხოლმე მძღოლის გვერდზე, ფანჯარასთან და  ნახევარ გზაზე მძინავს . ღამის 10 საათი ხდებოდა, იმ მონაკვეთზე ლამპიონები კანტი–კუნტად ანათებდენენ.

ქალი და კაცი ამოვიდნენ, ქალი ესე 25 წლის, კაცი – 30 . ფანჯრიდან შევათვალიერე და არ მომწონს ასეთი ჩაცმული გოგოები. დღესაც ამას ვამბობდი აჩოსთან, ვერ ვიტან როცა მაღალ გოგოს დიდი ტრაკი აქვს და ზაფხულში ბრეტელებიანი მაიკა, მოტკეცილი  ჯინსის შარვალი და “შპილკები” აცვია. ეს სამოსი კიდე იმიტომ მეზიზღება, რომ ეს მაიკა ზევით ადის და მთლიანი ხორცი უჩანთ წელზე და მუცელზე და მეზიზღება რატომღაც.  მაღლებზე მუცლის გამოჩენა  საძაგლობად მეჩვენება. დადიან და დაიკუზებიან ჯორ–ცხენებივით.

ნუ, ლეთ ით ევეი,  გადის რამოდენიმე წუთი , მძღოლმა მანქანა გააჩერა, 10 ლარიანი მიაწოდეს .

“რამდენის?”

“–რამდენსაც აიღებ, აიღე”.

მძღოლმა უკან გახედა და

“–ორნი მოდიხართ და რამდენი უნდა ავიღო”.

და მერე ეს  კაცი პასუხობს .

“– მთელი გზა კალთაში მეჯდა და რამდენსაც აიღებ აიღეო” .

ვიფიქრე ბავშვთან ერთადაათო. რატომღაც, მაინც გავიხედე უკან და ის კაცი და ქალი შემრჩა “ხელთ” .

P.S. მძღოლი პატიოსანი იყო და 1 კაცის აიღო. საინტერესოა  ის ქალი რამდენს აიღებდა? : D

Posted in განწყობისათვის, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , | 14 Comments »

როგორ იბადებიან "ზვიანგები"

Posted by vekoo on მაისი 26, 2010

გოგო იდეაში ქალია. ქალი მრავალგვარია. არსებობენ ქალების ასეთი კატეგორიებიც :  პანტერები და ქალი ვეფხვები .  ეს დაყოფა ახლა მოვიფიქრე, კიდე მრავალ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ მშვენიერი სქესი, მაგრამ ჯერ მხოლოდ პანტერები და ვეფხვები მჭირდება.

პირობითად “ქალი პანტერა” მისაღებია და სასურველი  ნებისმიერი გოგოსთვის, რომ საჭირო მომენტებში იყოს ხოლმე.

ეს საჭირო მომენტები კი რაც უფრო ხშირად იქნება მის ცხოვრებაში ისევ მისთვისვეა უკეთესი : დ .

ქალი პანტერა ერთნაირად იპყრობს საპირისპირო სქესის გულსა და … ა, უკაცრავად, ტვინს და ამასთანავე,  არც მისივე სქესისთვის რჩება შეუმჩნეველი : ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ გოგოების შურით სავსე მზერები “მაგარ გოგოს” რომ დაინახავენ ხოლმე …

ესე იგი შევთანხმდით, რომ ქალების ეს კატეგორია მისაღებია და მწვანე შუქი უნთია ყველა კუთხით .

ეხლა მინდა გადავიდე ქალ ვეფხვებზე, ზვიგენებზე თუ რაც გინდათ დაარქვით. ისე, ამის წერისას ერთი ძველი ისტორია გამახსენდა, მაშინაც ვწერდი “ზვიანგებზე” და ამის ნახვა შეგიძლიათ აქ.

რამ გადამაწვეტინა პოსტის წერა? გუშინ დილით ერთი მაგარი ვიდეო დააშეარა 2კიჯამ ფბ–ზე, სულ 6 საათის დადებული იყო,  10წუთიანი იყო და ბოლომდე ვუყურე : |   გოგოების რაზბორკა იყო და ვის სად ება და ვინ ვის რაში უდებდა ვერ გაიგებდით. საღამოს რომ მოვედი მინდოდა მეგობრისთვის მეჩვენებინა, მაგრამ აღბული იყო უკვე. ეტყობა, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამის გამოჩენა არცერთი მხარისთვის იყო ლამაზი და მოაშორეს ან მოაშორებინეს.  იმ დილასვე დაიბადა ამ პოსტის იდეაც, მაგრამ ეხლა უკვე რაზე დავწერო აღარ ვიცი, ფაქტები აღარ მაქვს : ((

სამაგიეროდ, დავსერჩე და უფრო ლაით ფორმებში

1) გოგოების ბანძი ჩხუბი და უფრო დაბალი დონე ლოლ

2) აქ გოგოების ჩხუბი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის და წინ უსწრებს ე.წ. “კაჩაობა”

3) აქ გოგოები მასვკაში წააყრიან ერთმანეთს და ამაზე სასაცილო სანახავი არაფერია : დ

ძირითადად, რამოდენიმე მიზეზი შემიძლია გამოვყო, რის მისაღწევადაც ზოგიერთს ჭირდება, რომ “იტიპოს” :

Why girls bully

Young women tease one another, spread rumors, and pick fights to be mean. Why? For most people, bullying is a way to feel better about themselves, feel important, and control other people. Young women also think they will be popular if they make fun of others and spread gossip. What they don’t know is that bullying is not cool!

რატომ ხდებიან თინეიჯერი გოგოები ჩხუბისთავები:

1 –  ყურადღების მისაქცევად – ბავშვობაში ხომ მათ ჩაგრავდნენ და “აჩმორებნენ”  მშობლებიც და თანატოლებიც, ხოდა გაიზარდნენ უკვე და თავის თავში იპოვეს იმდენი ძალა, რომ თვითონ შეიქმნან პერსონა და ამისათვის ყველანაირი ხერხებით იქცევენ ყურადღებას.

2 – რათა მიიღონ ის, რაც უნდათ –  ჩემი აზრით, ეს უფრო დაბალი “კასტაა” , როდესაც გქვია მშვენიერი სქესი, სუსტი სქესი, მუსკულებს არ უნდა ამარიაჟებდე და პირიდან სიმყრალე არ უნდა ამოგდიოდეს სიტყვების თუ ჰაერის სახით .

3 – რათა მოიხვეჭონ დაფასება – ასეც ხდება, ამ დონის განვითარების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც “შიში შეიქმს სიყვარულს” და ძალის დემონსტრირება მათზე უფროსობისა და მათ პატივისცემის მოპოვების ერთ–ერთ საშუალებაა.

4– რათა გახდნენ პოპულარულები – სამწუხაროდ,  ვინც ბევრს ყვირის, მართალიც  ისაა : |  ჯერ კიდევ ძველ რომში (თუ არ ვცდები) იყო მსგავსი სასამართლო, სადაც განსასჯელი იმის მიხედვით სამართლდებოდა, მისი მომხრეები უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ თუ მისი მოწინააღმდეგეები .

5– რათა დასაჯოს ის, ვისიც შურთ – მდაბიოთა ხვედრია ასეთი საქციელი .

6– ზოგიც სასაცილოდ თვლის სხვის გულის ტკენას და ჩაგვრას, მათთვის ეს სიამოვნებისა და გართობის წყაროა.

7– ხოლო ზოგიც სხვების მიმბაძველობით ათასგვარ სისაძაგლეს აკეთებს …

Posted in ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , | 8 Comments »

ანატომიური ცვლილებები ≠ მე უკვე დიდი ვარ (?)

Posted by vekoo on აპრილი 27, 2010

თურმე ვცდებოდი მაშინ, როცა თავი დიდი მეგონა. ვცდებოდი მაშინაც, როცა მეგონა, რომ უკვე გავიზარდე  .   ნეტა, ბევრი დავკარგე ამის გამო?  ახლა უკვე რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს. მთავარია , რომ მივხვდი.

დღეს ჩემ ბლოგზე კიდევ ერთი ვაზელინი შემოძვრა : |  ვაპირებდი უპასუხოდ გამეტარებინა,  მაგრამ ისევ ამ  “პატარაობის” გამო ძველი დრო გავიხსენე და ძველებურად ვუპასუხე. არადა ეს მაშინ, როცა უკვე მეორე ხმა ყურში ჩამკიოდა : ვეკო, გაატარეო.

პატარა ვარ თურმე : |

გავიზრდები ნეტა ოდესმე?

გაზრდაში არ იგულისხმება მარტო ის, რომ  ვატარებ 3 ზომა ბიუსჰალტერს, ვიცვამ  12 სმ–იან წითელ ფეხსაცმელებს,  2ზომით პატარა სექსუალური თეთრ პერანგს, შავ მოტკეცილ უკან ჩახსნილ კაბას და ცხვირზე  ზესექსუალური შავი ოპტიკური სათვალე მიკეთია .

გაზრდაში მე პიროვნულ ზრდას ვგულისხმობ .  ჯერ ისევ ბევრი მაქვს სასწავლი და

“მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ბევრი არაფერი არ ვიცი ; )  “

მე ზუსტად მივხვდი, რომ გაზრდა და “დიდობა” მარტო ანატომიური ცვლილებებით და ფიზიკური სრულყოფილებით არ გამოიხატება.

არც იმითი, რომ გგონია “მაგარი ქალი” ხარ.

არც იმით, ამას მართლა თუ გრძნობ , ან სხვა გრძნობს …რადგან, მაშინაც კი, როცა იცი, რომ ყველაფერი მიღწეული გაქვს, მიღწეულით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე .

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 18 Comments »

მონადირე ქალი თუ კაცი? და მხეცი? = D

Posted by vekoo on იანვარი 8, 2010

თვრამეტი წლის ქალიშვილმა უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება – მამაკაცები უნდა დასდევდნენ ქალს და არა  – პირიქით.

არც ერთი ჭეშმარიტად თავმოყვარე ქალი უფლებას არ მისცემს საკუთარ თავს, უკან აედევნოს მამაკაცს და საშუალება მისცეს მმისი გრძნობებით ითამაშოს. მაგრამ, ჭეშმარიტმა ქალმა ისიც იცის, რომ ამის გაკეთება აშკარად არ შეიძლება, თუკი ქალი ოსტატურად შენიღბავს ზრახვებს და საწადელს ისე მიაღწევს, მამაკაცი დარწმუნებული იქნება, რომ მან მოინადირა ქალი და არა პირიქით.

პრინციპი  ”მამაკაცი მონადირეა, ქალი კი მისი ნადავლი”, არ უნდა დაირღვეს. მამაკაცს მოსწონს როცა ნადირობს, მიეცით მას ამის საშუალება. მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ველური მხეცი, რომელსაც კვალში მონადირე ჩასდგომია. დაიმალეთ, გაიქეცით, იეშმაკეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ისე არ დაიმალოთ, რომ მან ვეღარ გიპოვოთ.

ახლა ფილოსოფიურ ჭრილში გადავიტან მსჯელობას:

ამბობენ კაცი მონადირეოა, თუ ასეა მაშინ ნადირობის ობიექტი ძირიტადად ქალი უნდა იყოს, და თუ ასეა თვალების ცეცება თუ თვალფთურის skill- ორივეს თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული, მონადირეს იმისთვის რომ სასურველი მოინადიროს, მოსანადირებელს იმისთვის რომ მონადირე შეარჩიოს და ვიღაც დაუბანელმა არ ამოიდოს იღლიაში (არ ვიტყვი როგორში).

ქალი თითქოს იპარავს როცა ასე იყურება, რადგან სხვისი თვალიერება მაინც არაა მისი ბუნებრივი პოზა, უფრო საკუტარი თავის სარკის წინ თვალიერებისთვის შეუქმნა შემქნელს. კაცი კი იტაცებს და არ იპარავს ასეთი მზერის დროს (თუ არ ჩავთვლით მორცხვ კაცებს, რომელიც ცივილიზაციის ნაყოფია, კაცის პირველსაწყისთან მორცხვობას ცოტა აქვს საერთო).

ალბათ, საინტერესო იქნება თუ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის მამაკაცის, როგორც ნადავლის სახე. თურმე, მაშინაც ყოფილან ფრიად ემანსიპირებული მანდილოსნები. საინტერესოა “ნადირობის სცენები” და მისი ახსნა – მონადირე მისდევს კურდღელს, სადაც კურდღელი ახალგაზრდა ჭაბუკის სიმბოლოა, რომელსაც არა აქვს “უფლება” დაუმორჩილებლობის – აი, თურმე საიდან “გამოიქცა “ფლეი ბოის” კურდღელი. ქალებიც ყოფილან მონადირეები 😀

ფილოსოფიური ტრაქტატივია რა…

ერთგვარი სტერეოტიპიცაა, რომ კაცი უნდა იცავდეს ქალს. მრავალი სტერეოტიპი აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ დროდადრო ვხვდები ( ჩემს გარშემომყოფთა მაგალითებიდან), რომ ეს სტერეოტიპები იმსხვრევა.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ფილმი “გაიქეცი ლოლა გაიქეცი”. ფილმში კაი ტიპი ებმება შარში, სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი შეყვარებული ძვალმსხვილი ლოლა შუასაუკუნეების რაინდივით შეუპოვრად იღწვის მის დასახსნელად პრობლემებიდან.თუმცა ტენდენცია სრულიად ასეთიც არაა.

აშკარაა რომ მოდაში სულ უფრო და უფრო შემოდის ქალები ვიწრო თეძოებით და მოკრძალებული მკერდით: კიარა ნაითლი, ნიკოლ კიდმანი, ჰილარი სვონკი, ქეით ბლანშეტი. ეს ალბატ ცხოვრების ტემპის დაჩქარებით არის გამოწვეული და ნათელია, რომ ქალმა როგორც იქნა გააღწია სამზარეულოდან და საქარგსაქსოვ საკერავიც გააგდო ხელიდან. მაგრამ ამასთან სულ უფრო აშკარად გამორჩეული ადგილი რჩებათ ქალებს ქალური გარეგნობით: სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ვინსლეტი.

ყველა თეორია და რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდებათ. როცა სიყვარული მოდის, გონება გულის ტყვეობაში ექცევა და ძნელია სიტუაცია შენს სასარგებლოდ მართო. არავინ გეუბნებათ, რომ საერთოდ არ უნდა შეიყვაროთ, მაგრამ ეცადეთ ამ სიყვარულში თავით არ გადაეშვათ, თორემ შესაძლოა კისერიც მოიტეხოთ.

ურთიერთობის დაწყებისას ყველა მამაკაცი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულია, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც მალევე  ქრება. იმედგაცრუებიდან სასოწარკვეთამდე კი ნახევარი ნაბიჯია. შეიყვარეთ _ ამას ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ მოახერხეთ ისე, რომ ბედნიერებისაკენ სავალი გზა ეკლებით მოფენილი არ იყოს. რათქმა უნდა მამაკაცმა თქვენგან სითბოც უნდა იგრძნოს, მაგრამ თქვენი დაკარგვის შიშიც უნდა ქონდეს. ცოტას თუ აეჭვიანებთ, ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.

და ბოლო, რამაც ამ პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რაც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ კაცებმა თქვენზე დაკისრებული მოვალეობების გამო, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერასოდეს გაიგებთ იმ ტკივილს, რასაც სერიოზულ შეხვედრაზე მიმავალს “კოლგოტზე” თვალის წასვლა ქვია ( 😉 )

ჰო, პ.პ.ს. სულ ცხელ-ცხელი ინFო მაქვს გოგოებისთვის, გავიგე დახეული კალგოტკები შემოდის გაზაფხულიდან მოდაში, ასე რომ, არ ჩაყაროთ მათში ხახვი, ნიორი კაკალი, თხილი da ნუ გადაყრით მათ 😀

და ბოლოს, მცირე გადახვევა მათთვის, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია მონადირის ამპლუის მორგება:

შეუძლებელია – ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც იმალებიან ”პატარა” ადამიანები. მათთვის უფრო ადვილია იცხოვრონ და შეეგუონ, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ რაიმე შეცვალონ.

შეუძლებლობა – ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა.

შეუძლებლობა – ეს არ არის განაჩენი. ეს გამოწვევაა.

შეუძლებლობა – ეს არის შანსი გამოავლინოთ საკუთარი თავი.

შეუძლებლობა – ეს არ არის მარადიული.

შეუძლებელი – შესაძლებელია!

მოინადირე, რათა დატკბე მიღწეულით 😉



Posted in Uncategorized | Tagged: , , , | 5 Comments »