ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ქორწილი’

2011 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on იანვარი 1, 2012

განვლილი წელი მინდა შევაჯამო…

2011 წელი ძალიან, ძალიან  მშვენიერი გამოდგა ჩემთვის, უამრავი სასიამოვნო სიახლე შეემატა ჩემს ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი სიახლეების წელი იყო, უმთავრესს გამოვყოფ:

  1. ჩემი და აჩოს ქორწილი,

  2. რიგით მეორე უნივერსიტეტის დამთავრებაა

  3. ჩემთვის დიდი მიღწევა იყო ამ წელს მერიის საფინანსოში სტაჟირებაზე აყვანა

  4. შემდეგ ადგილს ბიგ–ბენ სქულის დამთავრებას  მივანიჭებდი

  5. ლოგიკურად შემდეგ ადგილზე  ბაფის ბუღალტერიის დამთვრება უნდა იდგეს :დ

  6. და უკვე შემდეგ მოდის  მუშაობის დამთავრება ლიბერთი ბანკში :დდდდ

  7. და საბოლოო ადგილს იკავებს მუშაობის დაწყება ლიბერთი ბანკში :დ 

    ამ სიაში კიდევ  არის ერთი ადგილი ასევე უმნიშვნელოვანი მოვლენისათვის, მაგრამ ამაზე შემდეგ, ჯობია ჯერ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე. 

იანვარი 2011 წ.:

თვე კი არა წლის პირველივე დღე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის,  სამაგიეროდ ამ თვეში ვისწავლე როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან, რამდენია მეგობრის ფასი, რა ძნელია გადარჩე მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე.
კიდე ვისწავლე, რომ  მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას ვამოტივებთ, ხელში მოტივირებული იდიოტი შეგვრჩება.

იანვარში  მქონდა საშინელი ალერგია და გამიჩნდა დიდი სისხლისფერი გამონაყარი

ამ წელს 11 იანვარს პირველად იყო აჩო ჩემთან სახლში ოფიციალური ვიზიტით და ყველაფერმა როგორც პოსტში ვწერდი 10/10–ზე ჩაიარა ^_^

იანვარშივე დამესიზმრა ვასასი

ამავე თვეს დავწერე ჩემი ყველაზე სასაცილო პოსტი მიმართვა ქ–ნი ეთერისადმი :დ

ხო, ამ დროს დავიწყე გაფრიკვა მეფან ფოქსზე.

პრინციპში, იქამდეც ყურებამდე ვიყავი შეყვარებული:

“დატკბი იმით, რომ ეს მონატრება ორმხრივია”–ო .

მომწერა და რა ჩარა მაქვს, რომ არ დავუჯერო …

საშინლად შენ ხასიათზე ვარ … ”  , – მივწერე მე  .

თებერვალი 2011წ.:

თებერვალში რატომღაც დავკავდი ადამიანების კასტებად დაყოფვით და უნებისყოფო მსუქნებისადმი შეგონებით. ისევ მეფიქრებოდა და მტკიოდა ძველი მეგობრები

ისევ და ისევ სიგიჟემდე მიყვარდა და მენატრებოდა – მებევრება.

თებერვალში  გადავდგი 3 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან და გავაკეთე საკუთარი თაიმქიფერი.

სამაგიეროდ 7 თებერვალს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი და ამ დღეს  პირველად ინატრა აჩოს მამამ კიდევ ერთი შვილი – ნეტა მარტო 1 არ მყოლოდაო– თეთრი ბინტები… და  ტრადიციულად  საჩუქრები სიყვარულის დღეს.

მარტი 2011წ.:

დავფიქრდი იმაზე თუ რას ვაკეთებ და ვინ არიან  საერთოდ ბლოგერები – დასკვნებს რაც შეეხება ზოგჯერ აფსოლიტურად ვეთანხმები , ზოგსაც კატეგორიულად არა და ეხლა რომ წავიკითხე კარგად დავცინე საკუთარ თავს. მაგრამ ესეც ჩემი ფიქრები იყო 10 თვის წინ.

როგორც ჩანს, მარტის თვე კრიტიკის სურვილის გაღვივების პიკი იყო ჩემ თავში და კიდევ ერთხელ გადავწვდი ამჯერად უკვე მოდას უაზროდ აყოლილ ადამიანებს, თუმცა, არც უნებისყოფობისგან გასიებულები გამომრჩენია : (

როგორც ყოველთვის ისევ ძალიან მენატრებოდა მეგობრები და მათთან გართობა.

თებერვალში დავწერე ჩემი ყველაზე დიდი ზიზღით სავსე პოსტი–ფართოდ გაფარჩხული ფეხები და ეხლა რომ წავიკითხე ჩემი თავის შემრცხვა: ზრდილობიანად რომ ვთქვა, რა ჩემი საქმე იყო … მემგონი მარტის თვე ცუდად მოქმედებდა ჩემზე :დ

ჰო, გაიღვიძა ბუნებამ და მეც ახალი საფიქრალი გამომიჩნდა ბუჩქებში ‘მონარნარე’ წყვილების სახით, ამის მიზეზი კი საქართველოში ასე ფართოდ ფესვგადგმული სტერეოტიპებია :/ .

და ამ თვეში ვიყავი ყველაზე დაკავებული :

9:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – ლექცია
10:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – სემინარი
11:00 რეკლამა და ფინანსები – სემინარი
12:00 მარკეტნგის საფუძვლები – სემინარი
13:00 საჯარო ფინანსები – სემინარი
14:00 მშვიდობით, მაღლივო
15:00 ბასს-ის კურსები წერეთელზე
17:00 i’m a free
20:00 მოსწავლე
22:00 ნანატრი თავისუფლება

აპრილი 2011წ.:

ამ თვით დაიწყო ჩემი “შრომითი აღმაფრენა”, თუმცა იქამდე კი აქტიურად დავიწყე ზრუნვა რიქვესთების შესრულებაზე და რამოდენიმე ბლოგერს დავეხმარე გაეხადათ თავისი ბლოგი პოპულარული.
საკუთარი თავის “გა–პოპულარულებისათვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალზე ზრუნვაა და გაზაფხულის დასაწყისში მეც აქტიურად ვსტუმრობდი სოლარიუმს ანანოსთან ერთად. ასე გამიტაცა ჭეშმარიტად გოგოშკურმა ამბებმა და საბოლოოდ ის მივიღე რომ გადავიწვი :დ და ჯგუფიდანაც გამოვვარდი : ))
“ჭეშმარიტი გოგოშკა” კი დღესასწაულების გარეშე წარმოუდგენელია და მეც შესაბამისად აღვნიშნე ჩემი და აჩოს სიყვარულის 2 წელი.

რაც შეეხება საქმიან ნაწილს, აპრილში დამირეკეს ლიბერთი ბანკიდან და გასაუბრებაზე დამაიბარეს, ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ბანკის გამო მერიიდან წამოვედი, სადაც საფინანსო განყოფილებაში ვიყავი სტაჟიორად და საბოლოოდ დარჩენის შანსი მქონდა (თურმე), მაგრამ მაინც წამოვედი და ამას ეხლა ვნანობ :დ

და ყოველთვიური განუყრელი შოპინგი .

მაისი 2011 წ.:

განსაკუთრებული თვეა და ძალიან მიყვარს,  (ალბათ) იმიტომ, რომ 15 მაისს  ჩემი დაბადების დღეა. წლევანდელი 15 მაისი ყველაზე განსაკუთრებული გამოდგა  და  ნიშნობის რეპეტიცია შედგა – აჩო  მამას დაელაპარაკა და ორივე უპრობლემოდ შეთანხმდა უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლაზე …

ჰო, მაისში ვწერდი ყველანაირ პოსტებს: აჯაფსანდლის სურნელდაკრულ ჰამერზე, სველ ლოკოკინაზე, ვწერდი პოსტ(ებ)ს პირდაპირ ლიბ.ბანკის სათაო ოფისიდან, ვწერდი მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილიც და ვულკანიზაციაშიც ცალფეხა მანქანაში.

ივნისი 2011წ.:

სასაცილო დამთხვევაა, მაგრამ ამ თვეში პირველი ორი პოსტი ჩემი ფიქრებია სასურველ სახლზე, სასურველ ტექნიკაზე– ნელ-ნელა ქვეცნობიერად ვემსგავსებოდი ქმრის დამყაჩაღებელ ცოლს :დ
12 ივნისს ოჯახით ვიყავით სტუმრად აჩოსთან და ყველამ ერთად დავთქვით ქორწილის თარიღი.
ამ დღიდან დაიწყო ჩემი საქორწილო ციებ-ცხელება და გამიჩნდა უამრავი საზრუნავირესტორანსა თუ საქორწილო კაბაზე.
როცა ყველაფერმა უკვე ხელშესახები სახე მიიღო, უკვე დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ დაიწყო ჩემსა და აჩოს შორის ყველაფერი


ივლისი 2011წ.:

სადღესასწაული თვეც დადგა :დ მცხუნვარე და სიხარულით გაჯერებული : ))
ამ თვეში სულ 4ჯერ დავპოსტე ბლოგზე, ერთ-ერთი ოძისში ”ვოიაჟი” იყო და მგონი ამ დროს გაგაცანით პირველად ჩემი ძმაც- სანდრო.

31 ივლისს აჩოს და მე გვქონდა ქორწილი ყველაფერი მშვენიერი იყო, ამაზე ვრცლად უკვე შემდეგ თვეებში ვყვებოდი …
აგვისტო, სექტემებრი, ოქტომბერი ფაქტიურად არაფერი დამიწერია ბლოგზე … ჩემი ცხოვრება ამ დროს გიჟურ რიტმში მიმდინარეობდა …

ოქტომბერი 2011წ.:
ოქრომბრის ბოლოს ისევ გამოვჩნდი ბლოგოსფეროში სიმბოლური პოსტით Reborn და ბევრი არაფერი, მაგრამ იმდროინდელი ემოციებიც დავამახსოვრე დროს.

ნოემბერში 3 თვიანი პაუზის მერე ისევ ერთი თვით დავიკარგე და დეკემბერში ისევ აღვადგინე ბლოგზე პოსტვის ტრადიცია.

დეკემბერი 2011წ.:

6 დეკემბერს მეღირსა და წამოვედი ლიბერთი ბანკიდან, ასე ძალიან იქ მუშაობის დაწყება არ გამხარებია, როგორც წამოსვლა გამიხარდა.
მერე უკვე მოვიცალე და ქორწილის შთაბეჭდილებებზე დავიწყე წერა, თუმცა მხოლოდ დავიწყე და გაგრძელება ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს :დ

Advertisements

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

ვეკოს ბლოგზე შემოპარული MrsMarch

Posted by March on ივლისი 27, 2011

მოგესალმებით ყველას, ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, ყოველი შემთხვევისთვის დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე MrsMarch  ვარ, ვეკოს მეგობარი. ჩემს შესახებ რამდენიმეჯერ ახსენა კიდეც პოსტებში და ალბათ თქვენ, ვინც მე არ მიცნობთ, შეძლებთ ჩემს გახსენებას. ეს ისე, შესავლის მაგივრად. 

  ჩემი თვალით დანახული სამზადისი რა თქმა უნდა ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ ბლოგის ავტორი და თვით ქორწინების ეპიცენტრი ვეკო მოგიყვებათ. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოიწყინოთ.

ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე ვეკონტაქტები ვეკოს და ისიც მთელი მონდომებითა და სისწრაფით ცდილობს მოასწროს ყოველი წვრილმანის მოყოლა. მოკლედ, სიტუაცია ასეთია: მოდის ვეკო, მიყვება, ვმსჯელობთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავდივართ (მაგ. მე: – აჩომ ჩაკვრები უნდა გააკეთოს ცეკვის დროს? ვეკო: – კი. მაგას გასმები ქვია ოღონდ. ქართულ ცეკვაში ჩაკვრები არაა.) და ბოლოს გვიხარია, გვიხარია! ვეკოს უხარია, რომ აჩოსთან ერთად იცხოვრებს, მე მიხარია რომ ახლოს იქნება, ვეკოსაც უხარია ეს და მოკლედ ვრჩებით გაღიმებულები!

ამჟამად ვეკო ნერვიულობის სტადიაშია, აჩო ამშვიდებს. =]

დარბის, დარბის, დარბის! 

კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა ვეკოს თავის ბლოგზე ექსკლუზივის უფლება წავართვა. მეც ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს ნანატრი დღე!

ვეკო! იმედია არ გაბრაზდები როცა შენს ბლოგზე შემოსული ამ პოსტს წაიკითხავ, ეს ჩემი პირველი გესთპოსტია, რომელიც  შემოპარვით დაგიწერე :* დილამშვიდობისა ვეკო! მიყვარხარ!

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ქორწილი | Tagged: , , , , , , , | 6 Comments »

პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2

Posted by vekoo on ივნისი 28, 2011

ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს 😀

წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))

მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))

ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.

დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.

ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.

2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.

პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D

იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.

დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.

შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.

სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი 😀

მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.

გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.

ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე.   ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D

ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს 😀 ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))

წინა დღეებში ვიყავით ქორწინების სახლში, გავარკვიეთ პირობები , რა საბუთები თუ თანხა იყო საჭირო და აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობის და 150 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერის გარდა (ეს ჩემთვის, თქვენთვის 150 ლარიანი ქვითარი უბრალოდ : D ) არაფერი ყოფილა საჭირო.

რადგანაც რესტორანი და დღე უკვე ვიცი, უკვე შემიძლია როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ გავუაროთ და ხელის მოწერის კონკრეტულ დროზეც შევთანხმდეთ, თორე არ მინდა დამაგვიანდეს და მერე ვინმე ჩაჯდეს ჩემ შერჩეულ დროში :  ))

ბონუსად მინდოდა ფლეშ-მობის ვიდეო დამედო, თუ როგორ ვაწერთ მე და აჩო ხელს , მერე კი გენერალურ საქორწილო ვალსს ვასრულებთ და ბოლოს გამგელებული მკოცნის 😀 მაგრამ რაღაც ჭედავს ჩემ ინეტი და არაფრით იტვირთება იუთუბზე.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორანი

Posted by vekoo on ივნისი 26, 2011

წინა-საქორწილო ციებ-ცხელება ნელ-ნელა გადადის პიკის სტადიაში.

ნელ-ნელა იმიტომ, რომ ლამის ყოველ საღამოს 12 საათამდე გამწარებულები დავრბივართ და ყველაფერს ვნახულობთ, ყველაფერს ვაფასებთ, ყველა შესაძლო შემთხვევებს განვიხილავთ … ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვათვალიერებთ საჭირო ნივთებს. ერთი სიტყვით სრული აურ-ზაური იწყება ჩემთან და აჩოსთან საღამოს 4-5 საათის მერე.

მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ნული : /

ჯერ რესტორანიც კი ვერ შევარჩიეთ რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა.

პარალელურ რეჟიმში არჩევს აჩოს მამაც, 2-3 დღის მერე ვხვდებით და ჩვენ-ჩვენ ვარიანტებს ვცვლით ხოლმე. მერე შემდეგ საღამოს მივდივართ და ერთმანეთის არჩეულ რესტორნებს დავივლით.

საბოლოოდ სულ ხდება, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ რაღაც გვაკლდება, რაღაც დაგვრჩენია გასათვალისიწნებელი, მის არჩევანსაც ძირითადად ინტერიერ-ექსტერიერის გამო ვიწუნებთ და ბოლოს ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.

ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა საბანკეტო დარბაზის არჩევა. არ მეგონა ამდენი დეტალის გათვალისწინება თუ მოგვიწევდა, მაგალითად


  • ზოგან სკამის საზურგეებს ვიწუნებთ

  • ზოგან სკამზე გადასაფარებლებს და

  • ზოგგან საერთოდ ზოგადად სუფრის გადასაფარებლებს.

  • ზოგან ჭურჭელი არ მოგვწონს

  • ზოგან მაგიდის შესაძლო განლაგებები

  • ზოგან საერთოდაც რესტორნის ფართია შეუსაბამო

  • ზოგან პარკირების ფართი აქვთ ნული.

  • ზოგან , ახლა უკვე ხო თბილისსა და მცხეთაში ლამის უკვე ყველა რესტორანი შემოვიარეთ და ყველაფრის თვითღირებულებაში უკვე მაგრად ვერკვევით, ხოდა ყველაფერი მისაღებია – დარბაზი არც ისეთი ლამაზი და ფართოა, მაგრამ ჯანდაბას, სცენის მდებარეობაც, მუსიკოსები საკაიფოდ უკრავენ, საჭმელების გაფორმება მისაღებია, პარკირებაც, დიზაინერიც ნორმალური ყავთ, მაგრამ ერთი ისაა, რომ ყველაფერი მაინც არაა იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ ქორწილში იყოს, ანუ უფრო დაბალი ხარისხისაა ერთი შეხედვით, მაგრამ არა უშავს, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდაც რამე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმხელა ფასს ითხოვენ, რომ აი პროსტა სისულელეა ბაზარზე არსებულ ფასებთა შედარებით. ამ კონკრეტულ რესტორნებს არ დავასახელებთ, ასეთი რამოდენიმე შეგვხვდა თბილისსში არაფრით რომ არ ბრწყინავენ და გამოირჩევიან სხვებისგან, მაგრამ აი ფასები აქვთ, გულიანად მეცინება ხოლმე.

ეტალონად მყავს ‘კრუიზი’ და მის ფასებსაც კი აჭარბებენ, რაც სრული სისულელეა, აი, ძაან მარაზმი, კაკ მინიმუმ ‘კრუიზზე’ 1/3-ედით ნაკლები მაინც უნდა ღირდეს წესით. ამიტომ აქამც ვსტოპდებით.

რაც შეეხება კრუიზს, ჩვენ რიცხვში უკვე დაგეგმილია ქორწილი, ოღონდ მათაც ბე ჯერ არ მიუტანიათ, ამიტომ საბოლოოდ პასუხი ჯერ არ იციან, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ის კლიენტები არიან, რადგანაც პირველად მათთან შეთანხმდნენ. რამოდენიმე დღე დარჩა სანამ მათთან საბოლოოდ გაარკვევენ სიტუაციას.

ამიტომ მაინც ვარჩევთ სხვა ვარიანტებს და რა ცუდია, რომ აი პროსტა გიჟს ვგავარ რა, ყველფრით მისაღები ვერ შევარჩიეთ. გუშინ საერთოდ ვფიქრობდი, დავიკიდოთ ქორწილითქო 😀 არც ამაზე ვარ უარზე უკვე 😀

დღეს ვრჩები კაბის პირველ ეტაპს, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ^_^

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 12 Comments »

ქორწილის თარიღი

Posted by vekoo on ივნისი 14, 2011

წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.

ჩემ მომავალს ფრთები შეესხა ^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..

ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდი სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .

გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.

ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე და ორმაგად მაგარი გრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა  ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))

აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.

კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:

  •  ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ

  • კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი  თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა.  ძაან სახალისო იყო და სანამ  ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.

  • ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ

  •  და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო.  თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს.  ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :

დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.

ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.

წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.

მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^

პ.ს. ფოტოები განწყობისთვის:

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , | 22 Comments »

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »

ქორწილი უჩემოდ

Posted by vekoo on თებერვალი 5, 2010

“წინ წასული მელაო, უკან ჩამორჩებაო” – ძველი ხალხური ანდაზა.

ზუსტად ეს სიტყვები აღმოხდა დედაჩემს წეღან დეიდასთან ლაპარაკს რომ მორჩა ტელეფონზე. მოკლედ გეტყვით რა ხდება:

ერთმა ჩემმა ნათესავმა, – გელამ, რომელსაც ყველა კონჩხოს ვეძახით, (ალბთ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარია) ცოლი მოიყვანა. ამ ზედმეტ სახელის ეტიმოლოგია საიდან მოდის ვერ ვხვდები, ალბათ კუთხურად ნიშნავს მეტისმეტად გამხდარს : D

ძაან მაგარი კაცია კონჩხო, ჰოდა ცოლი მოიყვანა და ეს რომ გავიგე უკვე გამიხარდა. თან წინა დღეებში ჩემი ძმის ნათლიის ქორწილში ვიყავი, იმანაც ცოლი მოიყვანა და მაგრად დამევასა იქაური სიტუცია : D მაგარი ვიხალისე სადღეგრძელოებს შუა “ტანცი-მანცებზე” : D

ხოდა, დაჟე რამოდენიმე მიზეზი მქონდა, რის გამოც მაგრად მიხაროდა წასვლა:

1- ჯერესერთი, კონჩხო სოფლიდანაა წარმოშობით და ქორწილსაც იქ გადაიხდიდა და ამ ზამთარში ხარაგაულში ჩასვლა ერთი დიდი ბედნიერებაა, თან იქ სულ თოვლია ამ დროს Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 4 Comments »