ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ღამე’

შავი მარმარილო – უკვე მქონია

Posted by vekoo on დეკემბერი 22, 2010

ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.

 

15 წუთის წინ.

ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :

” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”

” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.

15 წუთის შემდეგ .

ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.

ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.

გადმოვედით.

“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”

შევედით ))

“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”

მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.

“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .

“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …

1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.

ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.

სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.

“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.

მე ვიღიმი.

“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”

“კაი, წავიდეთ”.

წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.

“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”-  ის მიყურებს და მეთანხმება. 

მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.

აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:

“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.

არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.

“გულში, გულში მაინც.”

“მასე ისედაც ვიტყვი ))”

ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.

მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.

გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.

მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი. 

“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.

“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.

მე კი მჯერა, რომ  ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.

რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ.  ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია. 

გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .

ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.

Advertisements

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 10 Comments »

დღეს ღამე კოცონთან

Posted by vekoo on დეკემბერი 19, 2010

დაღლილი ვარ, სასიამოვნოდ გამოწურული.

არა, წვენსახვრეპ მანქანაში არ მოვყოლივარ და არც ბოლოს აღმოვჩენილვარ სადმე ბინძურ არხში, მაგრამ ბევრი ვიარე, ბევრი, ბევრი , ძალიან ბევრი.

კუს ტბიდან ზევით კოშკამდე და იმის იქით კიდე საკმაოდ შორს ფეხით ავბობღდი : O

ფრიად უჩვეულო გარემოში კი მოვხვდი,

“ვაა, გოგოოოო, რა კაია.” – უამრავ ბიჭში ყვავას წყალობით აღმოჩენილი ერთადერთი გოგოს სიხარულით შეძახილი

სასტავი? ერთი შეხედვით ენამყრალი ხალხი :დ [ sorry რომელიც ნახავთ :დ ] ნუ, როგორც ტიპიური ბიჭები, მაგრამ რაც მთავარია, აჩოს მათთან ყოფნა უყვარს და მეც ძალიან მესიამოვნა იქ რომ ავყევი.

ბოლი, ბოლი, ბევრი ბოლი, მწვანე ბალახზე აშიშხინებული სასისკები და კარტოფილები :დ [ სხვა მწვანე არაფერი ჩემ ბლოგს ვფიცავარ ]
ცეცხლმა მიმასვარკა, თვალი ვერ მოვწყვიტე მთელი საღამო.

ჩვენ 7 რომ ხდებოდა მაშინ ავედით, ანუ უკვე ღამდებოდა და ისეთი, ისეთი სასიამოვნო იყო ამ სიმაღლეზე, უღრან არა, მარა მიყრუებულ ტყეში ანთებული კოცონი, გარშემო ჩემთვის უცნობი ხალხი, რომლებიც ვგრძნობ, რომ პიზიტივით არიან დატენილები, მინი დინამიკი და “ზე ქულესთ” დიჯეი :დ
“სან-Fრანცისკოო” :დ

ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, ზოგჯერ ყელში ამოსული, მაგრამ ზოგჯერაც სასიამოვნო ჰანგები – ობრიგადოს psy.

ტანში მივლიდა ისე მინდოდა ძიგძიგი ცეცხლის გარშემო.

ცუდია აჩო რომ არ სვავდა – მანქანით იყო : ((   . ჩემი უდიდესი სურვილია, დროზე ავიღო მართვის მოწმობა, რომ მერე ბევრს, ძალიან ბევრს ვივლით ერთად ისე, რომ ის დალევს და მერე მე წამოვიყავან ^^

მინდა .

what a wondarful world

ხო , ნუ რაც მთავარია, ეგრევე გადასახედი თუ არის იქით მეთქი – ვკითხე 2კიჯას. და ნუ  რა თქმა უნდა, უკვე ტრადიციად ქცეული – უნდა გადახტე? :დ ერთხელ მართლა უნდა გადავხტე იმ მაღლივის ხიდიდან და ეგ იქნება :დ

წამოსვლისას ის უშველებელი გზა უცებ ჩამოვიარეთ, მმმმმმმ, ისეთი საყვარლობა იყო ფეხით სიარული/ჩამოსეირნობა იმ სიმაღლედან კუს ტბამდე, რაც მთავარია გზა ფართო იყო, მაგრამ დედანატირები :დ კინაღამ შეიწირა კიდევაც ერთის სახე :დ

მთლიანობაში – პოზიტივი . მთელი საღამო ლამის ვიჯექი და კოცონს ვუყურებდი, ხან ნაკვერჩხლებს ვეთამაშებოდი, ხან ბოლს ვემალებოდი, მერე ერთ კარტოშკას დავადგი თვალი და კარგად გამოვახმე და გემრიელად ვჭამე :დ თან დიეტურად, უმარილოდ :დ

ძალიან მინდა პახოდში წასვლა. 3 საძილე ტომარა ე.წ. სპალნიკი მე მაქვს, კარავი და ერთი საძილეც აჩოს აქვს და მსურველები გამომეხმაურონ და თუ არ გაიცხრილებით კასტინგზე, იქნებ თქვენც აგივიდეთ სახლში მისულს ტანსაცმელზე  კვამლის სუნი ^_^

P.S.  აუ, რა ცუდი გოგო ვარ, 10ში აჩოს დაბადების დღე იყო, არაფერი დავწერე იმაზე.  ამ დღეებში მოვყვები ალბათ .


Posted in ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »

გვასველებს

Posted by vekoo on ოქტომბერი 12, 2010

♥ ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ერთი… ორი… სამი … სწორი თმები სავარძელზე გადაწოლილა, დაზაგრული მკლავები ერთმანეთში გადახლართულა, იქით ორივე ხელი შავ და სრიალა საჭეზე.

“წვიმა მოგონებებს ასველებს …”

ნაცნობი მელოდია, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სასურველი სახე …

და ნაცნობი მისტიური მიდამო .

“წვიმის ნაკვალევში შენ სახეს , მე ვეღარ გავარკვევ რა მინდა … “ – იღვრება რომელიღაც FM-იდან ნაცნობი მელოდია . ნელ-ნელა მეც მიჭირს გავარკვიო რა მინდა

იქვე სათავარძელთან სათავსოში გადანახული ვისკი . ერთი, ორი, სამი ყლუპი და სასიამოვნო სითბო სხეულში.

რა ლამაზი ყოფილა ღამის თბილისი, ათასფერი მბჟუტავი წერტილი ჰორიზონტზე. თუ ეს თბილისი არაა? უკვე ფიქრის ძაფი წყდება სასმელისგან,- ეს რომელიღაცა ახლომდებარე ქალაქია.

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

სიცივემ მოიტანა, სასმელი დავამატე, – გრადუსმა მოიტანა .
სითბო მომინდა, გულში ჩახუტება, ძლიერი მკლავები …

აი პირველი ვარსკვლავიც ცაზე,- უკვე დაღამდა. ერთი მოსახვევიც და მივედით.

რადიო ისევ თავისთვის ხრიალებს . ეხლა უკვე ორნი ვსვავთ ერთი პირიდან .

[Fლიაშკასაც ქონია პირი]

ვსვავთ და ვთბებით, ვხურდებით, აღარ გვემორჩილება აზრები, აღარც თმები – თავისით იშლებიან მხრებზე …

და კვლავ ნაცნობი მელოდია:

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

შემთხვევა, როცა ფეხებიც ფეხებზე გკიდია .

Posted by vekoo on აპრილი 3, 2010

დილა უთენია თავგასიებულ ხასიათზე გავიღვიძე თავად თავგასიებულმა, თვალები გუშინდელი თვალის ფანქრით მაქვს ჩათხუპნული, – ეს ის შემთხვევაა, როცა დაწოლის წინ სულ ფეხებზე გკიდია მაკიაჟიც   და  კანის სუნთქვა, სილამაზეც.

აი, როგორ არ მინდა ეხლა აქ წუწუნი დავიწყო , როგორ არ მინდა ჩემ “უბედურებაზე” მოვყვე, როგორ არ მინდა კიდე უარესი  უბედურება მოვახდინო, მაგრამ ის სუნი,  სამზარეულოდან რომ აღწევს   ჩემ ოთახამდე ტვინში მიღუტუნებს და ისედაც მოჟამულ გუნებაზე მყოფს უფრო  “პრიკაზულს” და  მომაბეზრებელს მხდის.

როგორ არ  მინდოდა გუშინ გვიანობამდე ყოფნა და როგორ მინდოდა დროზე დაძინება  .

როგორ მინდოდა კარგად გამოძინება, მაგრამ ვის აინტერესებს საერთოდ მე რა მინდა ან არ მინდა? გუშინდელ ნერვებმოშლილზე ეს დავწერე , მერე თითქოს ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ამ დილით, როცა ისევ 8 საათზე გამეღვიძა გამოუძინებელს, სულ 3–4 საათის ნაძინებს, მეშლება ნერვები, რომ არავინ ზრუნავს ჩემზე.

ეგოისტი და ჭირვეული დებილი პატარა გოგოსავით ვიქცევი, მარა მეც მომბეზრდა ეს თავდაჯერებული და “დიდი გოგოს” როლის თამაში. პრინციპში, თამაში არც იყო, თავს მართლა ასე ვგრძნობდი, მაგრამ ეხლა ვიცი რომ დღეს ღამე დამეძინება  და აღდგომის ღამეს ეკლესიაში თავისუფლად გათნების მაგივრად ნახევრად ჩამოძინებული ვიდგები და არაფრის თავი არ მექნება, კიდევ უფრო მიპყრობს ბრაზი : (( და კითხვა :

რატოომ ? ? ?

შენ მაინც დროზე გაიღვიძე , აჩო, რა იყო რა  :  ((

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

"86 წელი ერთად"

Posted by vekoo on თებერვალი 20, 2010

გუშინ ერთ-ერთი პირველი დღე იყო, როცა ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი. საერთოდ, არასრულფასოვნების კომპლექსი შემომიფრენს ხოლმე ტვინის ხვეულებში, მაგრამ გუშინ დილით ჩემმა ყველაზე კრიტიკოსმა დამაც სამოსის შერჩევისას რომ შემიქო “ფიგურა” ( : D ) მეთქი ოოოო, მგონი მართლა გავხდითქო წამომიფრინდა ნარცისიზმული აზრები ….

კარგ ხასიათზე როცა ვარ, მერე თავიც ლამაზი მეჩვენება და გუნებაც უკეთესისკენ ტრიალდება.

წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ სურათებს ჩვენი გუშინდელი დამხობიდან ამხობიდან ჩაცეცხვლისა და სასმელის ჩანთქმიდან ღამის თევამდე, მეტი ბლოგისთვის არ შეიძლება : D

არა, არა, თუმცა, ამ სურათის სანახავად რომ გავხსენი Fოლდერი, უკვე არცისე მომეწონა : ( არ ვიცი რა მჭირს, ძაან მეცვლება შეხედულებები …

პრინციპში, თავად შეაფასეთ : ) მე და ჩემი მეგობრები დანარჩენებისა და საჭმელების მოლოდინში : D ჯერ გვეტყობა რომ არაფერი დაგვლევია 😛

Read the rest of this entry »

Posted in განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 3 Comments »

მორიგი "თავის მართლება"

Posted by vekoo on იანვარი 26, 2010

სულ დავივიწყე, ვითომ აღარ მახსოვს?…

გგონია “დავიკიდე” შენი სურვილები? დამავიწყდა შენი მომლოდინე თვალები?

ის ინტერესიც კარგად მახსოვს ჩემი ყოველი მომდევნო პოსტის დროს რომ გიპყრობს ხოლმე … : )))

იცი როგორ მიყვარს ეგ გრძნობა? : )

დროდადრო შემოდიხარ ჩემ ბლოგზე, ელოდები ახალ პოსტებს, გაინტერესებს რას ვიტყვი ახალს, საინტერესოს, თუნდაც ძველს … : ))) დაგამშვიდებ 😉

არსად დავკარგულვარ, არც დამვიწყებიხარ, არ მიღალატია შენთვის : ))

მეც შენსავით განვიცდი პოსტების სიმცირეს, ბლოგზე ობის მარცვლებს … : (( რა ვქნა, მეტენება საგნები : ((( რა ვქნა, ვერ ვუმკლავდები მე თვითონ პრობლემებს : (((

რა ვქნა, ვერ ვსწავლობ ასე ერთდროულად ერთ დღეში/ღამეში მთელი სემესტრის მასალას : ((

ვერ ვსწავლობ ეკონომეტრიკის 80 თემას 10 საათში : ((

😐 როგორ არ მიყვარს ეს თავის მართლება😐

არადა აქ შენთან სალაპარაკოდ შემოვედი : )) ხო იცი, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა : ))

შენი, ჩემო მკითხველო ! ! !

სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რაც ბევრს მოვასწრებ ვისწავლო, მით მეტად განვავითარებ ჩემ ტვინის ხვეულებს და ბლოგისთვისაც უფრო კრეატიულ პროექტებს , პოსტებს მოვიფიქრებ : ))

ეხლა დროებით, ხვალ მარკეტინგი2-ის გამოცდა მაქვს, ჩავუჯდები ისევ მას … : ))

პ.ს. გამიხარდა მაინც რომ მოვახერხე შენთან გასაუბრება 😉

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »

ღამის სახლი

Posted by vekoo on იანვარი 17, 2010


რაღაცა ისეთ ხასიათზე მოვედი ამ შუა ღამისას, რომ ასეთი სახლი მინდა მქონდეს,

არა, მე არ მინდა რომ მქონდეს … : ))


მაგის მოვლის თავი სად მაქვს : D


მაგრამ მინდა, რომ თავისუფლად შემეძლოს მასში გადაადგილება : )))


და გართობა მინდა : )))

ხო კაია? : )) აუზიცაა და ღამეა თან : )))

მე მიყვარს ღამე, შენ? : ))

თბილი და არომატული წყალი აუზში,

თავზე შავი ვარსკვლვიანი ცა,

ხელში ვისკი,

დაბალ ხმაზე საყვარელი მელოდია,

შენი საყვარელი ადამიანი გვერდით

და


გ ა ნ ც ხ რ ო მ ა : )))

სახლი მინდა !


გართობა მინდა !


გართობაში დასვენება მინდა !

Posted in მომავლის პროექტი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 4 Comments »