ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘წიგნი’

hello (part2)

Posted by vekoo on აგვისტო 31, 2010

გამარჯობა -ს გარეშე !

გადავეჩვიე უკვე პოსტების წერას. უბრალოდ, ჩამოვედი.

ყველა მომენატრეთ, ერთი სული მაქვს როდის გნახავთ, ჩაგეხუთებით და მოგესიყვარულებითთქო არ მოგატყუებთ : D

მაგრამ საყვარელი ბლოგერები მართლა მომაკლდით )) იმდენად, რომ შეკრებაზეც წამოვალ : D გაჩუქებთ ჩემ ძვირფას დროს : D

არა, ზაფხულს არ გავუენამწარებივარ, უბრალოდ, უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის , არადა მისალმებაც საჭიროა .

მას აშე : უჭუკლესი ჭუკლი ბლოგზეა !

P.S.  ან და სერჟ გოლონების “ანჟელიკას” კითხვა დავიწყე, სანამ “მაღლივი დამეწყება” დროს გავიყვან. ფილმები ვიცი, მაგრამ წიგნად წაგიკითხავთ? როგორია? კაკ ვსეგდა წიგნი ჯობია?

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 8 Comments »

ქრონიკული აშლილობა, – სამედიცინო ენაზე ფაღარათს რომ ეძახიან !

Posted by vekoo on მაისი 20, 2010

მართლა არ მახსოვს როგორ ვახერხევდი ბავშვობაში ყოველ დღიურად 6–7 საგნის მომზადებას . ეხლა უნივერსიტეტის სასწავლი დღეში თითო საგანი მაქვს და იმის წაკითხვას ვეღარ ვახერხებ . უბრალოდ არ მინდა, რომ მივიდე და წიგნი გადავSალო. ქსეროქსებსაც კი ვეღარ ვფურცლავ, აღარაფერი მეკითხვინება და თავშიც არაფრის ჩაშვება მინდა .

აი, ხვალისთვისაც, ხვალ იშვიათი დღეა კვირაში და 2 საგანში მაქვს სემინარი : “შრომის ეკონომიკაში” და “საერთაშორისო ურთიერთობები ბიზნესში”.

შრომის ეკონომიკას ლექციას კი არა სემინარსაც კი არ დავსწრებივარ ჯერ, არადა უკვე 3 კვირა დარჩა საბოლოო გამოცდამდე : |

კოლოქვიუმისთვის   მაინც წავიკითხე რაღაცა და 30 ქულიდან 27 ავიღე .  ამ ქულის იმედი მაქვს, რომ ოდესმე სემინარზე რომ მივალ ლექტორს დებილი არ ვეგონები …  არადა, ხვალ როგორ მინდა მივიდე და ჩავაბარო, მაგრამ  რადგანაც ერთი სიტყვაც არ წამიკითხავს ხვალინდელი მასალის, დიდი შანსია დილით წასვლაც კი დამეზაროს, თორე იქამდე რომ მივიდე მერე იქვე გადავიკითხავდი რამეს და ჩავაბარებდი .

“საერთაშორისო ურთიერთბები ბიზნესში” კი მარტო ერთი ჩაბარება მაქვს, ისიც პირველივე კვირას და მერე აღარც ვყოფილვარ სემინარზე : | არადა მაშინაც მარტო მე ვიცოდი და ქალს გაუხარდა ერთმა მაინც იცის რაღაცაო, მაგრამ მას მერე თვალიც არ მოუკრავს.  კოლოქვიუმის ქულა ჯერ არ ვიცი, იმედია არც ამისი გამაწბილებს : ) .

ერთი სიტყვით, რა მჭირს ვერ გამიგია, წიგნის დანახვაც არ მინდა სახლში რომ წავიკითხო.  ადრე მხოლოდ ფულზე მემართებოდა ხოლმე ასე : დღის განმავლობაში ვხარჯავდი უაზროდ და უმისამართოდ და მერე დღის ბოლოს მიკვირდა და ბიუჯეტის სეკვეტრი მიწევდა : დ

ეხლა კი დროზე მაქვს ანალოგიური. დროის დეფიციტს განვიცდი. სად მირბის ან სად მეკარგება ეს დრო ვერ გავიგე. ვერც ის გავიგე, სემინარის დაწყებამდე  5 წუთში თუკი შემიძლია გადავხედო და ზოგადად გავიგო რაზეა საუბარი , სახლში რატო ვერ ვახერხებ ნახევარი საათი მაინც დავუთმო სწავლას და მეორე დღეს ჩავაბარო?

ამ ბოლო დროს კარგა ხანია მოდაშია ყველაფრის დეპრესიისთვის გადაბრალება. ჰოდა, თუ ასეა, ჩემი დეპრესია ქრონიკული გახდა. რამ გამიჩინა დეპრესია ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ წიგნების გადაშლაზე ალერგია მაქვს და აღარაფერს ვაკეთებ : |

მიშველეთ რამე, მითხარით რა ვქნა, თავი ხელში აიყვანე და იმეცადინე და ეგეთები არ მითხრათ, მაინც არ ვარ მე მაგის გამკეთებელი და რა მჭირს იმაში მაინც გამარკვიეთ : ))

Posted in ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 4 Comments »

მორიგი "თავის მართლება"

Posted by vekoo on იანვარი 26, 2010

სულ დავივიწყე, ვითომ აღარ მახსოვს?…

გგონია “დავიკიდე” შენი სურვილები? დამავიწყდა შენი მომლოდინე თვალები?

ის ინტერესიც კარგად მახსოვს ჩემი ყოველი მომდევნო პოსტის დროს რომ გიპყრობს ხოლმე … : )))

იცი როგორ მიყვარს ეგ გრძნობა? : )

დროდადრო შემოდიხარ ჩემ ბლოგზე, ელოდები ახალ პოსტებს, გაინტერესებს რას ვიტყვი ახალს, საინტერესოს, თუნდაც ძველს … : ))) დაგამშვიდებ 😉

არსად დავკარგულვარ, არც დამვიწყებიხარ, არ მიღალატია შენთვის : ))

მეც შენსავით განვიცდი პოსტების სიმცირეს, ბლოგზე ობის მარცვლებს … : (( რა ვქნა, მეტენება საგნები : ((( რა ვქნა, ვერ ვუმკლავდები მე თვითონ პრობლემებს : (((

რა ვქნა, ვერ ვსწავლობ ასე ერთდროულად ერთ დღეში/ღამეში მთელი სემესტრის მასალას : ((

ვერ ვსწავლობ ეკონომეტრიკის 80 თემას 10 საათში : ((

😐 როგორ არ მიყვარს ეს თავის მართლება😐

არადა აქ შენთან სალაპარაკოდ შემოვედი : )) ხო იცი, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა : ))

შენი, ჩემო მკითხველო ! ! !

სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რაც ბევრს მოვასწრებ ვისწავლო, მით მეტად განვავითარებ ჩემ ტვინის ხვეულებს და ბლოგისთვისაც უფრო კრეატიულ პროექტებს , პოსტებს მოვიფიქრებ : ))

ეხლა დროებით, ხვალ მარკეტინგი2-ის გამოცდა მაქვს, ჩავუჯდები ისევ მას … : ))

პ.ს. გამიხარდა მაინც რომ მოვახერხე შენთან გასაუბრება 😉

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »