ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ხე’

მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

Posted by vekoo on მაისი 13, 2010

მწვანე, მწვანე პოსტი იქნება . ბევრი ბალახით და კალიით. არა, კალია არაფერ შუაშია , უბრალოდ წინადადებას მოუხდა  : D ადრე ბლოგზე ვწერდი ჩემ ჰობიზე –  ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შორს და შორს დიადი მიზნებისაკენ : D ჰოდა, ბევრი დააინტერესმა ამ პოსტმა ჰორიზონტალურ და ჩახლართულ განზომილებაში მყოფ წყვილებზე და მეც გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი პარკში : ))

ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D  მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი  ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და  მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.

მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა  : D

ეს ის ადგილია, სადაც  ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ )  მართალია  ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))

Read the rest of this entry »

Advertisements

Posted in პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 16 Comments »

ჩემი სულის ნავსაყუდელი

Posted by vekoo on იანვარი 6, 2010

სოფელი- ჩემთვის 2 დღიანი სულის დასასვენებელია ეს ადგილი

თუ ბავშვობაში კვირაობით შემეძლო იქ ყოფნა, დღეს უკვე 2-3 დღეში სახლში მინდა დაბრუნება.ის ორი დღეც “გამოყრუებული ვზივარ, შენ გგონია ეს გამოყრუება არ მომწონს?საჭიროც კია გადატვირთული დღეების მერე სხეულის მოდუნება, ბუნების სიმშვენიერით დატკბობა , ყველაფერს გარიდება, ასფალტისა და გამონაბოლქვიდან, ინტერნეტიდან დასვენება.მე ძალიან დავიღალე უკვე, გამოვიფიტე რასაც ქვია, ამიტომ, ამ შაბათ-კვირას სოფელში წავედი. ზუსტად ვიცოდი იქ აღვიდგენდი დაცლილ ენერგიას .ვერ მოგატყუებ მსოფლიოში ულამაზესი ადგილიათქო , იმიტომ რომ მასზე თვალწარმტაც ადგილებშიც ხშირად ვყოფილვარ მაგრამ რაც არის არს , თავის ხიბლს ვერ დავუკარგავ დუშეთის რაიონს.იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? უსაქმურობა.ჩემთვის მარტო წავალ ხოლმე სადმე შორიახლოს ( ან თუნდაც შორს) შემაღლებულ მდელოზე, იქიდან რომ ხელის გულივით გადაშლილი მოჩანდეს გარემო და ასე ბუნების სიმშვენიერით ვტკბები.არ მჭირდება ამ დროს არანაირი მუსიკა თუ რამე გასართობი დანადგარი.უბრალოდ ვუყურებ სივრცეს და ვარ ასე ჩემთვის.მართლა საათობით შემიძლია ასე ჯდომა.(რატომღაც, ის მიტყდება ხოლმე გვიან საღამოს იქიდან რომ ვბრუნდები და ხალხი მხვდება, ხო ვიცი არაა, ჭორიკნებითაა სოფლები (( და არამრტო)) სავსე – “ამხელა გოგოს მარტოს იქ რა უნდოდა ამ შუაღამესო ” იტყვიან, მაგრამ იმდენად დიდია ჩემში ლამაზი ხედების , გაშლილი სივრცის სიყვარული, რომ მაპატიე და მაგარი მკიდია უკვე ვინ რას იტყვის.ზოგჯერ, წავსულვარ და რვეული წამიღია და ფანქარი ან შავი კალამი, – მიყვარს შავი კალმით წერა.ჩემ აზრებს ვწერ ხოლმე, მერე ძირითადად მარტო ერთხელ ვკითხულობ და ასე, რჩება ისტორიას გახუნებულ ფურცლებზე დაწერილი ჩემი სიტყვები.მრისხანების დაძლევაშიც მეხმარება ჩემი საყვარელი ადგილი. იქ მივდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. სამწუხაროდ – კარგიც. როცა იქ ვარ ყველაფერი ამქვეყნიური უკვე ამაო მეჩვენება.ქვეყნიერებაზე მარტო მე და ის მთები ვართ ჩემ წინ რომ გადაშლილან.

ციოდა ახლა სოფელში როცა ვიყავი, თან ტალახი იყო და იქ ვერ ავედი.

სამაგიეროდ, ეკლესიაში ვიყავი. ესეც ეზო :

დაუმუშავებელი სურათია და მაინც რა სიმშვიდეა მასზე აღბეჭდილი.

სულ საფლავებითაა ეზოც და ეკლესიაც შიგნით სავსე.      ტაძარში ეხლა ზევიდან ხალიჩებია გადაფარებული და  მლოცველები ზევიდან დგანან. როგორი შეგრძნებაა შენ  ქვეშ რომ ძვლებია ხომ გამოგიცდიათ? : )))

ეს ყველაზე კარგად შემონახული საფლავი იყო და  ამიტომაც, მეც ის გადავიღე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ფარნიშვილი – რა იცოდა ამ საცოდავმა თუ ბედნიერმა, რომ მისი სამარხი ინტერნეტშიც მოხვდებოდა.

ასეა, დროც იცვლება და რაც ერთ დროს შეუძლებლად მიაჩნდათ, ეხლა პატრა ბავშვსაც კი ეჯერება.

ესეც ჩვენი ეკლესიის სამრეკლო :

ჯერ ისევ რეკონსტრუქციის პროცესშია, ულამაზეს ჩუქურთმებს აკეთებენ ზედ.

ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე სურათებია ეს ყველა.

ბოლოს, სიცივისაგან გათოშილს რა ჯობია სოფლის სახლში დაბრუნებას, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი ასდის.

უკვე საღამოც მოსულა…

მივუჯექი “ფეჩს” და სითბოთი გართული ყველაფრის ავ-კარგიანობაზე ვფიქრობდი.

ესეც ჩემი თბილი ბუხარი:

მის გვერდით ისე უცებ ჩამეძინა , რომ ვერაფერი გავიგე, რომ გამომეღვიძა 8 საათი ხდებოდა და მე კი ღამის 1 მეგონა. ისევ მეძინებოდა.

გამიშალეს სითბოში ლოგინი და ტკბილად დამეძინა კვლავაც.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 5 Comments »